3 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან  

13 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

3 წლის წინ ამ დღეს სტიქიამ, რომელიც თბილისს დაატყდა, 23  ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.


სტიქიის დროს დაღუპული დები ზარანდიები



სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტი



13 ივნისის ღამეს დაკარგული სერგი კაპანაძე



სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.


მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად,  თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთიც დააფიქსირეს.





სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.


კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. სტიქიის ზონაში იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.




სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.


სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა.


ვერეს ხეობაში მდებარე სახლები წყლის ქვეშ მოექცა. ჩამოინგრა კაზინო „ევროპას“ კედელი. ასევე, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და იქ მცხოვრები ძაღლების უმეტესობა იმსხვერპლა. ასევე, დაიხრჩო თავშესაფარში მცხოვრები დათვებიც.



17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.


აღსანიშნავია, რომ მზიურისა და ზოოპარკის განადგურებულ ტერიტორიაზე ათასობით მოხალისე მთელი დღის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.




მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა.  1972 წელს ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა  საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.


თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.


 


მასალის მომზადებისას გამოყენებულია ვიკიპედიაში არსებული ინფორმაციაც.


თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლომ მთავარი მოწმე დაკითხა

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე მთავარი მოწმის დაკითხვა სასამართლოში ექვსი საათი გაგრძელდა.

სახლი, სადაც თბილისიდან გატაცებულ ახალგაზრდას მალავდნენ - შსს კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ქეთევან ციხელაშვილი - IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის

IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ

მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია (GOPAC) მზად არის საქართველოს წარმატებული მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარესთან აკააშ მაჰარაჯისთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ხვალ, 19 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსთნ (EUGBC) და ორგანიზაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვახერხოთ, გავაძლიეროთ ქართული ენა ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენგან მოწყვეტილია

კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

ციხეში მირზა სუბელიანის ცემის ფაქტს პენიტენციური სამსახური უარყოფს

გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ციხეში მირზა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს და განცხადებას ავრცელებს. 

შსს-მ ბიზნესმენის შვილის გატაცების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობა სკოლებში – „სკოლა-ბანკის“ მაგალითი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, მაგიდის დისკუსია გაიმართა.

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

წყალტუბოში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაღლაკში სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

პროკურორი: პროკურატურა მალხაზ კობაურს მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება

მთავარი პროკურატურა მალხაზ კობაურს  ამ ეტაპზე მხოლოდ  ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება, ლორა სმიტის ნაწილში კი ბრალი დაზუსტებული არ არის.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დ.ა-ს და გ.დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე.

მამუკა მდინარაძე: ,,აქციის გაუქმებით დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს"

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ოპონენტების მიერ დაანონსებული აქციის გაუქმებას.

პუტინის აგრესიული მესიჯები ვალდიას ფორუმიდან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს „აგრესორი დაესხა თავს, რუსეთები როგორც წამებულები სამოთხეში მოხვდებით, ისინი კი მონანიებასაც კი, ვერ მოასწრებენ“.

ქუთაისში ძაღლმა მოხუცი კაცი დაკბინა

შემთხვევა ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ ბულვარში მოხდა.

ზაალ ანჯაფარიძე: რა ვქნათ, ვერ ქაჩავს ამის იქით ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და პოლიტტექნოლოგებიც მას არგებენ თავიანთ პროდუქტს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ფეისბუკსტატუსს აქვეყნებს:

ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.

ექსკლუზიური შეთავაზება მთელი ოჯახისთვის ტელევიზიაზე, ინტერნეტზე და მობილურ მომსახურებაზე - „სილქ +“

„სილქ +" სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული პაკეტია, რომელიც მოიცავს მომხმარებელზე მორგებულ ყველა ტიპის კომბინაციას, როგორც თბილისის, ისე რეგიონის აბონენტებისთვის.

გიორგი ქობულია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.