დიმიტრი ქუმსიშვილი: საკრედიტო - საგარანტიო რეფორმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ქალების ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა იქნება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს მეწარმე ქალებს შეხვდა.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ქალებმა. აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ განახლებულ ფორმატში პირველი შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა.


შეხვედრას 60-ზე მეტი მეწარმე ქალი დაესწრო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში, მისი გავლენის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვ. გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია იმ მხრივ, თუ რა კეთდება საქართველოს ეკონომიკაში, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება, ქალებისთვის ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფედერაციის წევრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, ააგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები და მისი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის ცალკეული სექტორების, მათ შორის, ტურიზმის განვითარებაზე, ასევე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე. „რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ქალბატონების მხრიდან. მათ შორის - ერთ-ერთია ფინანსებზე წვდომა იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამ მიმართულებით ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ - საკრედიტო-საგარანტიო ფონდის რეფორმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ის შეიძლება იყოს მხარდამჭერი, რადგან სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ბანკებში შეიქმნას სპეციალური პორტფელები ქალბატონებისთვის გასაცემი სესხებისთვის, ისევე როგორც ახალგაზრდებისთვის, რომელიც შემდგომში იქნება თანაუზრუნველყოფილი თუ დაზღვეული სწორედ ამ ფონდის მიერ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ფედერაციის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.


შეხვედრა წარმატებულად შეაფასეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებმაც.


„ეს იყო ძალიან წარმატებული საკომუნიკაციო პლატფორმა“, - ასე შეაფასეს მათ შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ზოგადად სამინისტროსთან მომავალში სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.


17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გიორგი ქობულია: ჩვენი მიზანია ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე: ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ ვართ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის დავუჭერთ მხარს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩვნებში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

შალვა ხუციშვილი: ვმუშაობთ სასტუმრო „ველმონდის" ადმინისტრაციასთან, რომ პროცესი უმტკივნეულოდ განხორციელდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ „ველმონდში“ მყოფი ადამიანები  განთავსდნენ სხვა სასტუმროში.

არჩილ თალაკვაძის თქმით,დავით უსუფაშვილმა განცხადებით საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა

დავით უსუფაშვილმა თავისი განცხადებით, საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ლარი გამყარებას განაგრძობს

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5773 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.01 თეთრი შეადგინა.
 

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

თბილისში, 17 აგვისტოს რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება, რომლის მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცედურის დაჩქარებაა.

სოზარ სუბარი: დავით უსუფაშვილს უნდა ესმოდეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავჯდომარის როლი არის გადამწყვეტი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, პარლამენტი არის წამყვანი ორგანო, რომელიც არა მხოლოდ ახორცილეებს, არამედ აფორმირებს მთავრობას.

ზუგდიდის მერია სუს-ის მიერ დაწყებულ მოკვლევაზე: ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს 

ზუგდიდის მერიაში სუს-ის მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ არაფერი იციან და ააიპ-ის საქმიანობაში უკანონო არაფერი ხდება.

2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩოში ფოტოგამოფენა გაიმართა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

"ველმონდის" დირექტორი საგანგებო სიტუაციების სამსახურს თხოვნით მიმართავს

სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თხოვნით მიმართავს.

ფიქრია ჩიხრაძე: როცა კანდიდატურა შეირჩევა, ვიმედოვნებთ, უმრავლესობა ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდება

„ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ ეტაპზევე ჩართულიყვნენ, მაგრამ შემდგომ ეტაპზე მაინც, როდესაც კანდიდატურა იქნება შერჩეული, იმედი გვაქვს, ისინი ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდებიან“

ირაკლი ლექვინაძე: უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება

უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო "ლეოგრანდი" აუცილებლად გაიხსნება. 

 

პუტინი, ერდოღანი და როუჰანი სექტემბრის დასაწყისში სამიტს გამართავენ

თეირანში რუსეთ-თურქეთ-ირანის სამიტი გაიმართება, რომელიც სირიაში შექმნილ ვითარებას დაეთმობა.

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს

ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს პრემიერი ვანო მერაბიშვილი მოინახულა.

სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ხვალ საქმიანობა უნდა შეაჩეროს

სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ლაშა დარსალია: ადრე თუ გვიან, ოკუპაცია დასრულდება, ადამიანებს შორის ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას დიალოგის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში პასუხობენ.

სუს-მა "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი"-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოკლე განცხადებაშია ნათქვამი:

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას 350-მდე მედიასაშუალება შეუერთდა

ამერიკულმა გამოცემამ Boston Globe-მა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მედიის დაცვის კამოპანია გამოაცხადა, რომელსაც უკვე 350-მდე მედიასაშუალება შეუერთდა.

ქეთევან ციხელაშვილი: დიალოგი აფხაზებთან  და ოსებთან აუცილებელია

„დიალოგი აფხაზებთან  და ოსებთან აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ“

თამარ კაიკაციშვილი „ლეოგრანდზე“- ვერ დავუშვებთ, ტურისტები ისვენებდნენ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი„ლეოგრანდი“) საქმიანობის შეჩერების საკიტხს გამოეხმაუ.