სუს-მა საქმეებზე, რომელშიც, შესაძლოა, სამეგრელოს მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მიერ შეტანილი განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ სულ ხუთი განცხადებაა შესული, რომელთა ნაწილზე გამოძიება დაიწყო, ნაწილი კი ძველ საქმეებს დაურთეს, თუმცა მოხდა სამართლებრივი რეაგირება და მიმდინარეობს გამოძიება.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. 
ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გამოიკითხა.


მისი მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელოში ადგილობრივი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წითლიძე ამბობს, რომ საუბარია ოთხ საქმეზე: ყინულის სახლი, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი, თაუნ პარკი. 



მან პარტიის ადგილობრივ ოფისში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე კი ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობას ეხებოდა. 



თავის მხრივ, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ინფორმაციას არ ფლობენ. გუბერნიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამ დრომდე გამოკითხვასა და დაკითხვაზე არავის დაუბარებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, თითოეული მათგანი მზად არის ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.



„ნამდვილად არავის მოუმართავს დაკითხვის თაობაზე, თუმცა ნებისმიერი დასახელებული პირი, დაბარების შემთხვევაში, მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როცა განცხადება შეაქვთ უწყებაში, თავისთავად, იწყება გამოძიება. თავად წითლიძის განცხადებები კი, მათ შორის, ბრალდებები სხვადასხვა საქმესა და ასევე, დაკითხვასთან დაბარების შესახებ ინფორმაცია, არის ტყუილი და აბსურდული. შეგვიძლია იმ ობიექტებზე, რაზეც არის საუბარი, ერთად წავიდეთ და ვნახოთ. გუბერნატორი რეგიონში არის ძლიერი ფიგურა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამიტომ ებრძვის მას,”- თქვეს გუბერნატორის პრესსამსახურში.


გასულ კვირაში გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერს მურთაზ ზოდელავასა და ანა წითლიძეს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი“ ცნობების გავრცელებისთვის“ სასამართლოში უჩივლა.


თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლომ მთავარი მოწმე დაკითხა

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე მთავარი მოწმის დაკითხვა სასამართლოში ექვსი საათი გაგრძელდა.

სახლი, სადაც თბილისიდან გატაცებულ ახალგაზრდას მალავდნენ - შსს კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ქეთევან ციხელაშვილი - IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის

IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ

მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია (GOPAC) მზად არის საქართველოს წარმატებული მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარესთან აკააშ მაჰარაჯისთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ხვალ, 19 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსთნ (EUGBC) და ორგანიზაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვახერხოთ, გავაძლიეროთ ქართული ენა ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენგან მოწყვეტილია

კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

ციხეში მირზა სუბელიანის ცემის ფაქტს პენიტენციური სამსახური უარყოფს

გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ციხეში მირზა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს და განცხადებას ავრცელებს. 

შსს-მ ბიზნესმენის შვილის გატაცების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობა სკოლებში – „სკოლა-ბანკის“ მაგალითი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, მაგიდის დისკუსია გაიმართა.

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

წყალტუბოში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაღლაკში სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

პროკურორი: პროკურატურა მალხაზ კობაურს მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება

მთავარი პროკურატურა მალხაზ კობაურს  ამ ეტაპზე მხოლოდ  ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება, ლორა სმიტის ნაწილში კი ბრალი დაზუსტებული არ არის.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დ.ა-ს და გ.დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე.

მამუკა მდინარაძე: ,,აქციის გაუქმებით დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს"

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ოპონენტების მიერ დაანონსებული აქციის გაუქმებას.

პუტინის აგრესიული მესიჯები ვალდიას ფორუმიდან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს „აგრესორი დაესხა თავს, რუსეთები როგორც წამებულები სამოთხეში მოხვდებით, ისინი კი მონანიებასაც კი, ვერ მოასწრებენ“.

ქუთაისში ძაღლმა მოხუცი კაცი დაკბინა

შემთხვევა ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ ბულვარში მოხდა.

ზაალ ანჯაფარიძე: რა ვქნათ, ვერ ქაჩავს ამის იქით ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და პოლიტტექნოლოგებიც მას არგებენ თავიანთ პროდუქტს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ფეისბუკსტატუსს აქვეყნებს:

ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.

ექსკლუზიური შეთავაზება მთელი ოჯახისთვის ტელევიზიაზე, ინტერნეტზე და მობილურ მომსახურებაზე - „სილქ +“

„სილქ +" სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული პაკეტია, რომელიც მოიცავს მომხმარებელზე მორგებულ ყველა ტიპის კომბინაციას, როგორც თბილისის, ისე რეგიონის აბონენტებისთვის.

გიორგი ქობულია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.