ქეთევან ციხელშვილმა ბრიუსელში მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

სახელმწიფო მინისტრმა კომიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა  გააცნო.


ციხელაშვილმა გამოსვლაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. იმ მძიმე ყოველდღიურობაზე, რაც მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აღნიშნა, რომ 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსახლეობა, ხელოვნური გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.


მისი თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხოვრების ყველა სფეროში, სრულ და ექსკლუზიურ კონტროლს ახორციელებს. ხელოვნური ბარიერები და ღობეები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რეგულარულად მონტაჟდება, რაც რეგიონების იზოლაციას აძლიერებს. დასძინა, რომ მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებზე, სალოცავებსა თუ ოჯახის წევრთა საფლავებზე მისვლის შესაძლებლობა.


აგრეთვე, შეეხო ოკუპირებულ ახალგორსა და გალში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებს. 


სახელმწიფო მინისტრმა  დეტალურად ისაუბრა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარული სიცოცხლის ხელყოფის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული პირებისადმი განხორციელებული ქმედებები არის პროვოკაცია მიმართული საქართველოს დეკლარირებული კურსის- მშვიდობის და შერიგების წინააღმდეგ.


ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და აღნიშნა, რომ იგი ორიენტირებულია კონფლიქტის გადასაჭრელად მშვიდობიანი, პრაგმატული და კონსტრუქციული გზების მონახვაზე.


“სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა  სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, შეიმუშავა სამშვიდობო ინიციატივების ახალი პაკეტი სახელწოდებით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ", რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობის ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და პრაგმატულ ინტერესებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას და ეხმიანება მათ სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ.


სამშვიდობო ინიციატივის პაკეტი არის საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, სხვა სამშვიდობო ინიციატივებთან და დაგეგმილ ნაბიჯებთან ერთად, ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, ნდობის და მშვიდობის მშენებლობას”,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით მეექვსედ გამართა. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად ევროპარლამენტარებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმინეს.


სხდომაზე პარტნიორებმა ასევე განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები. იმსჯელეს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე.


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.