პრეზიდენტი: რუსეთს კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება ოკუპირებული ტერიტორიები

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 


"რუსეთი ცდილობს ჩვენს მორალურად გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ბევრად რთული პერიოდები გაგვივლია, ბევრად ნაკლები მეგობრები გვყოლია, დღეს ჩვენ მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ევროპა და ამერიკა. გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი საზოგადოება და აბა ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ამ გამარჯვებების ისტორია გვაქვს.


ჩვენ ხომ რეალურად ერთმანეთს ვეჯიბრებით არა ბირთვული რაკეტების რაოდენობაში, ხომ, არამედ მორალში - ვინ გატყდება პირველი და ვის პირველს შეეშინდება. ამაზე მიდის დარტყმა.


რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ რუსებთან ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს - სწორია! ჩვენ ვამბობთ, ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს - მოდით, თქვენ თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან და ჩვენ მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ.
არა იქედან გამომდინარე, რომ შენ ძლიერი ხარ ჩემზე, არამედ უბრალოდ, ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბროთ.


მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ მე, აი, აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი - ჩვენ დავლაგდებით.


ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ რომ ესე მელაპარაკება მე მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი. ის მეუბნება, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ინტერესები არის ეს და რანაირად შეგვიძლია ჩვენ ქართველი ხალხის და პოლონეთის ხალხის ინტერესები დავამთხვიოთ. ასე მელაპარაკება, გერმანიის კანცლერი, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.


დღეს რუსეთთან მიმართებაში ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს-„ძერჟავას“ ინტერესებიდან გამომდინარე. ეს „ ძერჟავას“ ინტერესები არ ითარგმნება ოჯახის ინტერესებამდე, არ მიდის „ ძერჟავას „ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე, ან უკეთეს ჯანდაცვამდე - ეს ხომ ფაქტია. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს - მოდით, ვნახოთ რა შეიძლება რუსეთს ინტერესი ჰქონდეს, რანაირად შეიძლება ეს ინტერესი აისახოს უკეთესად რუსეთის მოქალაქეებზე. და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. და სულ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ, ეს ოკუპაცია ხომ საერთოდ ისტორიული აბსურდია. ანუ, რაში სჭირდებოდა რუსეთის სახელმწიფოს ოკუპაცია. რატომ იწყებს ერთი სახელმწიფო, მეორე სახელმწიფოსთან ომს?- რაღაცა რესურსების გამო. რა იპოვნეს ცხინვალში? ნავთობის საბადო და ბრილიანტის შახტა? თუ ტერიტორიები აკლიათ და მოსახლეობას ვეღარ ატევენ რუსეთის ტერიტორიაზე? და როგორც ტრადიციულად ხდებოდა ხოლმე, გამრავლებული, გაზრდილი დემოგრაფია მიდიოდა და იპყრობდა სხვა ქვეყნებს, რა უნდოდათ?


არავითარ ინტერესში ეს არ გადაითარგმნა. ასე რომ, იმ მომენტამდე, სანამ არ შეგვეძლება საუბარი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, მანამდე, ჩვენ უნდა ვიყოთ უბრალოდ მდგრადი და უნდა გვჯეროდეს, რომ მოგვიგია ასეთი ომები და ბევრად უფრო რთულ ვითარებაში და ბევრად უფრო ძლიერ მტრებთან და მოვიგებთ ახლაც.


არამგონია, რომ ქართული საზოგადოება ორად არის გაყოფილი რუსეთთან მიმართებაში. რასაც მე ვხედავ, დავუშვათ გამოკითხვებს, უკვე ბევრი წლის განმავლობაში დომინანტურია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დასტაბილურებას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.


შესაბამისად, ქართული საზოგადოება მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მეც მზად ვარ ბუნებრივია, მაგრამ საუბარია კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს კონკრეტული ქმედებები ვერ განხორციელდება თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება მთავარ თემაზე, რომ რუსეთმა რატომღაც 2008 წელს გადაწყვიტა, რომ აქვს საკმარისი საბაბი ტანკებით და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა და მერე კიდევ 6 წელიწადში გაუჩნდა საკმარისი საბაბი, რომ შეცვალოს უკრაინის რუკა.


საქმე ის არის, რომ სახელმწიფო საზღვრების შეცვლა სამხედრო მექანიზმებით ეს არის აბსოლუტურად წინა საუკუნის შუა წლების ტენდენცია. ორი მსოფლიო ომი ამის გამო მოხდა კაცობრიობის ისტორიაში.


როგორ იყო მანამდე? იყო სახელმწიფო, რაღაც მომენტში უცბად გაძლიერდებოდა ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და ეგრევე შევარდებოდა გვერდით სახელმწიფოში, მერე კიდევ გვერდითა სახელმწიფოში შევარდებოდნენ და ასე, არ ამთავრებდნენ, არ ეზარებოდათ, კლავდნენ ერთმანეთს და ბოლოს მსოფლიო ომები მოახერხეს ორი.


ეს გადატანილია უკვე, კაცობრიობამ ამაზე უარი თქვა და იმიტომ, რომ შენ გგონია, რომ შენ გაქვს საკმარისი საბაბი, რომ შენ შეხვიდე საქართველოში და შეცვალო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომლის დამოუკიდებლობაც სხვათაშორის, შენ თვითონვე აღიარე 20 წლის წინ და მერე თქვი, რომ არ მოგწონს ეს საზღვრები და უნდა შეცვალო. ამის აბსოლუტური მიუღებლობა უნდა იყოს ჩვენში და მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრიც მზად არის, რომ სხვა თემებზე ესაუბროს რუსებს ოღონდ ამ ისტორიული აბსურდის და უსამართლობის მიღმა.


აქ წითელი ხაზი გადის. აქ გადიოდა წითელი ხაზი, როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით შაჰ აბასს, აღა-მაჰმად-ხანს, ბათო-ყაენს, ჩინგიზ-ხანს. ყველას ერთი და იგივეს ვეუბნებოდით და იმათ არ ესმოდათ, ბოლოს გავაგებინეთ იმათ, ახლა გავაგებინებთ რუსეთს, რომ აქ არის წითელი ხაზი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ერთდროულად მოაწერეს ხელი.

ალექსი ალექსიშვილი: საქართველოს დაწინაურება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში პოზიტიური სიგნალია

საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) დირექტორი ალექსი ალექსიშვილი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს დაწინაურებას ეხმაურება.

აფხაზეთში ტყვეობიდან რუსი ბიზნესმენი კადიროვმა გაათავისუფლა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ივნისს გატაცებული რუსი ბიზნესმენი მაქსიმ იაკოვლევი ტყვეობიდან რუსეთის მიერ ხელდასმული ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

სოფიო ქაცარავა: ქალი კანდიდატის გამარჯვება ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტის წინადადება განიხილოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია  პრეზიდენტის წინადადებასხმაურება.

მესტიაში ჯომარდობისას ტურისტი დაიღუპა

მესტიაში, ჯომარდობისას უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის ქალია.

გიორგი კახიანი: არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება.

აშშ-ში საქართველოს ელჩის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ქვეყანა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით ყოველწლიურად წინ მიიწევს.

გამოძიებამ ქერჩის აფეთქებაზე საქმის კვალიფიკაცია შეცვალა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის ტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების საქმე გადააკვალიფიცირა.

კახა ქემოკლიძე: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მკვლელობების და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხის მიმართულებით, სამინისტროს დადებითი მაჩვენებლები აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის  დირექტორმა კახა ქემოკლიძემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშში სამინისტროს მიმართულებით არსებული პოზიტიური  მაჩვენებლები შეაფასა:

თბილისის 8 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ეკა ბესელია: ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს

„უკანონო ჩანაწერის მოპოვება, შენახვა, გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული, დასჯადი და ამ წესს ნუ გადავაბიჯებთ”

ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა

ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

ლარის კურსი

17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6838 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6855 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა.
 

ეკა ბესელია: პარლამენტის წევრს არასამუშაო დღეებში პატიმართან ვიზიტი არ ეკრძალება

პარლამენტის წევრს არასამუშაო დღეებში პატიმართან ვიზიტი არ ეკრძალება, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან არასამუშაო დღეს.

ბათუმში ვეტერანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში 15 ოქტომბერს შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა.

ხათუნა თოთლაძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან.

გია ვოლსკი: აშკარად იკვეთება "იბერიას" ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ განვითარებულ პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, დაინტერესდეს დეტალებით, რატომ უნდა შესვლა ვიქტორ ჯაფარიძეს სუბელიანთან ან ბოკერიას - მერაბიშვილთან

"პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, დაინტერესდეს დეტალებით, რატომ უნდა შესვლა ვიქტორ ჯაფარიძეს მირზა სუბელიანთან ან გიგა ბოკერიას - ვანო მერაბიშვილთან".

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – „იბერიამ“ მაუწყებლობა უნდა განაახლოს, კრიტიკული მედიის არსებობა ყველასთვის მნიშვნელოვანია

„ახალგაზრდა ადვოკატები” ტელეკომპანია „იბერიის“ მხრიდან მაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.