სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილ ინიციატივას საგნგაშოს უწოდებს

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის" დასჯადობის შესახებ ინიციატივის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.


განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც  საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან.


დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 1551 მუხლი, რომლის თანახმადაც დასჯადი ხდება  „რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას“, ამასთან დასჯადი გახდება „რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.“ აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახეებად განსაზღვრულია ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა.


კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირაა მითითებული, რომ მისი მიღება განპირობებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ ბოლო დროს გახშირებული ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფით.


აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვის პირველი შემთხვევა. მსგავსი ინიციატივები პარლამენტში 2013 და 2016 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ინიციატივამ (რომელიც წინა შემთხვევებში მსგავს ქმედებებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებდა) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება პლატფორმამ არაერთხელ დააფიქსირა. ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც.


რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო:


1.      ამგვარი ინიციატივა ცალსახად მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლითაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმგვარი გამოხატვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოების გარკევული ნაწილისთვის იყოს შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (რომელიც თავის მხრივ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს ეყრდნობა) “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“[1]


2.      ინიციატივა არ შეესაბამება არც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა სასამართლს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“[2] რელიგიური იდეების კრიტიკის შესაძლებლობაზე და ამგვარის კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაზე საუბრობენ ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებიც.[3]


3.      ნებისმიერი რეგულაციისა თუ პასუხისმგებლობის ზომის მთავარი ადრესატები პირველ რიგში საზოგადოების ის ჯგუფები უნდა იყვნენ, რომლებიც განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან. ნებისმიერ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მსგავსი  ქმედებისათვის, იგი მიმართულია არა დომინანტი ჯგუფების გასაძლიერებლად (რომლებსაც ისედაც აქვთ საკმარისი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად), არამედ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ამის საპირისპიროდ, შემოთავაზებული ინიციატივით დასჯადობის შემოღების მთავარ მიზანს საზოგადოებაში დომინანტური რელიგიური გაერთიანების- მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული კრიტიკის ჩახშობა წარმოადგენს.


4.      განმარტებით ბარათში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე დაიცვას რელიგიური გრძნობები. გასათვალისიწინებელია, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც რაიმე საერთაშორისო კონვენცია არ იცნობს ამგვარ უფლებასა თუ შესაბამის ვალდებულებას. რელიგიური გრძნობებისგან დაცვა არ მოიაზრება არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის ნაწილად, რომელიც რელიგიის თავისუფლებას იცავს. ამდენად, სახელმწიფოს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება დააწესოს მსგავსი რეგულაცია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ცნება საკმაოდ ბუნდოვანი და სუბიექტურია.


საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარკვეულმა ჯგუფებმა ძალადობრივად გამოხატეს უკმაყოფილება მხატვრების, მწერლების, ჟურნალისტების მიმართ[4] სწორედ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” საბაბით. მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პლურალიზმის, დისკუსიისა და კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას, მათ შორის მიმართული იქნება ხელოვნებისა და მედიის წინააღმდეგ.


სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკას უნდა გეგმავდეს და ზრუნავდეს მათ მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე (მათ შორის ამ მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრაზე), უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის ჩახშობის ხელშემწყობად გვევლინება.


ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და  არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით.


 


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)


მედიის განვითარების ფონდი (MDF)


თანასწორობის მოძრაობა


დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)


საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)


შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო


კონსტიტუტიიც 42-ე მუხლი


საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)


ტერეზა მეიმ პოსტი შეინარჩუნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტის შენარჩუნება შეძლო.

პოლიციამ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს სახლებიდან პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა

პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა.

სასტუმროებში აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ადამიანია გადაყვანილი

აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ადამიანი, რომლებმაც   გამგეობას მიმართეს, სასტუმროებშია გადაყვანილი.

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში, ბოლო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

"ქართული ოცნება": დარწმუნებული ვართ, გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ნაქერალას უღელტეხილზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გორში ერთ-ერთ ოჯახში გაზქურაში დაგროვილი აირი აალდა

გორში, ერთ-ერთ ოჯახში გაზქურაში დაგროვილი ბუნებრივი აირი აალდა.

იაშვილის საავადმყოფოში დაშავებულთაგან მხოლოდ 1 ბავშვი რჩება

იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამჟამად აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან მხოლოდ ერთი 4 წლის გოგონა რჩება.

საქართველოში გლოვის დღეა

დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპული 4 ადამიანის გარდაცვალების გამო, საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

ზუგდიდში წითელასთან დაკავშირებით მიმართვიანობამ იმატა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარე თევს მომართვიანობამ იმატა. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოს სულ 49 ადამიანმა მიმართა.

ბოლო ინფორმაცია აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს

"დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

შსს-ს განცხადება დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

კახა კალაძემ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგდეიის გამო მწუხარება გამოთქვა.

"უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს - ვუსამძიმრებ სარულიად საქართველოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტმა აფეთქების შედეგად გარდავლილების ოჯახს მიუსამძიმრა

დის დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა.

"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანეს

„ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაცია"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.