გაზელის ფონდი საქართველოს წამყვან EPC-კონტრაქტორ კომპანიაში ,,პრაიმ ბეტონი" ინვესტიციას ახორციელებს

დასავლეთ საქართველოში საოპერაციო არეალის გაფართოების მიზნით, გაზელ ფაინენსი 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს კომპანიაში ,,პრაიმ ბეტონი".

2008 წელს დაარსებული ,,პრაიმ ბეტონი" საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო, საინჟინრო და შესყიდვების (EPC) კონტრაქტორ კომპანიას წარმოადგენს.


,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩვენი პირველი ინვესტიცია კაპიტალში  სწორედ ინოვატორულ ‘პრაიმ ბეტონში’ განვახორციელეთ", - განაცხადა გაზელ ფაინენსის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ლიბერტმა.


მისი თქმით, ,,პრაიმ ბეტონმა" დაამტკიცა, რომ  ქართულ კომპანიას შესწევს უნარი არა მარტო სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, არამედ გაიმარჯვოს კიდეც სტრატეგიულ-ინფრასტრუქტურულ სამშენებლლო პროექტებზე გამოცხადებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განზრახული აქვს 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ინსფრასტრუქტურულ პროექტებში.’


გაზელის ფონდის ინვესტიცია მოხმარდება ‘პრაიმ ბეტონის’ ტექნური და საოპერაციო შესაძლებლობების გაზრდას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიას განახორციელოს უფრო ფართომაშტაბიანი სამშენებლო პროექტები, დაასაქმოს ადგილობრივი მაღალ-კვალიფიციური  მუშახელი, განიცადოს ზრდა როგორც კომპანიამ და შექმნას ხარისხი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ სამეგრელოსა და იმერეთში. ეკონომიკური განვითარების კუთხით, ეს ორი რეგიონი საქართველოს მთავრობის პრიორეტიტულ ლოკაციებს წარმოადგენენ, რომლებიც შავი ზღვით აკავშირებს აზიას და ევროპასთან.


საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული და  სამშენებლო ბაზარი სულ უფრო და უფრო პერსპექტიული ხდება განსაკუთრებით კი დასავლეთ რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ხორციელდება პორტების მშენებლობის მიმართულებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფოთის პორტების მაგალითზე. არსებული ინვესტიცია ითვალისწინებს ცენტრალურ აზიასთან სარკინიგზო და საავტომოილო კავშირებისს გაძლიერებას. ‘პრაიმ ბეტონი’ კი ის კომპანიაა, რომელიც შეძლებს წამყვანი პოზიცია დაიკავოს ამ ინფრატრუქტურული  განვითარების წინსვლის პროცესში, რასაც ხელს უწყობს მისი წარმატებული EPC ჰიდროტექნიკური, გამდინარე წყლების გაწმენდის და საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები .


,,პრაიმ ბეტონს" აქვს ამბიციური მიზანი გახდეს საქართველოში წამყვანი EPC კონტრაქტორი კომპანია რომელიც ითვალისწინებს ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და სტანდარტს", - განაცხადა პრაიმ ბეტონის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ.  


მისივე თქმით ,,გრძელვადიანი დაფინანსება იშვიათ რესურსს წარმოადგენს  საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის და სწორედ ამიტომ, გაზელ ფაინენსთან თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ჩვენი ბიზნესის სწრაფი ტემპით ზრდას, რაც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს ფეხი ავუწყოთ ინფრასტრუქტურლ საინვესტიციო პროექტებში არსებულ საინჟინრო და სამშენებლო მომსახურების  მზარდ მოთხოვნას".


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველო უპირობო ლიდერად აქცია რეგიონში. გაზელ ფონდი თვალსაჩინო მაგალითია ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვერსტორებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა. მას ზურგს უმაგრებს რამდენიმე წამყვანი ევროპული და ამერიკული საფინანსო ინსტიტუტი, როგორიცაა FMO ( ჰოლანდიური  განვითარების ბანკი), DGGF (ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი), OPIC ( ამერიკის კერძო საზღვარგარეთ ინვესტიციების კირპორაცია) და საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი _ საპარტნიორო ფონდი.


გაზელ ფაინენსი


გაზელ ფაინანსი წარმოადგენს ინვესტიციების მმართველ კომპანიას,  რომელიც ფლობს კერძო წარმომადგენლობებს ევრაზიის რეგიონში და მიზნად ისახავს ორმაგი ამოცანის შესრულებას: (i) ფინანსური უკუგების მიღებას მის მიერ მართული ფონდებიდან და  (ii) სოციალური თუ სხვა კეთილდღეობის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებში, სადაც საინვესტიციო ფონდები ეწევიან თავიანთ საქმიანობას. გაზელ ფაინანსის მიერ გაზელ ფონდის დაფუძნება ემსახურებოდა ევრაზიის რეგიონში ზრდის პოტენციალისა და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას.   დღესდღეობით, გაზელ ფაინანსის ოფისები წარმოდგენილია საქართველოსა და სომხეთში. კომპანია გეგმავს საქმიანობის გაფართოებას რეგიონის სხვა ქვეყნებში (www.gazellefinance.com).


„გაზელ ფაინანსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ევრაზიის ფონდმა -  არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 


პრაიმ ბეტონი


2008 წელს დაარსებული კომპანია ‘პრაიმ ბეტონი’ (http://www.primeconcrete.ge/en/) წარმოადგენს კონტრაქტორ კომპანიას,  რომელიც ახორციელებს ჰიდროტექნიკურ და წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებტან ერთად  სხვადასხვა სამოქალაქო მშენებლობებსაც.


კომპანიამ  2012 წლიდან მოყოლებული დღემდე შექმნა 28 მილიონი აშშ დოლარის პორტფელი, საიდანაც 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უკვე წარმატებით დაასრულა, ხოლო დარჩენილი 3 მილიონი 2017 წელს წამოწყებულ მიმდინარე პოექტებშია განთავსებული. სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, რაც კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, ,,პრაიმ ბეტონი"ფლობს ბეტონის საწარმოო ქარხანას, სადაც ბეტონის და ასფალტის წარმოება ხორციელდება.


დავით ზალკალიანი: საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია დღეს ბათუმსა და ოზურგეთში განიხილეს

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ბატიაშვილი: ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისა რეფორმების  გაცნობას იწყებს.

ზვიად ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, არსებობს საშიშროება და დიდი ალბათობა რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Euromoney - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 15-16 იანვარს, ვენაში გამართულ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დაინტერესებულ მხარეებს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტები გააცნეს

სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი:  გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს

საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში.

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, სადაც შეხვედრები გამართა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების გენერალურ მდივნებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იკლო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამაც და მიმართვიანობამაც იკლო.

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

ლარის ახალი კურსი

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6634 ლარი შეადგინა.

გაგრაში მანქანა აფეთქდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სოფელ ლიძავაში, ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 53 წლის მამაკაცი დაშავდა.

ბატიაშვილი: „წარმოუდგენელია მოსწავლეების განვითარება ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე“

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც სამინისტრო ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან

სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ექსპერტ გურამ ნიკოლაშვილის აზრით, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი უკრაინის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება ბავშვების უსაფრთხოება, განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი წარმოუდგენელია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს  გააცნობს.