იმნაძის თქმით, ოკუპაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა დაუსჯელი რჩება

ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში ღია დებატები გაიმართა თემაზე: “Collective Action to Improve UN Peacekeeping Operations’ - Supporting greater impact and performance in today’s complex and high-risk environments”.

დებატებში მონაწილეობა მიიღო გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.


 


„რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, რასაც ადასტურებს 22 თებერვალს იძულებით გადაადგილებული პირის/საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოსცა, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა მისი წამების აშკარა კვალი“ - განაცხადა კახა იმნაძემ. 


 


როგორც გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არასდროს უსარგებლია სრულიმანდატის სამშვიდობო ოპერაციით,  გაეროს სადამკვირვებლო მისიამ 1993 წლიდან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოშიუსაფრთხოების მიღწევის კუთხით. 


კახა იმნაძის განცხადებით, 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ვეტო დაადოსაქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას, რითაც გაეროს ისტორიაში ძალზედ საშიში პრეცედენტი შეიქმნა.


 


მუდმივი წარმომადგენლის შეფასებით UNOMIG-ის მანდატის იძულებით შეწყვეტამ, რასაც წინ უსწრებდა ეუთოს მისიის საქმიანობისდასრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით სრული ვაკუუმი შექმნა. კახა იმნაძემ გაერო-სადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ციტატა მოიყვანა, რომლის შეფასებითაც ეს რეგიონები ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვისხელსაყრელ შავ ხვრელებად და მსოფლიოში „ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად“ აქცია.


 


კახა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს  რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული. 


 


„ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რაიმე პროგრესის, ან თუნდაც შინაარსიანი დისკუსიის გამართვა, ხოლო საბჭო დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკის უპირატესი მნიშვნელობა არ იძლევა ესოდენ საჭირო სამშვიდობო მანდატების შექმნის შესაძლებლობას კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს“ - განაცხადა კახა იმნაძემ.


 


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.