პრეზიდენტი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე: საზოგადოების კითხვები სრულიად ლეგიტიმურია

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმური კითხვები არსებობს.

„ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა იქედან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად. საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და მზად ვართ ამ შემთხვევაში ყველა კითხვას ვუპასუხოთ“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.



მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას დაეყრდნო შეწყალების კომისია გადაწყვეტილების მიღებისას.



„ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ საზოგადოებას. 2014 წლის აგვისტოში მან ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი.მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და აგრეთვე სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრტეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.
მაშინ კომისიამ მე მომართა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელი გამრეკელაშვილის მამინაცვალია.



როგორც 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 1972 წელს დაბადებული ვ. ბ. 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე კი მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.


 


ელიტ ელექტრონიქსი გაფრთხილებთ!

ელიტ ელექტრონიქსი როგორც სამსუნგის ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას სამსუნგის ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე.  

პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

სამტრედიაში ცხელ კვალზე ქურდობის ფაქტი გახსნეს.

იტალიაში, წყლის ტექნოლოგიების გამოფენას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო პარტნიორების მიწვევით დაესწრო

იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში გამართულ წყალმომარაგების ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას - "ACCADUEO H2O" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაესწრო. 

ლაბორატორიის სპეციალისტებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის  სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან.  

წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი), მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოში 2018 წელს მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით 17 ფაქტი გამოვლინდა.

არჩილ თალაკვაძე: ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა, ერთად გავაგრძელოთ ისტორია

ოზურგეთში პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ასევე, მემორიალური შენობის რეკონსტრუქცია და მშენებლობა იწყება, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვა სახელოვანი მამულიშვილები სწავლობდნენ. 

 

PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“ გამოაცხადა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.  

დავით ზალკალიანი ტოივო კლაარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მექსიკაში ძლიერი აფეთქების გამო 2 ათასი ადამიანია ევაკუირებული

მექსიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში მდებარე ალკოჰოლის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

 

შსს-ში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორმოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო.

ტაივანის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ტაივანის სანაპიროსთან მაგნიტუდით 6,0 მიწისძვრა მოხდა.

ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლის მიზნით აშშ ბირთვული იარაღის არსენალს გაზრდის

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ამერიკა ბირთვული იარაღის არსენალს გაზრდის, წერს Reuters.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე გახდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს. იგი სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

სუს-ის უფროსი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა. 

სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა.

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობის პროცესში მუშა დაიღუპა

ხარაგაულის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად, მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა.

ივანიშვილთან ინტერვიუს ჩიხლაძე, კვესიტაძე და ტრაპაიძე დაესწრებიან

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს  “იმედიდან” ირაკლი ჩიხლაძე, ტვ “პირველიდან” დიანა ტრაპაიძე და რუსთავი 2-დან ეკა კვესიტაძე დაეწსრებიან.

სალომე ზურაბიშვილი - ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი

ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები

საჯარო დიპლომატიის საკითხებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვივიენ ვოკერმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა თემაზე: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები.