ვინ არის მარკ ბერენტი, რომელსაც შესაძლოა 500 ათასი ქონდეს აღებული?

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ Freedom House-ის ანგარიში ნეგატიურად შეაფასა. მან სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა ამ ანგარიშზე გავლენა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს, რაშიც კონკრეტული ფინანსური რესურსი იყოს ჩადებული.

,,პრაიმ ტაიმი" დაინტერესდა რას გულისხმობს მამუკა არეშიძე შესაძლო ფინანსურ დაინტერესებაში და რა კონკრეტული ინფორმაცია აქვს მას?


- ბატონო მამუკა, თქვენს განცხადებას, რომ შესაძლოა, Freedom House-ის ანგარიშში 500 ათასი ყოფილიყო გადახდილი, არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.


- არც გამკვირვებია. ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ, რომელთა დაინტერესება და საერთო ნარატივი ბოლო ანგარიშთან ნათელია. ჩემი განცხადება არც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსწონებიათ. მათ მე მეტ პასუხისმგებლობას ვთხოვ მსგავს თემებზე. ასე რომ, არაა გასაკვირი არაერთგვაროვანი შეფასება.


- მაინც უფრო კონკრეტულად მინდა გკითხოთ, რა ინფორმაციას ფლობთ ანგარიშზე შესაძლო გავლენაზე, ანუ შესაძლოა, რომ ამ ანგარიშში ქრთამი იყოს გადახდილი?


- იცით, საქმე სხვაგვარად ხდება ხოლმე.  ფული შესაძლოა სხვა მიზნით გადაუხადო ვინმეს, თუმცა იცი, რომ ის ანგარებით გავლენას მოახდენს ანგარიშის ტენდენციაზე, დააკორექტირებს და უფრო მეტ სიმძაფრეს მიანიჭებს. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშს იმიტომ მოყვა აჟიოტაჟი, რომ მეტი მოუვიდათ. ჩათვალეს რომ Freedom House-ის ანგარიშები ისედაც ყველასთვის ნეგატიურია და ამასაც ყველა გაატრებდა. “ნაციონალური მოძრაობა“ კი შიდა დარტყმებისთვის გამოიყენებდა.


თუმცა, ეტყობა, ნეგატივით დაინტერესება იმდენად დიდი იყო Freedom House-ის,    რომ ფაქტობრივი შეცდომაც კი მოუვიდათ.


- მეორე არხის საკითხს გულისხმობთ? ორგანიზაციამ თავის ანგარიშში შეცდომა გაასწორა და აღნიშნა რომ დოკუმენტის ადრეულ ვერსიაში არასწორად განაცხადა, თითქოს საზო0გადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დაიხურა.


- დიახ, ვნახე ეს ინფორმაცია. ეს ყველაზე ადვილად გადამოწმებადი ფაქტი იყო და იძულებულები იყვნენ, შეეცვალათ, თუმცა მე თუ მკითხავ, კიდევ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.


- ბატონო მამუკა მაინც მინდა ჩაგეკითხოთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენ ,,პრაიმ ტაიმს" განუცხადეთ. არსებობს ინფორმაცია კონკრეტულად ვინმეზე ფულის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით?


- თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ასეთი სახელი და გვარი - მარკ ბერენტი, ის Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორია და მას საკმაოდ ბევრი კავშირი აქვს საქართველოსთან. მის „უახლოეს გარემოცვას" კი - ვანო მერაბიშვილთან. მე მქონდა სხვადასხვა წყაროსგან ინფორმაცია, რომ სწორედ მისის საშუალებიც ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ანგარიშზე გავლენის მოხდენას და  სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ამაში საკმაოდ დიდი თანხა - 500 ათასი დოლარი დახარჯეს. ეს მეთოდი რომ ამათთვის ახალი არაა და საკმაოდ ეფექტურადაც იყენებდნენ მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ოპოზიციაშია არიან, მემგონი, აღარავის უკვირს. საქმე ისაა, რამდენად ეფექტურია ხელისუფლების ზომები, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. განსაკუთრებით ისეთ რთულ და მერყევ პერიოდში, როგორშიც ვცხოვრობთ.


- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროამერიკულ განწყობებზე არ აისახოს რომელიღაც ორგანიზაციის ტენდენციურობა. ამას ყოველთვის რომელიმე პოლიტიკური ძალა შიდა არეულობისთვის გამოიყენებს. რა მნიშვნელობა აქვს პირდაპირ გადატრიალებაში გადაიხდი ფულს და დააფინანსებს ვინმეს, თუ ასე, ვითომ ცივილიზებულად, ნელ-ნელა შექმნი აპოკალიფსს და ასე მოახდენ გავლენას პოლიტიკაზე?!


- შეიძლება თუა რა რომ ამან, ზოგადად, გამოიწვიოს ნიჰილიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების ან რეიტინგების მიმართ?


- დიახ, და ეს ძალიან ცუდია. უნდა არსებობდეს ობიექტური შემფასებელი და მას სანდოობა ჰქონდეს. მე მგონია, რომ თუნდაც ამ პატარა „შეცდომას “, რაც მეორე არხზე დაუშვეს და როგორც შეცვალეს შემდეგ ეს ვითომდა დეტალი, მოყვება რეაქცია მთელი ორგანიზაციის ბორდიდან.


- ვნახოთ, პოლიტიკური ტემპერატურის აწევის შესაბამისად, არაა გამორიცხული, ბევრი ასეთი სიურპრიზი ვიხილოთ.


 


საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით,თეთნულდზე მყოფი ტურისტი გარდაცვლილია

მესტიაში, თეთნულზე რამდენიმე დღის წინ დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილია.

წყალდიდობა რუსთავში  - გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები. გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

22-23 ივლისს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრებმა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.

ოსლოში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

ოსლოს ცენტრში მდებარე მოედანზე ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გახსნეს. მონუმენტი წარმოადგენს გამჭვირვალე კედელს, რომელზეც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.

ქართველი წყალბურთელების პირველი გამარჯვება

ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

"საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ჩხოროწყუში მეტალურგიული კვლევისთვის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეს უბან ჯუმითში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 11 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიკოსები საუბრობენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირადი ექიმები საუბრობენ.

"ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე "ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გლოვის კვირა ტყიბულში -54 წლის მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, გლოვის კვირაა. მუნიციპალიტეტი, ელიზბარ მინდელის შახტში აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.

"ექსპერტიზა გაყალბებულია, ჩემი შვილი ამერიკელ ქალს არ გააუპატიურებდა"- ბრალდებული მწყემსის დედის პირველი კომენტარი

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს

ამერიკელი ოჯაიხს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ინტერესებს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.