მიხეილ ჯანელიძემ სასულიერო პირებისთვის გამართული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საგარო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა და რელიგიური ლიდერების მხრიდან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ  ამგვარი ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციასა და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას.


 


საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ჩართულობით ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.  კერძოდ, ისაუბრა ბრიუსელში საპატრიარქო დელეგაციისა და აშშ-ში ინტერ-რელიგიური დელეგაციის ვიზიტებზე, რომელთაც დიდი ინტერესი გამოიწვიეს როგორც საქართველოსთვის, ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.


 


“კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრეთ იმ ერთობლივ პროექტებზე რომლებიც უკვე განხორციელდა, მათ შორის აღვნიშნეთ ვიზიტები ბრიუსელში, ვაშინგტონში. ასევე განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას,  მეტ ინფორმირებულობას, როგორც ინტერ-რელიგიურ ფორმატში მეტ დისკუსიას, ასევე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას, რადგანაც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ეს არის გაცნობიერებული და ინფორმირებული არჩევანი. ჩვენი მიზანია, რომ  საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფომრაცია, თუ რა მიზნებს ემსახურება საქათველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი  ”.- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


 


ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარსდგნენ ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და  განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის  აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.


 


კონფერენცია კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა.


 


კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობებისა და პროგრამების შესახებ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელების ინფორმირება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.   აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა დასკვნით ეტაპს პროექტისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ლიდერებს შესაძლებლობა მიეცათ ემოგზაურათ აშშ-ში და  შეხვედროდნენ პოლიტიკური, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ინტერ-რელიგიურ კონფერენციაში "დემოკრატია და რელიგია".


 


აღნიშნული პროექტი განხორციელდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს საელჩო აშშ-ში, NED, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და USAID.


ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

"მცირე სასტუმროების დასახმარებელი პროგრამა, ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე სასტუმროების დასახმარებლად გამოვაცხადეთ თანადაფინასების პროგრამა, რაც ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

თბილისის მერი მინსკში ფესტივალ - "თბილისობა 2019-ს" გახსნის 

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის "თბილისობა 2019" გახსნის ცერემონიაში.

პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. 

ფორსაჟის გადაღების გამო 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რესპუბლიკის მოედნიდან "თავისუფლების მოედნამდე" მოძრაობა შეიზღუდება

27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ზემო ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.