რუსეთის დუმაში "პატრიოტთა ალიანსის" წევრები დახურულ შეხვედრას გამართავენ

რუსეთის დუმაში, 17 მაისს, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის არაფორმალური ჯგუფი დახურულ შეხვედრას გამართავს.

რუსეთის მხრიდან მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები, საქართველოს მხრიდან კი დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საპარლამენტი ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ლომია, ფრაქციის წევრი ადა მარშანია და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნატო ჩხეიძე.


შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართება, დასრულების შემდეგ კი ლეონიდ კალაშნიკოვი და გიორგი ლომია მედიისთვის პრესკონფერენციას მოაწყობენ.


საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს აღნიშნულ შეხვედრაზე ინფორმაცია არ აქვს, გარდა იმის რაც მედიაში გავრცელდა.


"არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, მხოლოდ ვიცი ის, რაც მედიაში გავრცელდა. ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის ინიციატივა, მათ ადრეც ჰქონიათ ასეთი პარტიული ინიციატივები. ვის ხვდებიან, რაზე საუბრობენ, სამწუხაროდ, მე ამის შესახებ სხვა ინფორმაცია არ მაქვს"- განუცხადა "პირველს" ზურაბ აბაშიძემ.


შეხვედრას კერძო ვიზიტად აფასებს "პირველთან" საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ მას შედეგის მოტანა ქვეყნისთვის არ შეუძლია.


"ეს არის კერძო ვიზიტი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ამინდის შექმნის რეალობა არ გააჩნია.  "პატრიოტთა ალიანსი " არის ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, ისინი არიან უმცირესობაში, წარმოდგენილი 5 % -ით  და შესაბამისად ვერანაირ გავლენას მოახდენენ. ისინი რომ იყვნენ უფრო მეტი რაოდენობით წარმოდგენილნი პარლამენტში, მაშინ შესაძლოა, რამე პოლიტიკური დატვირთვა ჰქოდნეს ამ შეხვედრას, თუმცა ამ შემთხვევაში არანაირი დატვირთვა არ გააჩნია. კიდეევ ერთხელ ვიმეორებ,  ეს არის კერძო ვიზიტი, რომელსაც არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია",- განაცხადა  "პირველთან"  მაისაიამ. 


 


საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი 1993 წელს გახდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი გამოსვლის თაობაზე განაცხადა და 2009 წლის 18 აგვისტოს ოფიციალურად დატოვა.


დავით ზალკალიანი: საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია დღეს ბათუმსა და ოზურგეთში განიხილეს

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ბატიაშვილი: ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისა რეფორმების  გაცნობას იწყებს.

ზვიად ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, არსებობს საშიშროება და დიდი ალბათობა რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Euromoney - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 15-16 იანვარს, ვენაში გამართულ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დაინტერესებულ მხარეებს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტები გააცნეს

სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი:  გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს

საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში.

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, სადაც შეხვედრები გამართა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების გენერალურ მდივნებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იკლო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამაც და მიმართვიანობამაც იკლო.

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

ლარის ახალი კურსი

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6634 ლარი შეადგინა.

გაგრაში მანქანა აფეთქდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სოფელ ლიძავაში, ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 53 წლის მამაკაცი დაშავდა.

ბატიაშვილი: „წარმოუდგენელია მოსწავლეების განვითარება ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე“

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც სამინისტრო ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან

სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ექსპერტ გურამ ნიკოლაშვილის აზრით, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი უკრაინის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება ბავშვების უსაფრთხოება, განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი წარმოუდგენელია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს  გააცნობს.