პრეზიდენტი: 26 მაისი საერთო სიამაყის ზეიმად უნდა ვაქციოთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ -პირველი რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა სტუდენტებსა და პროფესორებს ჩაერთონ ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის, 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში.


"დიდი სურვილი მაქვს, რომ საზოგადოება ამ სიამაყის ზეიმის ირგვლივ გავერთიანდეთ. 26 მაისს თბილისს ეწვევა 6 ქვეყნის და ევროკომისიის პრეზიდენტი. ასეთი დიდი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოს ჯერ არ ქონია და ეს ნათლად აჩვენებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ერს აქვსჩვენი მეგობრებისგან.


მე მინდა, რომ ეს დღეები ვაქციოთ საერთო ზეიმის დღეებად და ყველა იყოს ამ პროცესში ჩართული. მინდა,რომ ეს იყოს ქართველი ხალხის სავიზიტო ბარათიევროპისთვის, რას ვაფასებთ, როგორ შეგვიძლია ამის აღნიშვნა და რამდენად გულღია ვართ ჩვენი სიხარულის გაზიარებაში ჩვენი მეგობრების მიმართ”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


პრეზიდენტმა მოუწოდა სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს მონაწილეობა მიიღონ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულ ესეებისკონკურსში, რომელიც სწორედ, პირველი რესპუბლიკის 100 წლის შეფასებას უკავშირდება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოსათვის ამმნიშვნელოვანი პერიოდის გააზრებაში.


პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი თაობებისათვის ძალიან საინტერესო იქნება იმის გაგება, რას ფიქრობდა მისი წინაპარი - როგორ ხედავდა განვლილ 100 წელსა და როგორ წარმოედგინა მას საკუთარი ქვეყნის მომავალი.


გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი რესპუბლიკის საქმიანობასა და მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესულ იდეებზე, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა და შეიქმნა საქართველოს პირველი კონსტიტუცია.


"100 წლის წინ კიდევ ერთხელ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. ურთულესი ისტორიის მანძილზე ქართულმა საზოგადოებამ პროგრესულიგადაწყვეტილება მიიღო და დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა, რომელმაც აჩვენა ერის კულტურული და პოლიტიკური ორიენტაცია და გარემოსთან სწრაფადადაპტირების უნარი. პირველი რესპუბლიკიდან დღევანდელ დღემდე პროცესი გამოვაცხადე დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სვლის პროცესად. დამოუკიდებლობა რაღაცისაგან გაქცევასა და თავის დაღწევას გულისხმობს, თავისუფლება კი, უფრო შემოქმედებითი პროცესია რაღაცის შექმნისადა კეთების პროცესი.


მჯერა რომ ერის მიზანი, და ის რამაც ამდენი საუკუნის განმავლობაში გადაგვარჩინა არის უნარის საკუთარის თავის იდენტიფიკაციის, და იმის, რომ მიხვდე ვინხარ და მომავალში რა ნაბიჯები უნდა გადადგა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გიორგი ქობულია: ჩვენი მიზანია ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე: ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ ვართ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის დავუჭერთ მხარს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩვნებში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

შალვა ხუციშვილი: ვმუშაობთ სასტუმრო „ველმონდის" ადმინისტრაციასთან, რომ პროცესი უმტკივნეულოდ განხორციელდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ „ველმონდში“ მყოფი ადამიანები  განთავსდნენ სხვა სასტუმროში.

არჩილ თალაკვაძის თქმით,დავით უსუფაშვილმა განცხადებით საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა

დავით უსუფაშვილმა თავისი განცხადებით, საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ლარი გამყარებას განაგრძობს

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5773 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.01 თეთრი შეადგინა.
 

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

თბილისში, 17 აგვისტოს რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება, რომლის მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცედურის დაჩქარებაა.

სოზარ სუბარი: დავით უსუფაშვილს უნდა ესმოდეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავჯდომარის როლი არის გადამწყვეტი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, პარლამენტი არის წამყვანი ორგანო, რომელიც არა მხოლოდ ახორცილეებს, არამედ აფორმირებს მთავრობას.

ზუგდიდის მერია სუს-ის მიერ დაწყებულ მოკვლევაზე: ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს 

ზუგდიდის მერიაში სუს-ის მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ არაფერი იციან და ააიპ-ის საქმიანობაში უკანონო არაფერი ხდება.

2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩოში ფოტოგამოფენა გაიმართა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

"ველმონდის" დირექტორი საგანგებო სიტუაციების სამსახურს თხოვნით მიმართავს

სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თხოვნით მიმართავს.

ფიქრია ჩიხრაძე: როცა კანდიდატურა შეირჩევა, ვიმედოვნებთ, უმრავლესობა ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდება

„ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ ეტაპზევე ჩართულიყვნენ, მაგრამ შემდგომ ეტაპზე მაინც, როდესაც კანდიდატურა იქნება შერჩეული, იმედი გვაქვს, ისინი ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდებიან“

ირაკლი ლექვინაძე: უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება

უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო "ლეოგრანდი" აუცილებლად გაიხსნება. 

 

პუტინი, ერდოღანი და როუჰანი სექტემბრის დასაწყისში სამიტს გამართავენ

თეირანში რუსეთ-თურქეთ-ირანის სამიტი გაიმართება, რომელიც სირიაში შექმნილ ვითარებას დაეთმობა.

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს

ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს პრემიერი ვანო მერაბიშვილი მოინახულა.

სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ხვალ საქმიანობა უნდა შეაჩეროს

სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ლაშა დარსალია: ადრე თუ გვიან, ოკუპაცია დასრულდება, ადამიანებს შორის ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას დიალოგის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში პასუხობენ.

სუს-მა "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი"-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოკლე განცხადებაშია ნათქვამი:

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას 350-მდე მედიასაშუალება შეუერთდა

ამერიკულმა გამოცემამ Boston Globe-მა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მედიის დაცვის კამოპანია გამოაცხადა, რომელსაც უკვე 350-მდე მედიასაშუალება შეუერთდა.

ქეთევან ციხელაშვილი: დიალოგი აფხაზებთან  და ოსებთან აუცილებელია

„დიალოგი აფხაზებთან  და ოსებთან აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ“

თამარ კაიკაციშვილი „ლეოგრანდზე“- ვერ დავუშვებთ, ტურისტები ისვენებდნენ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი„ლეოგრანდი“) საქმიანობის შეჩერების საკიტხს გამოეხმაუ.