თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ დამატებით შეკითხვებს გამოვეხმაუროთ და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან, პარკირების სისტემის რეგულირებას უწყვეტ რეჟიმში თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. 2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასურის გადახდა "სითი პარკის" ანგარიშზე, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება და მოქალაქეებს თანხის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ. 2018 წლის 10 აპრილის შემდგომ პარკირების საფასურის გადახდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება, რის შესახებაც მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ. 2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ "სითი პარკი" გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე. 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია "სითი პარკის" მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება. პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია "სითი პარკის" მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა.", - ნათქვამია განცხადებაში.


ოკაცეს კანიონი გაიხსნა  

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ.

ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს

 საქართველოს ეროვნული ბანკი ტრენინგების ციკლს აგრძელებს.

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ.

ყაზახეთის დედაქალაქს „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას - ტოკაევის პირველი ინიციატივა

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის აზრით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას - „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას.

ზვიად სიჭინავა: მერობის კანდიდატად წარდგენა არცერთ პარტიას არ შემოუთავაზებია

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე შემოთავაზება არცერთი პარტიისგან არ მიუღია.

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სარკინიგზო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.

თურქეთში მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა.

 

ყაზახეთს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. ტოკაევმა სენატში ფიცი უკვე დადო.

თუ გიჭედავს, შეამოწმე - Sheamotsme.ge - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის პროექტი დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. 

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების  პროექტები გააცნო    

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილესთან, ირაკლი ურუშაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

ნიუ ჰოსპიტალსის სპეციალური განცხადება

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ხათუნა თოთლაძე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისწარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, სევერინ ჩაპაზთან.

თეირანში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა

თეირანში „მეჰრაბადის“ საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

 

ზალკალიანი არგენტინაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტსვიზიტით არგენტინაში იმყოფება.

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გ.მ., ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

იუსტიციის მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება.

 

პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს. 

 

მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა

„ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძე - ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს

"ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს, -ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “იმედის” ეთერში  განაცხადა.