რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ იწყება

რუხის სავაჭრო ცენტრი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სპორტულ-კულტურული ღონისძიებებს მასპინძლობს. ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ იწყება.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.


 


რუხი სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები,  მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.


 


ინიციატივის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, სს „ქართული ლუდის კომპანია“-ზედაზენი, რომელიც  ფესტივალის განმავლობაში, მასშტაბურ აქტივობებსა და პრიზების გათამაშებას გეგმავს.


 


„მოხარული ვარ, რომ რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს კიდევ ერთი ახალი დატვირთვა ექნება და ხვალიდან რეგიონში კიდევ ერთი ახალი ლოკაცია ჩნდება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვიდეს დაისვენოს, გაერთოს და მისთვის საინტერესო აქტივობებში ჩაერთოს. თქვენ გელოდებათ პოპულარული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები: „ვაკის პარკი,“ Under Seven, TSU ART, Green Mama, მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე, ალექსი კიკვიძე და სხვა. ბავარიის ლუდის ფესტივალი საინტერესო გათამაშებებითა და ფინალური პრიზით - საგზური ამსტერდამში. გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ნაყინისა და ფერების ფესტივალი. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია და სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად. ველოდებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ტურისტებს და ფესტივალზე დასწრების მსურველებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. იმედი მაქვს ეს მრავალფეროვანი ერთთვიანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის  მთავარი მოვლენა იქნება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი ექნებათ შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ადევნონ თვალი და უგულშემატკივრონ დიდ ფეხბურთს დიდ ეკრანზე“, განაცხადა რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა.


 


რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის:


 


სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას  სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის  საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.


 


14 ივნისი - 15 ივლისის აქტივობები:


 


14 ივნისი


18:00   ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების მარათონი       


18:30   სტუდენტების დაჯილდოება                 


19:00  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტი. სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია


19:00   მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია  


22:00   ელექტრონული მუსიკის კონცერტი - TSU ART          


 


16 ივნისი


16:00   ბავარიის ლუდის ფესტივალი, მუსიკალური გაფორმება: ჯგუფი „ვაკის პარკი“


 


19 ივნისი


19:00   კონცერტი: ჯგუფი Under Seven    


22:00   კონცერტი: მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე


სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია


                                     


21 ივნისი


17:00   საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია: მწერალი გიორგი კეკელიძე


19:00   საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი: სიმფონიური ორკესტრი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად


22:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია    


                                     


24 ივნისი


17:00   გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი   


19:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია


22:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია


                                               


30 ივნისი  


14:00   გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი                      


18:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია    


22:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია


                                               


6 ივლისი


18:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი    


20:30   დოკუმენტური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე      


22:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი    


                                               


7 ივლისი   


18:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი


სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია


20:30   დოკუმენტური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე          


22:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი    


                                     


10 ივლისი 


22:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია. ნახევარფინალი         


სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია                                              


 


11 ივლისი 


19:00   კონცერტი:  ჯგუფი Green Mama


სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია          


22:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ნახევარფინალი        


                                               


15 ივლისი


19:00   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ფინალი


22:00   კონცერტი:  როკ ჯგუფი Under Seven


23:00    ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART


სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია          


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლომ მთავარი მოწმე დაკითხა

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე მთავარი მოწმის დაკითხვა სასამართლოში ექვსი საათი გაგრძელდა.

სახლი, სადაც თბილისიდან გატაცებულ ახალგაზრდას მალავდნენ - შსს კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ქეთევან ციხელაშვილი - IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის

IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ

მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია (GOPAC) მზად არის საქართველოს წარმატებული მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარესთან აკააშ მაჰარაჯისთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ხვალ, 19 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსთნ (EUGBC) და ორგანიზაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვახერხოთ, გავაძლიეროთ ქართული ენა ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენგან მოწყვეტილია

კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

ციხეში მირზა სუბელიანის ცემის ფაქტს პენიტენციური სამსახური უარყოფს

გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ციხეში მირზა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს და განცხადებას ავრცელებს. 

შსს-მ ბიზნესმენის შვილის გატაცების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობა სკოლებში – „სკოლა-ბანკის“ მაგალითი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, მაგიდის დისკუსია გაიმართა.

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

წყალტუბოში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაღლაკში სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

პროკურორი: პროკურატურა მალხაზ კობაურს მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება

მთავარი პროკურატურა მალხაზ კობაურს  ამ ეტაპზე მხოლოდ  ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება, ლორა სმიტის ნაწილში კი ბრალი დაზუსტებული არ არის.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დ.ა-ს და გ.დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე.

მამუკა მდინარაძე: ,,აქციის გაუქმებით დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს"

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ოპონენტების მიერ დაანონსებული აქციის გაუქმებას.

პუტინის აგრესიული მესიჯები ვალდიას ფორუმიდან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს „აგრესორი დაესხა თავს, რუსეთები როგორც წამებულები სამოთხეში მოხვდებით, ისინი კი მონანიებასაც კი, ვერ მოასწრებენ“.

ქუთაისში ძაღლმა მოხუცი კაცი დაკბინა

შემთხვევა ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ ბულვარში მოხდა.

ზაალ ანჯაფარიძე: რა ვქნათ, ვერ ქაჩავს ამის იქით ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და პოლიტტექნოლოგებიც მას არგებენ თავიანთ პროდუქტს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ფეისბუკსტატუსს აქვეყნებს:

ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.

ექსკლუზიური შეთავაზება მთელი ოჯახისთვის ტელევიზიაზე, ინტერნეტზე და მობილურ მომსახურებაზე - „სილქ +“

„სილქ +" სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული პაკეტია, რომელიც მოიცავს მომხმარებელზე მორგებულ ყველა ტიპის კომბინაციას, როგორც თბილისის, ისე რეგიონის აბონენტებისთვის.

გიორგი ქობულია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.