17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღსანიშნი აქცია აღარ გაიმართება

ხვალ თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აქცია აღარ გაიმართება. 

"ჩვენ ლგბტ აქტივისტები ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვთმობთ, აღარ გავმართავთ ხვალ აქციას" - განაცხადეს ატივისტებმა, რომლებიც რამდენიმე საათია ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ. 


გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:


"მოგმართავთ ლგბტ თემის წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს და მათთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს საპატრიარქოს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა და საქართველოში უკანონოდ მოქმედ ფაშისტურ დაჯგუფებებს.


17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყოველწლიურად ვუერთდებით ლგბტ აქტივისტები, ჩვენი თანამოაზრეები, მეგობრები და საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც სიძულვილთან და აგრესიასთან - ამ საყოველთაო ბოროტებასთან ბრძოლის დღე.


შეგახსენებთ, 2013 წელს ჩვენ შემზარავი მოვლენების შემსწრე გავხდით, როდესაც ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილი რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მანიფესტანტი საქართველოს საპატრიარქოსა და საეჭვო პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა დაგვარბიეს. ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, არსებობდა ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, რომელზეც სამწუხაროდ არავის უფიქრია. აგრესიულ კონტრდემონსტრანტთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევდა. ეს დღე უმძიმეს ტრავმად დარჩა არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაში. მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს ჩვენ ზოგჯერ ვახერხებთ, ზოგჯერ ვერც, ხოლო ზოგჯერ ნაწილობრივ, რომ გამოვიყენოთ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება.


მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები.


თუმცა, ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოყვა. დაწყებული საპროტესტო აქციების ესკალაცია გახლდათ ის, რომ ქალაქის მთავარი გამზირი დავიკავეთ არამხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ სრულიად უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელისუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება აცილებული იქნა აქციის ორგანიზატორთა ღირსეული, პასუხისმგებლიანი საქციელით - დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით.


ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მტრის - რუსეთის სპეცსამსახურებთან.


გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა.


სწორედ ამიტომ: ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოზატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში.


2013 წლიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ხუთ წლიანი ვადა იმისთვის, რომ ეზრუნათ და ემუშავათ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიისა და უთანასწორო სოიალური გარემოს აღმოსაფხვრელად, თუკი მათ ეს ნამდვილად სურდათ. ამის ნაცვლად ჩვენ სახეზე გვაქვს ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ძალების უპრეცედენტო გაძლიერება. ხელისუფლების მიერ ერთი შეხედვით წინ გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯები, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეტწილად ქმედითუუნაროა და ატარებს ფასადურ ხასიათს. მეტიც, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თავისი განცხადებებით მუდმივად ხელს უწყობენ საზოგადოებაში ჰომოფობიის, ქსენოფობიისა და შუღლის გაღვივებას.


ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია და სხვა პოლიტიკური ძალები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქრობდნენ და მუშაობდნენ ჩვენი, საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების: უმუშევრობის, სიღარიბის, განათლების სისტემის უფუნქციობის, ჰაერის მომაკვდინებელი დაბინძურებისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სახეზე გვაქვს საზოგადოებაში მტრობის გაღვივების მუდმივი მცდელობა, რათა ყურადღების გადატანა მოხდეს რეალური პრობლემებიდან - არარსებულ მტრის ხატებზე. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების გაძლიერება სწორედ სახელმწიფოს გულგრილი და უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.


მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში არსებული ულტრამემარჯვენე, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ფორმირებაში, ასევე, დაინტერესდეს მათი პოლიტიკური მიზნებითა და დაფინანსების წყაროებით.


მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ საზოგადოების დაქსაქსვის მათთვის ნაცადი მეთოდები, რომელსაც ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად იყენებენ. დათმონ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები - ამ ეტაპზე საზოგადოებრივი სიმშვიდის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.


მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსა და ფაშისტურ დაჯგუფებებს, შეწყვიტონ საზოგადოებაში შუღლის გაღვივება და სამოქალაქო დაპირისპირების წარმოქმნის მცდელობა.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ლგბტ თემს, ჩვენს გულანთებულ მხარდამჭერებსა და მეგობრებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს დებსა და ძმებს, არ მივცეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს ჩვენით მანიპულირების, ერთმანეთთან გადაკიდებისა და რეალურ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, ერთმანეთთან მტრობაში დროის ხარჯვის უფლება. ჩვენ არავისთან გვაქვს გასაყოფი რამე, ჩვენ არ ვართ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მტრები, ჩვენ ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარებისა და მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების შენების მომხრე ადამიანები ვართ.


მადლობას ვუხდით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდე და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა ჩვენი უპირველესი ამოცანაა". - განაცხადეს "თანასწორობის მოძრაობის" წარმომადგენლებმა.


შეგახსენებთ, რომ ლგბტ აქტივისტები 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავდნენ.


აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღო.


თავის მხრისვ სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქეებისთვის საგანგებო რეჟიმით აამუშავა ცხელი ხაზი.


სიახლეები მსგავს თემაზე

საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

შსს 17 მაისს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს

2018 წლის 17 მაის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგი გამართა.

ომბუდსმენი 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი, 17 მაისს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას, შესაბამის უწყებებს ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

სამეწარმეო მარკეტი რუსთაველის გამზირზე

წელს, 26 მაისს, დამოუკიდებელ საქართველოს 100 წელი უსრულდება.

ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს ქალების ინტერესების დაცვისკენ მიმართული  კანონპროექტების მიღებას

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგჰენდის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

საზოგადოებრივი  კოლეჯი „ახალი ტალღა“  55 წლისაა

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“,  სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერიასა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის ახალ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიას აგრძელებს.

SOLO  და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე  წარმოგიდგენთ ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

თამარ ჩუგოშვილი:  აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება

ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეაფასა.

მკვლელობა ვაზისუბანში - შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონში, სოფელ შროშაში დააკავეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი.

ქავთარაძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი მთის ფერდობზე, სასაფლაოებთან გაჩნდა.

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილი აუქციონზე იყიდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთს გარკვეულ ნაწილს აუქციონზე ყიდის.

უკრაინამ "როსია სეგოდნია“ და "რია ნოვოსტი უკრაინა“ სანქციათა სიაში შეიყვანა

უკრაინამ რუსული მედიასაშუალებები "Россия сегодня" და "РИА Новости Украина" სანქციათა სიაში შეიყვანა.

 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.

იერუსალიმს შესაძლოა, „ევროვიზია-2019“-ის ჩატარების უფლება ჩამოართვან

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა, კონკურსის მოყვარულებს მოუწოდა იერუსალიმში ბილეთების შეძენა არ იჩქარონ.

მსოფლიოს ცნობილ ჰაკერთა სათავეში ქართველი დეპუტატის შვილი!

ჰაკერულ თავდასხმაში რომელიც თავისი მასშტაბით ეფბიაის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება მთავარი გმირი ქართველია. 400 000 მილიონიან კიბერ ძარცვაში ფაქტები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა.

ისტორიული გამარჯვება - ტოჩინოშინმა სუმოს ცოცხალი ლეგენდა დაამარცხა

ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძე სუმოს ცოცხალ ლეგენდას, იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელ იოკოძუნა ჰაკუჰოას დაუპირისპირდა და დაამარცხა.

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მილოცვა მიიღო: