მიხეილ ჯანელიძე: ნატოს დღეების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების დაწყებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა. მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ნატოს დღეების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატოს დღეების მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში წარმატებული ნაბიჯების და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.


მინისტრის განცხადებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნა ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე, რომელიც ორიენტირებულია მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე ქვეყნის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაზე, ხოლო ქვეყნის გარეთ კომუნიკაციის გაძლიერებაზე ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებთან.


„ჩვენი მოქალაქეები ნატო-საქართველოს აქტიური და დინამიური ურთიერთობების შესახებ კარგად არიან ინფორმირებული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას აქტიურად უჭერს მხარს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ, როგორც ასპირანტმა სახელმწიფომ, აქტიური და დინამიური ინტეგრაციული პროცესი გაიარა, რაც გამოიხატა მრავალ ყოვლისმომცველ რეფორმაში.   გატარებული ინსტიტუციური რეფორმების წყალობით, საქართველო უპრეცედენტოდ დაუახლოვდა დასავლურ ევროატლანტიკურ სტანდარტებს.  თავად ალიანსის წევრებიც ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.


მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა  ნატოს წლევანდელი სამიტის მნიშვნელოვანის და აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანას წამოადგენს  საქართველო სამიტის ყველა სათანადო ფორმატში შესაბამის დონეზე იქნას წარმოდგენილი და განსაკუთრებულად გაესვას ხაზი საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის როლს.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2018 წელი ჩართულობისა და დიალოგის წლად გამოცხადდა. ნატოს დღეები არის ის შესანიშნავი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებთან აქტიური დიალოგის შესაძლებლობა გვეძლევა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სხვადასხვა უწყებას აქვს დაგეგმილი მრავალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით, მრავალი ღონისძიება.  გაიმართება ღონისძიებები როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ადგილობრივი თვითმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.“ - განაცხადა მინისტრმა.


ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მაგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა.


აღსანიშნავია, რომ წელს ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.


წელს, ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.


დანიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, აღსანიშნავადსაზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

 

თბილისში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

ხვალ, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით სტეფანწმინდაში გაიმართება

ბოლო სამზადისი მიმდინარეობს "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 26 მაისს, 13:00 საათიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება იმართება.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ფოთში საპატიო მოქალაქესა და წარჩინებულ მოსწავლეებს გამოავლენენ

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრება.

რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები.

ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

"ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ", - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა.

თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ აშხაბადში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.