დიმიტრი ქუმსიშვილი: ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ რეალური შედეგი მოგვიტანა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული - 50.2-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული:

"პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ კონგით დასხვა სტრატეგიული ბაზრებით გაიზრდება. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ექსპორტზეორიენტირებული პროდუქციის წარმოებას  უწყობს ხელს. ამასთან, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ გასაღებისახალი ბაზრების ათვისება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმასაგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას.


პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი 2016 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ექსპორტი 29.3%-ით გაიზარდა და 2,731 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 


ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამსაქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე.


2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28.0%-ით გაიზარდა და 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  4 894.8 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ასევეგაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი,  კერძოდ: 2018 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  1.7პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული.


„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობისსფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტოპროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 
 
 
 
 

 
 
 


"მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს არა მხოლოდ სიმცირეს არამედ მოქნილობას, ოპერატიულობას და ეფექტიანობას"

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნიკოლოზ გაგუას თქმით, სამთავრობო სექტორის მოცულობა, არ უნდა აღემატებოდეს 3,9%-ს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში.

 

ყველანაირი ბარიერი უნდა გაიხსნას იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სიკეთეებზე - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისიის შექმნაზე

ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას: ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“.

კახა კალაძემ „აქსისს“ წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავის წვლილს შეიტანს.

მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს  

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის  შეფასებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს.

მამუკა ბახტაძე - შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, შარშან საქართველოში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კერძო სექტორში კი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდის ტენდენცია აღინიშნა.

მამუკა ბახტაძე: რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია „ატალოსი“, რომელსაც ფლობდა დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის მომგებიანობით შემთხვევით არ ინტერესდება.

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტად იყრის კენჭს

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობას გეგმავს.

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ავიაკომპანია „სერვისეარისა“ და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს.

პანკისის ხეობის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, მეორე კვირაა ეძებენ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, უკვე მეორე კვირაა ეძებენ.

6 ივნისს ის თბილისიდან გროზნოში სამუშაოდ ორ დაღესტნელ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა.

კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, ვისაუბროთ არა ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, არამედ მისთვის მეტი დინამიზმის მიცემაზე

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის შეფასებით, აუცილებელია საუბარი არა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე.

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ლარის კურსი

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.12 თეთრი შეადგინა.

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძე: უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს. ბახტაძის თქმით, მთავრობა სექტემბრამდე ამ ინიციატივით პარლამენტს მიმართავს:

მამუკა ბახტაძე: თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის

პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შსს-ში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

მამუკა ბახტაძე: თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა თაღლითობა იყო, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!

მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადასარიცხად ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები.

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე გადის

პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეფასებით, სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა მცირე მეწარმეობის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე გადის: