ვეფხია ბაქრაძის შვილის თქმით,მკვლელობის მომენტში მამამისი აფექტის მდგომარეობაში იყო

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, მამამისმა პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს, თუმცა ფიქრობს, რომ მკვლელობის დროს ის აფექტის მდგომარეობაში იყო.


"მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ ვეფხია მამაჩემია, ვამბობ რომ ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, რადგან მას თაკო არ უნდა მოეკლა მიუხედავად იმისა, რომ თაკო მამაჩემის და ჩემი დედინაცვლის ურთიერთობაში ყოველთვის ცუდად ერეოდა. მე არ ვამართლებ მამაჩემის ქმედებას, მაგრამ ვამბობ, რომ ის იმ მომენტში აფექტის მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, ვეფხია არ აცნობიერებდა რას აკეთებდა. დღეს მიკვირს გარდაცვლილის დედის განცხადება, რომ თითქოს როცა მამაჩემი დაკავებული იყო მას ციხიდან აიძულებდა შეწყალებაზე განცხადება დაეწერა. საპყრობილეში მუდმივად მიდიოდა მის მოსანახულებლად, ნეტავ ამასაც მამაჩემი აიძულებდა!?",- განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.


როგორც 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე კი მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.


 


ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA - ს ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ RIA - ს ჩატარება აუცილებელია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

18 სექტემბრიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, თბილისის მერიასა და საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

პოლიციამ „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს.

კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა.

რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია

17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოიხატება ქალაქის 10 კედელი.

შოთა ხაბარელი : ქართველი სპორტსმენების წარმატება, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა

ქართველი ძიუდოსიტები ბრწყინვალე გამარჯვებით დაბრუნდნენ იაპონიიდან. ძიუოდისტებს პარლამენტარი შოთა ხაბარელი დახვდა, მისი თქმით - "ქართულ ძიუდოს მომავალი წინა აქვს."

ხობში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ. დააკავეს.

ზაზა გაბუნია : თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში

ზაზა გაბუნიამ პარლამენტის ბიუროს დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც 6-თვიანი მუშაობის შედეგია.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა

,,პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე",-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა მამუკა მდიონარაძემ ოპოზიციას განუცხადა. 

ავღანეთის პროვინციაში აფეთქება მოხდა

ავღანეთის ერთ-ერთ პროვინცია პარვანში, პრეზიდენტ აშფა ღანის შტაბის მახლობლად აფეთქება მოხდა.

ცქიტიშვილი "ევროპულ საქართველოს" : ტოქსიკური პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ

"თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ, ცდილობთ, ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით",-ასე მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

მარიამ ჯაში: 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების რეფორმისთვის

საქართველოს განათლების, კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყებასთან და განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება აკი ბაშოზე მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. სუპერტურნირის მე-10 დღეს მისი მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელსაც ლევანი აქამდე ცხრაჯერ შეხვედროდა, საიდანაც მხოლოდ ორი შეხვედრა დათმო.

ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

მეიჯერელ საქართველომ პატარებისთვის ახალი სასწავლო წლის ღონისძიება გამართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

თბილისში "კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ მეორე რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის შავი ზღვის რეგიონის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

ნატა მენაბდე, შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს

საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს.