მამუკა არეშიძე: „FREEDOM HOUSE „- ის ანგარიშის ამ სახით გაკეთება ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა

ექსპერტი მამუკა არეშიძე “FREEDOM HOUSE” –ის ანგარიშს "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ააფასებს.

-ბატონო მამუკა, თუ გაეცანით “FREEDOM HOUSE”-ის ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს ნაწილს?


 


 კი, გავეცანი და მინდა გითხრათ, რომ ველოდი კიდეც ამ ორგანიზაციისგან საქართველოსთვის რეიტინგის დაწევას. ერთადერთი, რამაც გამაკვირვა, არის გადაჭარბებული, უფრო სწორედ, გადამლაშებული მონდომება ესიამოვნებინათ სააკაშვილისთვის.


 


- რა შუაშია სააკაშვილი “FREEDOM HOUSE”-ს ანგარიშთან?


 


 თქვენ თვითონ ხომ წაიკითხეთ ანგარიში?


 


- რასაკვირველია გავეცანით ყველა პუნქტს...


 


 არ დაგრჩათ განცდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მესიჯ ბოქსს კითხულობდით? ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ხომ ზუსტად იმავე ტექსტით საუბრობენ ნაციონალები? იგივეს იმეორებს ეს ანგარიშიც. საზმაუზეც საუბრობენ და იგივეს იმეორებს Fრეედომ Hოუსე-იც, სააკაშვილის საქმეზე აღარ ვლაპარაკობ, ესეც გასაგებია, სასამართლო სისტემაზეც თუთიყუშივით იმეორებენ ნაციონალების მესიჯს, მედიის მდგომარეობაზეც, კარგი, ამასაც ახსნიდა კაცი, მაგრამ გადამლაშება იცით რაში მოუვიდათ? როცა ახსენეს ციხეების მდგომარეობა და პანორამა თბილისი, რა შუაში იყო ან ერთი, ან მეორე თემა? ვინ დაიჯერებს დღევანდელ საქართველოში, რომ დღევანდელი პენიტენციური სისტემა შეიძლება შეადარო სააკაშვილის ციხეებს? ან როგორ შეიძლებოდა დღევანდელი მედიის შედარება ნაციონალების მედიასთან? ან საერთოდ რა შუაში იყო პანორამა? თავი გაიმასხარავა Fრეედომ Hოუსე-მა.


 


-ბატონო მამუკა, “FREEDOM HOUSE” როგორც წესი ეყრდნობა სხვადასხვა წყაროების მონაცემებს და ისე ადგენს რეიტინგებს.


 


 ხომ წაიკითხეთ ანგარიში? მითხარით მაშინ, რომელ პუნქტში არის განსხვავება ნაციონალების მესიჯებთან? არცერთში. პირიქით, FREEDOM HOUSE -მა მგონი კოპი პეისტით გადაიტანა მესიჯები და ცოტა ზედმეტიც მოუვიდა მონდომება.


 


- რატომ უნდა ქონოდა ეს ინტერესები “FREEDOM HOUSE”-ს?


 


მე ერთი თვის წინ ვიცოდი, რომ “FREEDOM HOUSE” ასეთ დასკვნას ამზადებდა, ჩემი წყაროები მაქვს და მათ შორის, იყო ინფორმაციაც, რომ ანგარიშის ამ სახით გაკეთება ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა.


 


-რისი თქმა გინდათ, რომ “FREEDOM HOUSE”-ემ ანგარიშში ფული აიღო?


 


არაფრის თქმა არ მინდა, გეუბნებით, რომ მარტის დასაწყისშივე მქონდა ინფორმაცია, რომ პირადად სააკაშვილი და მისი გუნდი აქტიურობდა და არა მხოლოდ “FREEDOM HOUSE”-ეს მიმართულებით და იმავე პერიოდში იყო ინფორმაცია 500 000 დოლარიან „ჰონორარზე“, რომელიც სავარაუდოდ გადაუხადეს ამ ორგანიზაციასთან დაახლოებულ პირს. წესით ასეთი პოლიტიკური გარიგებების და საინფორმაციო დივერსიების ალბათობებს უნდა სწავლობდნენ შესაბამისი სამსახურები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან ასეთი დონის მუშაობას არც ველოდი. ან საგარეო უწყება არ გვყავს რომ ემუშავა “FREEDOM HOUSE”-ესთან ვინმე რომ დაინტერესებულიყო, საკმარისი იქნებოდა მცირედი მონდომება და ფაქტებით შეიძლებოდა ყველა ბრალდების გაუვნებელყოფა. ნაციონალები რომ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ეს რამე სიახლეა ხელისუფლებისთვის? მე არ მესმის.


 


-ბატონო მამუკა, რა შედეგს მოუტანს “FREEDOM HOUSE”-ეს ანგარიში საქართველოს?


 


ნუ გავაფეტიშებთ ამ ამბავს, მითუმეტეს, რომ “FREEDOM HOUSE”-ეს ნაციონალური ანგარიშმა ასეთი ტენდენციურობის მიუხედავად, მაინც ვერ შეცვალა რეალობა. სამხრეთ კავკასიაში საქართველო კვლავ ლიდერია დემოკრატიაში. არაფერი ტრაგიკული არ ხდება, შეიძლება უკეთესიცაა, ამ ხელისუფლებას იქნებ გაუჩნდეს სტიმული და დაიწყოს საინფორმაციო დივერსიებისგან დაცვის მექანიზმებზე მუშაობა.


მამუკა მდინარაძე - უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები

„უკვე ნათელია, ვისი მხრიდან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა” - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.

თემურ ქორიძე: გიგა კობალაძის გაღიზიანება გამოწვეული უნდა იყოს მისი ორგანიზაციის დაუსაბუთებელი შემოსავლების გზების გახმაურების შიშით!

ჟურნალისტი თემურ ქორიძე საქართველოში არასამეწარეო იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნას და აღნიშნული ფაქტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

ჯივიპი ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას ანახლებს

ხვალ, 27 მარტს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გაიხსნა.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის  ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.

თემურ ქორიძე: გიგა კობალაძე ცინიკურად ცრუობს!

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნის თაობაზე.

საქართველოს ელჩი მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის, Khazanah Nasional-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ  აფხაზავა მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო  ფონდის, Khazanah Nasional-ის ახლადდანიშნულ აღმა სრულებელ დირექტორს ინვესტიციების დარგში, ნიკ რიზალკამილს შეხვდა.

ირანის წყალდიდობა კადრებში

ირანში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 119 დაშავდა.

ბექა ოდიშარია დუბლინში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა დუბლინში, საქართველოს საელჩოში, ქართველ ემიგრანტებთან გამართა.

 

სოციალური მუშაკების გაფიცვა  კახეთშიც გრძელდება

"ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად"- მეორე დღეა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მუშაკების კაბინეტებში ეს წარწერებია გამოკრული.

სადახლოზე, სარფსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

14-24 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

,,მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ - საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა.

დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.

დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

სალვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სალვადორის სანაპიროსთან, ქალაქ ლა-ლიბერტადთან მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა.

ლარის ახალი კურსი

26 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6892 ლარი შეადგინა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს  

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. 

საგადასახადო სამართალდარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა  

18-24 მარტს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

25-26 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

„აქსის თაუერსის“ - თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. 

ტერეზა მეი თანამდებობას 27 მარტს დატოვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას 27 მარტს დატოვებს.