ვლადიმერ ჯანჯღავა: გიორგი სალაყაიამ ყველაფერი იკადრა! თაღლითი და აფერისტია!

ორ თვეზე მეტია, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვაა კომპანია „ბადაგონის“ გარშემო.

„ბადაგონის“ დამფუძნებელი ვლადიმერ ჯანჯღავა აცხადებს, რომ „ბადაგონის“ ამჟამინდელმა მფლობელმა, გიორგი სალაყაიამ, მიითვისა კომპანია და არ შეასრულა დათქმული პირობა იმის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდით დათმობილ წილს მოგვიანებით უკან დააბრუნებდა.


სალაყაია კი აცხადებს, რომ კომპანიის პატიოსანი მფლობელია და იმ დროს, როცა კომპანია 40 000 დოლარად შეიძინა, ეს თანხაც არ ღირდა. მოგვიანებით ციფრი შეიცვალა და სალაყაიას ადვოკატმა განაცხადა, რომ წილის გამოსყიდვაში არა 40 000 დოლარი, არამედ 1 200 000 გადაიხადეს.


ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალიძის თქმით, სალაყაიას მხარე ვერ წარმოადგენს ვერანაირ დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება, რომ ზემოხსენებული თანხა წილის გამოსყიდვის მიზნით გადაიხადეს. მისი თქმით, ამ თანხით კომპანია „ბადაგონმა“, და არა გიორგი სალაყაიამ, ინვესტორი კომპანია „გრაკოროს“ ვალის მცირე ნაწილი დაფარა.


ბევრი კითხვა დაგროვდა როგორც ვლადიმერ ჯანჯღავას, ისე გიორგი სალაყაიას მიმართ. გიორგი სალაყაიასთან არაერთგზის დაკავშირების მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ასეთი მნიშვნელოვანი დავის დროს, კომპანიამ გადაწყვიტა, მედიასთან ურთიერთობა გაეწყვიტა.


 „რაც დღეს ხდება, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, მოვიდა დრო, ბატონ სალაყაიას შევახსენო, რომ ყველა თანხას კომპანიის ინვესტირებისთვის იღებდა ჩემგან. ჩვენ ვმეგობრობდით და, სამწუხაროდ, მან ეს ყველაფერი დაივიწყა. სამწუხაროდ, ის იგნორირებას უკეთებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს. იძულებული ვართ, თავად ვიპოვოთ გზები და სამართლიანობა აღვადგინოთ. მან ჩვენი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა“, – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.


ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც გიორგი სალაყაიასთან საქმიანი ურთიერთობა დაიწყო.


„სალაყაიას გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და, ასევე, პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან. ის ჩამოვიდა ჩემთან უკრაინაში და დავეხმარე, რომ ამ სიტუაციიდან თავი დაეღწია.


ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და გახდა პარლამენტის დეპუტატი. ვიფიქრე, რომ თავისი გამოცდილებით, ის საჭირო ადამიანი იქნებოდა და ვთხოვე, ჩვენს საქმეში ჩართულიყო. გადავწყვიტეთ, აგვეშენებინა დიდი ქარხანა, რომელსაც გოგის ჩავაბარებდით. მას წილიც კი მივეცით, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს წილის მიცემასთან დაკავშირებით სულ სხვანაირი მოლაპარაკება გვქონდა.


გიორგი სალაყაიამ ჩადო თუ არა „ბადაგონში“ რაიმე სახის ინვესტიცია და თუ ჩადო, რამდენი?


 ჩემ გარდა,  არავის არაფერი ინვესტიცია არ შეუტანია და ეს მშვენივრად იცის სალაყაიამაც. თუ არადა, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისი მხრიდან რაიმე სახის ინვესტიციის შემოტანის თაობაზე.


გიორგი სალაყაიას განცხადებით, მან წილის სანაცვლოდ 40 000 დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, იმ დროისთვის ქარხანა მეტი არც ღირდა.


რა 40 000?! 2006 წლისთვის „ბადაგონში“ უკვე 15 მილიონი იყო ინვესტირებული. არავინ მოელოდა ამხელა პროექტს. ასევე, არავინ მოელოდა, რომ ამხელა ფულს ჩავდებდი... არავინ მოელოდა არც იმას, რომ ხანგრძლივი პროექტი იქნებოდა.


2006 წელს ავაშენეთ ქარხანა 2 მილიონი ბოთლის წარმადობით. ყველაფერი უმაღლესი ხარისხის იყო. კიდევ 7 წელი მე ვდებდი ამ საქმეში ფულს. ეს ფული იხარჯებოდა ხელფასებში, ტექნიკაზე. შემდეგ, რაღაც მომენტში ვეღარ ვახერხებდი ინვესტირებას, მაგრამ ვვითარდებოდით.


ამის შემდეგ, სალაყაიამ მითხრა, უნდა განვვითარდეთ კიდევ უფრო მეტადო, მაგრამ ინვესტიციის ჩადების საშუალება აღარ მქონდა. ავდექით და სესხის გარანტიად ჩავდეთ ბანკში ტექნიკა-დანადგარები. შემდეგ მითხრა, აქციებით შეგვიძლია კრედიტის აღება, მაგრამ ეს აქციები რეზიდენტზე უნდა იყოსო. დავეთანხმე და პირველად გადავაფორმეთ „ბადაგონის“ 40%. ეს არ იყო გაყიდვა, ეს იყო ტექნიკური საშუალებების ბანკში ჩადება. მერე მითხრა, კიდევ 10 პროცენტიაო საჭირო. კიდევ გადავაფორმეთ 10%. თითქოს მოგვარდა ყველა პრობლემა და მე, როგორც ინვესტორმა, შევასრულე ჩემი ვალდებულება. საჭირო იყო, გადამეცა აქციები, გადავეცი, მოვაგვარე პრობლემა და კომპანიამ განაგრძო განვითარება. იმ მომენტში ეს ატარებდა ფორმალურ სახეს.


რატომ გადაუფორმეთ საკონტროლო პაკეტი და მერე მთლიანი წილი? თქვენ ხომ ბიზნესმენი ხართ, ასე ადვილად ენდობით ადამიანებს?!


პრობლემა შემექმნა იმ ბიზნესში, საიდანაც „ბადაგონში“ინვესტიციას ვდებდი. დამჭირდა ფული და სესხის აღება ბანკიდან. სალაყაიამ მითხრა, რომ ამის გასაკეთებლად აქციების გადაფორმება იყო კიდევ საჭირო. აქ უკვე თითქოს რაღაცას მივხვდი და ვუთხარი, მოდი, ვინმე სხვაზე გადავაფორმებ-მეთქი. მითხრა, მხოლოდ ჩემზე შეგვიძლია, რადგან ბანკში ჩემი ურთიერთობები მაქვს და სხვას ასე მარტივად არ მისცემენო. ასე მოხდა ჩემი წილის მთლიანად გადაფორმება.


ალაყაიას ადვოკატი ამტკიცებს, რომ მან წილის სანაცვლოდ თქვენ მილიონ ორასი ათასი გადაგიხადათ...


ეს იყო „ბადაგონის“ ვალი „გრაკოროს“, ანუ ინვესტორი კომპანიის მიმართ. კიდევ არის დავალიანება. ეს იყო დავალიანების მცირე ნაწილის გადახდა და ეს მშვენივრად იცის სალაყაიამ. არაა პრობლემა მაგ დოკუმენტის წარმოდგენა და რაში სჭირდებათ ეს ტყუილები?!


გადის დრო და „ბადაგონიდან“ არანაირი შემოსავალი არ არის. გარემოებებიც შეიცვალა. მოწმეებთან ერთად ველაპარაკებოდი გოგის და ვეკითხებოდი, ყველაფერი ნორმალურად თუ არის-მეთქი? მეუბნებოდა, კიო, ყველაფერი ნორმალურადაა, ცოტა დარჩა და ყველაფერი გამოსწორდებაო.


როცა დავბრუნდი, გოგის ვუთხარი, ჩემი წილის დაბრუნება მინდა და მოდი, აღვადგინოთ სტატუს კვო-მეთქი. მითხრა, ვერაო. ვიღაცებთან ვალდებულებები მაქვს და ჯერ ეს წილი ჩემს სახელზე უნდა იყოსო. თან რაღაც უცნაურ ამბებს იგონებდა, სხვანაირად რომ ვქნათ ახლა, მე და ჩემს ოჯახს პრობლემები შეგვექმნებაო. მეც მჯეროდა ამ ყველაფრის.


კიდევ ერთი დეტალი, ამ პერიოდში  კიდევ გახდა თანხა საჭირო და მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, რომელსაც გოგი შეხვდა და 500 000 გამოართვა. კიდევ კარგი, მეტი არ მოუცია. სამი მილიონის მიცემას ითხოვდა.  ჩვენს ბოლო შეხვედრაზე გოგის ვუთხარი, ამ კაცს ფული არ უნდა დავუბრუნოთ-მეთქი? მითხრა, რომ არ აინტერესებდა, საიდან მოვიტანე ფული, შენი პრობლემებიაო. ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო.


ანუ ერთად ავიღეთ ფული, ამ ფულით ერთად მოვაგვარეთ ქარხნის პრობლემები და როცა ჯერი გადახდაზე მიდგა, მითხრა, შენი პრობლემააო.


ბოლოს კი მითხრა, ამ ყველაფერში, ანუ „ბადაგონის“ საქმეში, აღარ ხარო. რატომ აღარ ვარ-მეთქი? ასე აჯობებს ყველასთვისო. ამის შემდეგ უკვე იძულებული გავხდი, სხვა მეთოდებითა და ხერხებით მემოქმედა.


„ბადაგონის“ თანამშრომლებს იცნობთ? გქონდათ მათთან ურთიერთობა? ისინი გოგი სალაყაიას მხარეს დგანან.


„ბადაგონის“ ყველა თანამშრომელს ვიცნობ. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ შეშინებულები არიან.


არავინ გამინაწყენებია ქარხანაში არასდროს. ლიზა ბაგრატიონის საქციელი ძალიან საწყენია. თითქოს არ იცის, ფული საიდან მიდიოდა „ბადაგონში“. ქარხანა რომ გაიხსნა, ლიზა ბაგრატიონს მანქანა ვაჩუქე მადლიერების ნიშნად. ბასა ფოცხიშვილმა „ბადაგონის“ გახსნაზე წიგნი გააკეთა, რომელიც  მამაჩემის ფოტოთი გაფორმდა და თავად მუშაობდა ამ ფოტოს შერჩევაზე.


რას აპირებთ?


არ ვარ ბოროტი ადამიანი, ეს მიქმნის პრობლემებს, მაგრამ რასაც ვუყურებ, რაც ხდება, ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო. არ მინდა მისი დასჯა, რომ ვინმე დაზარალდეს, მაგრამ მინდა სამართლის აღდგენა.


ბოლოს ყველა ზღვარს გადავიდა გოგი, ისიც იკადრა, რომ ჩემზე თქვა, „კაგებეს“ აგენტიაო.  მე არცერთ ინტერვიუში ის ცუდად არ მომიხსენებია, მისგან განსხვავებით. ახლა კი თავისუფლად შემიძლია ვთქვა ხმამაღლა, რომ ის არაადამიანი, თაღლითი და აფერისტია.


მამუკა მდინარაძე - უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები

„უკვე ნათელია, ვისი მხრიდან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა” - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.

თემურ ქორიძე: გიგა კობალაძის გაღიზიანება გამოწვეული უნდა იყოს მისი ორგანიზაციის დაუსაბუთებელი შემოსავლების გზების გახმაურების შიშით!

ჟურნალისტი თემურ ქორიძე საქართველოში არასამეწარეო იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნას და აღნიშნული ფაქტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

ჯივიპი ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას ანახლებს

ხვალ, 27 მარტს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გაიხსნა.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის  ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.

თემურ ქორიძე: გიგა კობალაძე ცინიკურად ცრუობს!

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნის თაობაზე.

საქართველოს ელჩი მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის, Khazanah Nasional-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ  აფხაზავა მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო  ფონდის, Khazanah Nasional-ის ახლადდანიშნულ აღმა სრულებელ დირექტორს ინვესტიციების დარგში, ნიკ რიზალკამილს შეხვდა.

ირანის წყალდიდობა კადრებში

ირანში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 119 დაშავდა.

ბექა ოდიშარია დუბლინში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა დუბლინში, საქართველოს საელჩოში, ქართველ ემიგრანტებთან გამართა.

 

სოციალური მუშაკების გაფიცვა  კახეთშიც გრძელდება

"ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად"- მეორე დღეა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მუშაკების კაბინეტებში ეს წარწერებია გამოკრული.

სადახლოზე, სარფსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

14-24 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

,,მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ - საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა.

დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.

დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

სალვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სალვადორის სანაპიროსთან, ქალაქ ლა-ლიბერტადთან მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა.

ლარის ახალი კურსი

26 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6892 ლარი შეადგინა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს  

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. 

საგადასახადო სამართალდარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა  

18-24 მარტს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

25-26 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

„აქსის თაუერსის“ - თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. 

ტერეზა მეი თანამდებობას 27 მარტს დატოვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას 27 მარტს დატოვებს.