ფსიქოლოგი: კარგად უნდა იყოს შესწავლილი, რამდენად არის მსჯავრდებული შესაწყნარებელი

ბარნოვის ქუჩაზე ორი დღის წინ მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა.
წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ვეფხია ბაქრაძემ მის 25 წლის გერს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე წარსულშიც იყო დაკავებული, მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.



უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ვეფხია ბაქრაძე სასამართლომ ოჯახში ძალადობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო. ის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა.



უნდა იწყალებდეს თუ არა პრეზიდენტი მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებულ მსჯავრდებულებს?



„პირველი“ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას გაესაუბრა. მისი თქმით, შეწყალება უკეთილშობილესი აქტია, თუმცა ეს ფსიქოლოგთა ჯგუფისა და შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ უნდა მოხდეს.



„შეწყალება- ეს არის უკეთილშობილესი აქტი, მაგრამ რამდენად არის შესაწყნარებელი, ეს უნდა იყოს კარგად შესწავლილი. თუ რისკი არსებობს, მაშინ, ცხადია, თავის შეკავება აჯობებს. ამისათვის ფსიქოლოგები, ფსიქიატრებიც, ზოგადად სპეციალისტები შეიძლება იყვნენ ჩართულები პროცესში. რაღაც კომისია უნდა არსებობდეს, რომლის დასკვნის შემდეგაც შეიძლება მსჯავრდებულის ფსიქოტიპის გარკვეული დადგენა. ეს არ არის სრული გარანტია, მაგრამ ასეთ რისკებს შეამცირებდა“,-აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.



ცოტა ხნის წინ, ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საკითხზე ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა.



მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული კითხვები ლეგიტიმურია. ამავე დროს, პრეზიდენტმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნებოდა შეწყალების კომისიის დადებითი გადაწყვეტილება:



„ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ საზოგადოებას. 2014 წლის აგვისტოში მან ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი.მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და აგრეთვე სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრტეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.მაშინ კომისიამ მე მომართა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აქვე დასძინა,რომ შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.


კობახიძის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საკადრო საკითხებზე გავლენას არ მოახდენს

პარლამენტის თავმჯდომარის ირკალი კობახიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება "ქართულ ოცნებას" კიდევ უფრო გააძლიერებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს.

ADB - მზად ვართ გავზარდოთ ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ   რეგიონული განვითარებისთვის გამოყოფილ 700 მლნ. დოლარის ოდენობის პროექტზე იმსჯელეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერი: ივანიშვილს ყველაზე მეტად შეუძლია გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად შეუძლია გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით უნიკალური პორტალი- ბიზნეს ჰაბი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერისა და  განვითარების ხელშეწყობის მიზნით უნიკალური ქართულენოვანი პორტალი ბიზნეს ჰაბი შექმნა.  

ბუქარესტში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძრვანელის, ისკო დასენის და ჯგუფის წევრების მონაწილეობით, ბუქატესტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები გრძელდება.

საფრანგეთში ტერორისტული ორგანიზაციების დამფინანსებელი 416 დონორი გამოავლინეს

საფნაგეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში  ტერორისტული ორგანიზაციების დამფინანსებელი 400 დონორი გამოვლინდა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მე-11 შეხვედრა გაიმართა. 

ლევან დავითაშვილი ევროკომისარს, ვიტენის ანდრიუკაიტისს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარს, ვიტენის ანდრიუკაიტისს შეხვდა.

დავით სერგეენკომ სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები დააჯილდოვა

გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების  პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა.

ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან მწყემსი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან მწყემსი სერგო დარბაიძე გაიტაცეს.

 

ე.წ. აფხაზეთის უნივერსიტეტში ჩინეთის ასოციაციის ცენტრი გაიხსნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოკუპირებული აფხაზეთის ჩინელების ასოციაცია აფხაზეთ-ჩინურ კულტურულ ცენტრს გახსნის. 

პროკურატურა სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლებისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს.

საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა

ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

არჩილ თალაკვაძე - დღევანდელი შეხვედრის მიზანია პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა

„ქართულ ოცნებაში“ დღეს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის, რომელიც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული“.

თაღლითობა მომღერალ კრის რის სახელის გამოყენებით- დაკავებულია კომპანიის ხელმძღვანელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

პოლიციელზე თავდასხმისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

​საუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე,  თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნა გადაწყდა.

სერჟ სარგსიანი მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, მამრთველი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

შსს-ში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სახელმწიფო უწყებების, ომბუდსმენის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.