სომალიმ, ლიბიამ ან ცეტრალურმა აფრიკამ შესაძლოა, აფხაზეთი და ცხინვალი აღიარონ

ძალიან დაბალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იორდანიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარება გამოაცხადოს, რადგან ის ამერიკის გავლენის ქვეშ იმყოფება.

ამის შესახებ „პირველთან“ საუბარში კავკასიის საკითხებში ექსეპრტმა მამუკა არეშიძემ, იორდანიის დელეგაციის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.


არეშიძე ამბობს, რომ იორდანიის მოსახლეობის მხოლოდ 30% არის იორდანიის მკვიდრი, 60% არიან ჩასულები.


„გარდა ამისა, იორდანიაში არის დიდი დიასპორა ჩერქეზულ-აფხაზური. ეს დიასპორა იმდენად დიდი და გამორჩეულია, რომ მათი გავლენა დღემდე საკმაოდ სერიოზულია. მთელს ახლო აღმოსავლეთში აფხაზურ-ჩერქეზული დიასპორები კოორდინირებულად მოქმედებენ. აფხაზეთში ვიზიტებს განაპირობებს სწორედ ჩერქეზების გავლენა და მათთან ჩაბმული აფხაზები, რასაც, რასაკვირველია, რუსეთის აქტივობა ემატება. რუსები ყოველთვის ცდილობდნენ აფხაზები განსაკუთრებით გამოერჩიათ ახლო აღმოსავლურ დიასპორებში. ასეთი ტიპის აქტივობებს რაც შეეხება, აქ ჩამოდიან ზუსტად ჩერქეზული წარმომავლობის იორდანელები. რუსეთის გავლენები იორდანიის რეალობაში ვრცელდება მხოლოდ ჩერქეზულ და აფხაზურ დიასპორებზე“, - ამბობს ექსპერტი.


არეშიძის თქმით, იორდანიამ ამერიკის გავლენით, რუსეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმება გაწყვიტა ატომურ ენერგეტიკაში თანამშორმლობასთან დაკავშირებით, რითაც სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ატომურ სექტორს.


„რაც შეეხება, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ სირიის მსგავსად კიდევ რომელიმე ქვეყანამ ე.წ. აღიარება გამოაცხადოს, სავარაუდოდ, ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს სომალი, შეიძლება იყოს ლიბია და ცენტრალური აფრიკა, სადაც ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა რუსული გავლენა. ცენტრალური აფრიკის სამხედრო გვარდია რუსი ოფიცრებისგან შედგება. ამ ქვეყნებისგან ბევრად სავარაუდოა ვიდრე იორდანიისგან“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.


გასულ კვირაში, ოკუპირებულ სოხუმს იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია სტუმრობდა, რომელსაც აფხაზური და ჩერქეზული წარმოშობის ბიზნესმენები ალი ბაკიჟი და იცხაკ მული ედგნენ სათავეში. მანამდე კი, ოკუპურებულ რეგიონს იორდანიის პარლამენტის წევრი სტუმრობდა.


ოკუპირებულ რეგიონში ამ ვიზიტებს დიდი იმედებით უყურებენ და ფიქრობენ, რომ სირიის შემდეგ ე.წ. აღიარებას იორდანიაც გამოაცხადებს.


რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს. მოგვიანებით კი საქართველოს ეს რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.

მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი

ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ხიდთან მოხდა.

ვარკეთილში გაზგამათბობლის გამონაბოლქვით ორი ადამიანი გაიგუდა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კახა ბექაური : უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.

 

პენსიონერებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ მარტამდე გადაიწია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, 2005 წელს გაცემული "აფხაზური“ პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია.

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთის, ვარდაკის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

უკრაინის პრეზიდენტად კენჭს შოუმენი იყრის

პარტია „ხალხის მსახურებმა“ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე შოუმენის ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურა წამოაყენა.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ე.წ. ,,ღორის გრიპით" 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

იტალიაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 იანვარს, 17:00 საათზე, პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გერმანიამ თავშესაფრის 8 ათასი მაძიებელი გააძევა

გერმანიის მთავრობამ 2018 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა გააძევა.

მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  10-ვე  კანდიდატი პარლამენტს მათი კანდიდატურების მოხსნას სთხოვს.

კახა ბექაური: „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

ლარის კურსი

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.