რამდენად ვარგისიანია მასალები, რომლებიც ქართულ სამშენებლო ბაზარზე შემოდის?

მოქალაქეები სამშენებლო მასალების ვარგისიანობასა და მის ხარისხზე უკვე აქტიურად საუბრობენ.

დასმულ კითხვებს შორის ყველაზე ხშირად გვესმის ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ტიპის ობიექტები გაუძლებს თუ არა დროს?  


ვინ ახდენს სამშენებლო მასალებზე კონტროლს? რამდენად ხარისხიანია ის სამშენებლო მასალა, რითაც ობიექტები შენდება?  არსებობს  თუ არა ქვეყანაში ისეთი უწყება, რომელიც სამშენებლო მასალების ვარგისიანობას შეამოწმებს?


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პირველი“ უძრავი  ქონების ექსპერტებს ესაუბრა.


ასოციაცია „სამშენებლო მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“-ს თავმჯდომარე აზორ საკანდელიძე „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ ვითარება საგანგაშოა.


საკანდელიძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არანაირი უწყება და არც შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც სამშენებლო მასალების ვარგისიანობას შეამოწმებს.


 „ნგრევას უნდა ველოდოთ თუ არა? დიახ, ნგრევას უნდა ველოდოთ. დღემდე საუბარიც კი არ იყო იმასთან დაკავშირებით,  თუ როგორია სამშენებლო მასალები. არაფერი არ მოწმდება და ეს ყველაფერი ბედის ანაბარა არის მიტოვებული. მისასალმებელია, რომ ამ საკითხზე ხმამაღლა დაიწყეს  საუბარი. საკითხს პასიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და ერთჯერადი შემოწმება არ უნდა იყოს საკმარისი. ამიტომ  სამშენებლო მასალების ერთჯერადი შემოწმება ვერაფერს მოიტანს. ამასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას გარკვეული კონცეფცია, უნდა გაირკვეს ვინ არიან შემმოწმებლები, რამდენად კვალიფიციურები არიან და შემდეგ უნდა გადაწყდეს თუ რა ტიპის სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება. ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი“,-ამბობს საკანდელიძე.


სპეციალისტი საკანონმდებლო დონეზე კონტროლის მექანიზმის შემოღებაზე საუბრობს.


 



 როგორც  მან აღნიშნა,  სამშენებლო მასალებზე შემოწმება საბაჟოდან უნდა დაიწყოს, რადგან სწორედ ამ გზით შემოდის უხარისხო პროდუქტი.


„პირველ რიგში სავალდებულოა, რომ  კონტროლის მექანიზმი შემოვიდეს საშენი მასალების შემოწმებაზე, კონტროლი უნდა დაიწყოს საბაჟოდან, საიდანაც შემოდის მასალები, ვინაიდან ძირითადი სამშენებლო მასალები მოსაპირკეთებელი და ა.შ. ყველაფერი შემოდის საზღვარგარეთიდან. შემოსული მასალების უმრავლესობა აბსოლუტურად უხარისხოა. ევროპაში გავხდით ისეთი ქვეყანა, რომ ყველამ იცის აქ სამშენებლო მასალებზე არანაირი შემოწმება არ ტარდება. ქვეყანაში  არ არსებობს ისეთი უწყება, რომელიც ამას შეამოწმებს. შემოწმება კი უნდა დაიწყოს საბაჟოდან. ჩვენ შესამოწმებელი ლაბორატორიული მოწყობილობებიც კი არ გვაქვს, რითაც ხდება შემოწმება. ერთადერთი რაც შეგვიძლია შევამოწმოთ, ეს არის რადიაცია. რადიაციაზე უფრო საშიშია რადონი. რადონი აქვს ყველა სამშენებლო მასალას და მათ შორის მოსაპირკეთებელ მასალას. მასალა უნდა შემოწმდეს თუ რა დოზით შეიცავს ამ ნივთიერებას. რომ გავზომოთ როგორი დოზით უნდა შეიცავდეს იმისი ნორმაც არ გვაქვს. ამიტომ თუ ჩვენ დავიწყებთ შემოწმებას, ბოლომდე უნდა მივყვეთ. გამოსავალი არის ერთ რამეში. ახალმა მერმა უნდა შემოიღოს დაწერილი და დაუწერელი კანონი სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, შეამოწმოს ბინები მიღება-ჩაბარების დროს. არ შეიძლება საცხოვრებელი სახლები ჩავიბაროთ ისე, რომ სეისმომედეგობაზე არ შევამოწმოთ. ეს არის წარმოუდგენელი. მე როგორც ამ დარგის ექსპერტი ვამბობ, რომ  დიდი ხანია ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა“,-უთხრა „პირველს“  ანზორ საკანდელიძემ.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული და საპირისპირო მოსაზრება აქვს უძრავი ქონების სფეროში ექსპერტ შოთა გუჯაბიძეს.


გუჯაბიძის თქმით, „შაბლონურად იმის თქმა, რომ ვითარება საგანგაშოა,  ასე არ არის“.


ის ამბობს, რომ პრობლემაა, როცა შავ ბაზარს მსგავსი ტიპის მომხმარებელი ჰყავს.


„ამ საკითხს მრავალი მხრიდან უნდა შევხედოთ. შაბლონურად იმის თქმა, რომ ვითარება საგანგაშოა, ეს ნამდვილად არ არის ასე. საგანგაშო ის კი არ არის, რომ შავი ბაზარი არსებობს, საგანგაშო უფრო ის არის,  ვინც ამ მასალას ღებულობს.  შავ ბაზარს მომხმარებელი ჰყავს. თეორიულად ვსაუბრობ, განზოგადებით ვერ ვისაუბრებ.  იმის თქმა, რომ ბაზარი იღუპება ან უძრავი ქონების სფეროში საგანგაშო მდგომარეობაა, ეს ასე არ არის.  გამომდინარე იქიდან რომ მსგავსი ტიპის პრობლემა ყველა ქვეყანაში არის, ევროპაშიც და აშშ-შიც. პრობლემა უფრო იმაშია, რომ ამ ბაზარს  და მასალას მომხმარებელი ჰყავს. ეს არის საგანგაშო მდგომარეობა. ვემხრობი  ქართული წარმოების  განვითარებას, რაც უძრავი ქონების პროცენტზე მნიშვნელოვნად აისახება. ასევე აისახება გალარების ანუ ლარიზაციის პოლიტიკაზე. თუ სამშენებლო მოსაწოდებელი პროდუქტი სამშენებლო ბაზარზე უფრო მეტად ქართულ ეროვნულ ვალუტაში იწარმოება, ანუ ქართული წარმოება თუ იქნება, ეს გალარების პოლიტიკას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გალარების პოლიტიკის ძირითად არსს შეასრულებს. დაეხმარება რეალიზებაში. რაც შეეხება უხარისხო და საფრთხის შემცველ პროდუქტებს, ეს არ ნიშნავს კატასტროფას, ნორმალურია ყველა ბაზრის პირობებში, მაგრამ ამას უნდა ვებრძოლოთ კანონმდებლობის, სტანდარტების გამკაცრების დონეზე, მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დონეზე, რომ ობიექტზე შემოსულ მასალებზე მოვითხოვოთ სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“,-ამბობს შოთა გუჯაბიძე.


სპეციალისტის პროგნოზით, თბილისში არსებული ახალაშენებული კორპუსები და სხვა ტიპის ობიექტები დროს გაუძლებს.


მისივე თქმით, ახალაშენებულ კორპუსებზე ეჭვის თვალით ყურება ყველა დროში იყო და მათ შორის სოციალისტური სისტემების დროს.


„ ახალაშენებული კორპუსები და სხვა ტიპის ობიექტები რა თქმა უნდა დროს გაუძლებს. ამ კორპუსებზე ეჭვის თვალით ყურება ყველა დროში იყო, ასე იყო სოციალისტური სისტემების დროსაც. მოსაზრება, რომ ძველი აშენებული კორპუსი კარგია და  ახალი არ ვარგა, შაბლონურად არასწორი მიდგომაა. წარსულშიც და დღესაც არის ისეთი ობიექტები, რომლებიც დროს ვერ გაუძლებს. ჩვენ უნდა შევხედოთ სტატისტიკას და არა ვიღაცის მოსაზრებას.  ჩემი სუბიექტური აზრით  თბილისის ახალი მშენებლობების 90-95% დროსაც გაუძლებს და დიდი ხანიც იქნება. არსად არაფერი არ დაინგრევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ამ 95%-ში ვერ ვხედავ დარღვევას, ძალიან ბევრ დარღვევას ვხედავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ნგრევას და ფატალურ შედეგებს. კატასტროფა იმ შემთხვევაში მოხდება თუ პრობლემის მოგვარებაში დროულად არ ჩავერევით  და კანონმდებლობის დონეზე არ მოხდება კონტროლი. ამ ყველაფერს სწორი მიდგომა სჭირდება“,-უთხრა „პირველს“ შოთა გუჯაბიძემ.


მთავრობა სამშენებლო მასალის ხარისხთან დაკავშირებულ ნორმებს დაადგენს და ამასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებას მიიღებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის თქმით, სამშენებლო კოდექისის მიღების შემდეგ, მთავრობამ უნდა დაამუშაოს რეგლამენტი, რომელიც მოაწესრიგებს სამშენებლო მასალის ხარისხს და დაადგენს მოთხოვნებს სამშენებლო ხარისხის მიმართ.


„მეორეს მხრივ, დაადგენს მოთხოვნებს თუ როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსება. როგორც კი პარლამენტი კოდექსს მიიღებს, რამდენიმე თვეში მთავრობა შესაბამის რეგლამენტებს მიიღებს“, -აღნიშნა ქავთარაძემ.


ქვეყანაში ვიდრე ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმი ამოქმედდება, შავ ბაზარზე ისევ გაიყიდება ფალსიფირებული ცემენტი, არმატურა და სხვა სამშენებლო მასალა.


 


ავტორი: თაკო მაქაცარია, ჟურნალისტი.


 


 


 


 


ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას: ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“.

კახა კალაძემ „აქსისს“ წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავის წვლილს შეიტანს.

მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს  

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის  შეფასებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს.

მამუკა ბახტაძე - შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, შარშან საქართველოში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კერძო სექტორში კი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდის ტენდენცია აღინიშნა.

მამუკა ბახტაძე: რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია „ატალოსი“, რომელსაც ფლობდა დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის მომგებიანობით შემთხვევით არ ინტერესდება.

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტად იყრის კენჭს

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობას გეგმავს.

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ავიაკომპანია „სერვისეარისა“ და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს.

პანკისის ხეობის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, მეორე კვირაა ეძებენ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, უკვე მეორე კვირაა ეძებენ.

6 ივნისს ის თბილისიდან გროზნოში სამუშაოდ ორ დაღესტნელ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა.

კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, ვისაუბროთ არა ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, არამედ მისთვის მეტი დინამიზმის მიცემაზე

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის შეფასებით, აუცილებელია საუბარი არა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე.

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ლარის კურსი

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.12 თეთრი შეადგინა.

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძე: უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს. ბახტაძის თქმით, მთავრობა სექტემბრამდე ამ ინიციატივით პარლამენტს მიმართავს:

მამუკა ბახტაძე: თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის

პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შსს-ში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

მამუკა ბახტაძე: თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა თაღლითობა იყო, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!

მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადასარიცხად ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები.

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე გადის

პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეფასებით, სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა მცირე მეწარმეობის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე გადის:

კვიპროსზე ოთხი ქართველი ქალი დააკავეს

კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პაფოსში ოთხი ქართველი ქალი დააკავეს.

სოფო ქაცარავა მამუკა ბახტაძეს: რა ხედვა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა დაინტერესდა, რას ფიქრობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნის საკითხზე: