დიმიტრი ქუმსიშვილი: მცირე და საშუალო საწარმოების მულტინაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო საწარმოების მულტინაციონალურ კომპანიებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და იმპორტის ჩანაცვლებისთვის.

 

„ბიზნესკავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - ეს არის პროექტი, რომელსაც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში,“ საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-თან ერთად, გაერთიანებული სამეფოს (UK Good Governance Fund) „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის დეტალები და გეგმები დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და  „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატში რიჩარდ დიუდნიმ განიხილეს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის მიზანია საქართველოში  ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მის უკეთესად ოპერირებასა და ეფექტურობის გაზრდას. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და  ე.წ „ფრენჩაიზინგის” კომპანიებს პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით სამასპინძლო ინდუსტრიის სფეროში (HoReCa).


„მცირე და საშუალო კომპანიების დაკავშირება მულტინაციონალურ კომპანიებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ „კარგი მმართველობის ფონდთან,“ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ მათი პროდუქცია, მათი სერვისები და მომსახურება შევიდეს მულტინაციონალურ კომპანიებში. ძალიან მარტივად რომ მოგახსენოთ, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მცირე და საშუალო საწარმოებმა, ერთი მხრივ, თავისი პროდუქტები გაყიდონ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ პროდუქციის სტანდარტების მიხედვით, მეორე მხრივ კი მულტინციონალურ კომპანიებს აღარ შემოაქვთ ეს პროდუქტები საზღვარგარეთიდან ანუ ხდება იმპორტის ჩანაცვლება,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საბოლოო ჯამში,  ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი მიაღწევს იმ სტანდარტებს, რომლებიც მულტინაციონალურ კომპანიებს ჭირდებათ, საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა, მაგალითად,  „დანკინ დონატსი“, „მაკდონალდსი“, სასტუმროების ქსელი „ჰილტონი“ და სხვა.


 შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, პროექტის ფარგლებში გაიზრდება მოთხოვნა ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურების შესყიდვაზე, რაც ხელს შეუწყობს  მცირე და საშუალო საწარმოების გაფართოებასა და სექტორში არსებული კომპანიების გაუმჯობესებას.


სამეტაპიანი პროექტის პირველ ეტაპზე, კვლევის საფუძველზე, მოხდა ინდუსტრიების იდენტიფიცირება, ხოლო მეორე ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის  საპილოტე ფაზის უშუალო განხორციელება შერჩეულ კომპანიებთან ინტენსიური თანამშრომლობით. მეორე ეტაპის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილია შეხვედრა მულტინაციონალურ კორპორაციებთან, რათა მოხდეს მათი ჩართულობის გაზრდა პროექტში, ადგილობრივ მცირე და საშუალო სექტორთან შესახვედრად, ასევე  შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც მოიაზრებს ორი მხარის დაკავშირებას B2B შეხვედრების მეშვეობით.


საბოლოო, მესამე ეტაპზე, შემუშავდება პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავს ახალ და შერჩეულ სექტორებში საპილოტე პროექტზე დაყრდნობით, პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმას და რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას.


მიმდინარე ეტაპზე ტარდება ტრეინინგები 16 შერჩეული  კომპანიისგან შემდგარ ორ ჯგუფთან. ტრეინინგ-პროგრამები სხვადასხვა მოდულებში იმართება 5 კვირის განმავლობაში: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულოება, ხარისხი და ოპერაციები, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა.


დავით ზალკალიანი: საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია დღეს ბათუმსა და ოზურგეთში განიხილეს

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ბატიაშვილი: ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისა რეფორმების  გაცნობას იწყებს.

ზვიად ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, არსებობს საშიშროება და დიდი ალბათობა რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Euromoney - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 15-16 იანვარს, ვენაში გამართულ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დაინტერესებულ მხარეებს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტები გააცნეს

სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი:  გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს

საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში.

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, სადაც შეხვედრები გამართა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების გენერალურ მდივნებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იკლო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამაც და მიმართვიანობამაც იკლო.

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

ლარის ახალი კურსი

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6634 ლარი შეადგინა.

გაგრაში მანქანა აფეთქდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სოფელ ლიძავაში, ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 53 წლის მამაკაცი დაშავდა.

ბატიაშვილი: „წარმოუდგენელია მოსწავლეების განვითარება ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე“

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც სამინისტრო ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან

სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ექსპერტ გურამ ნიკოლაშვილის აზრით, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი უკრაინის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება ბავშვების უსაფრთხოება, განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი წარმოუდგენელია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს  გააცნობს.