მოსკოვი ლონდონის ულტიმატუმს არ უპასუხებს

გრუ-ს ყოფილი თანამშრომლის, ბრიტანეთში მოწამლული სერგეი სკრიპალის საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი ლონდონის მოთხოვნას არ უპასუხებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.


მისი თქმით, მოსკოვი მომწამვლელ ნივთიერებასთან წვდომას ითხოვს, თუმცა უარს იღებს.


ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის ბრიტანეთთან საკითხზე ითანამშრომლოს იმ შემთხვევაში, თუ ლონდონი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად იმოქმედებს.


„არანაირი ოფიციალური მოთხოვნა ლონდონიდან არ მიგვიღია, რაც მათი ვალდებულებაა ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად. რუსეთი უდანაშაულოა, რუსეთი მზად არის თანამშრომლობისთვის ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, თუ გაერთიანებული სამეფო, ამავე დოკუმენტის თანახმად, საკუთარ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს შეასრულებს“, - განმარტა სერგეი ლავროვმა.


გრუ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრიტანეთის მთავრობის ვარაუდით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით არიან მოწამლული. სკრიპალი და მისი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩებიან.


12 მარტს კი, ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი ისეთი ნივთიერებით არიან მოწამლული, რომელიც რუსეთში მზადდებოდა.


„იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ნივთიერება რუსეთში მზადდებოდა და გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ადრე ყოფილა მკვლელობის სპონსორი, მთავრობა ასკვნის, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ქმედებაზე, რომელიც სკრიპალის წინააღმდეგ განხორციელდა“, - აღნიშნა მეიმ.


პრემიერმა რუსეთს ვადა 13 მარტის საღამომდე მისცა, რომ რუსეთმა მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს.


მისი თქმით, თუ რუსეთის მხრიდან არ იქნება დამაჯერებელი ახსნა, სკრიპალის მოწამვლა უკანონო ქმედებად იქნება მიჩნეული, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელდა.


ოკაცეს კანიონი გაიხსნა  

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ.

ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს

 საქართველოს ეროვნული ბანკი ტრენინგების ციკლს აგრძელებს.

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ.

ყაზახეთის დედაქალაქს „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას - ტოკაევის პირველი ინიციატივა

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის აზრით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას - „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას.

ზვიად სიჭინავა: მერობის კანდიდატად წარდგენა არცერთ პარტიას არ შემოუთავაზებია

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე შემოთავაზება არცერთი პარტიისგან არ მიუღია.

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სარკინიგზო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.

თურქეთში მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა.

 

ყაზახეთს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. ტოკაევმა სენატში ფიცი უკვე დადო.

თუ გიჭედავს, შეამოწმე - Sheamotsme.ge - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის პროექტი დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. 

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების  პროექტები გააცნო    

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილესთან, ირაკლი ურუშაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

ნიუ ჰოსპიტალსის სპეციალური განცხადება

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ხათუნა თოთლაძე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისწარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, სევერინ ჩაპაზთან.

თეირანში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა

თეირანში „მეჰრაბადის“ საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

 

ზალკალიანი არგენტინაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტსვიზიტით არგენტინაში იმყოფება.

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გ.მ., ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

იუსტიციის მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება.

 

პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს. 

 

მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა

„ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძე - ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს

"ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს, -ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “იმედის” ეთერში  განაცხადა.