ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 14 ივნისს მიიღებს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციას 14 ივნისს მიიღებს.

 

„მისასალმებელია, რომ ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან გვაქვს მყარი მხარდაჭერა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. 10 წელი დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ევროპარლამენტს ეს დოკუმენტი მიეღო.  რეზოლუცია ნამდვილად იქნება მიღებული, რასაც ცხადყოფს ის დებატები, რომელიც გუშინ შედგა და  ის ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც რეზოლუციას ჰქონდა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.   


მისივე თქმით,  დოკუმენტში რუსეთი ცალსახად არის აღიარებული, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, რეზოლუციაში დაგმობილია ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულტერიტორიებზე ახორციელებს.


„ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის , ბაშარულის მკვლელობებს. ხდებაქართული სოფლების განადგურება, კულტურული ძეგლების და ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლა. ეს ყველაფერი რეზოლუციაში არის ძალიან მკაფიოდ და ცალსახად დაფიქსირებული“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.


დეპუტატის განცხადებით, ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მონაწილეობდა.


თამარ ხულორდავამ ხაზგასმით აღნიშნა  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს მიმართ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადების შესახებ და აქვე განმარტა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკას.


კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეზოლუციით ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს.


„რეზოლუციაში რუსეთის მიმართ გაჟღერებულია მოწოდება - ერთი მხრივ, რომ მან შეასრულოს  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. მეორე მხრივ კი, არის მოწოდება დეოკუპაციისკენ, ჯარების გაყვანისკენ, მოწოდება იმისკენ რომ უარყოს ამ, ტერიტორიების, უკანონო აღიარება. ასევე, დაგმობილი არის იმ ქვეყნების ქმედება, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.


მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არის ის რომ მათ მკაფიო ტერმინოლოგია გამოიყენონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან.


„გაჟღერებულია მოწოდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის საბჭომ, გამოიყენონ ის ცნებები და დაარქვან ყველაფერს ის სახელი რაც რეალურად იყო. ეს არის ის, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელყოფილი და ამაზე პასუხისმგებლობა სრულიად აკისრია რუსეთის მხარეს. ეს ყველაფერი რეზოლუციაში უკვე არის ასახული და ველოდებით, რომ ეს რეზოლუცია ხვალ ჩვენი ევროპელი კოლეგების ძალიან დიდი მხარდაჭერით იქნება მიღებული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. 


 


 


 


 


ყველანაირი ბარიერი უნდა გაიხსნას იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სიკეთეებზე - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისიის შექმნაზე

ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას: ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“.

კახა კალაძემ „აქსისს“ წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავის წვლილს შეიტანს.

მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს  

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის  შეფასებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს.

მამუკა ბახტაძე - შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, შარშან საქართველოში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კერძო სექტორში კი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდის ტენდენცია აღინიშნა.

მამუკა ბახტაძე: რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია „ატალოსი“, რომელსაც ფლობდა დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის მომგებიანობით შემთხვევით არ ინტერესდება.

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტად იყრის კენჭს

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობას გეგმავს.

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ავიაკომპანია „სერვისეარისა“ და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს.

პანკისის ხეობის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, მეორე კვირაა ეძებენ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, უკვე მეორე კვირაა ეძებენ.

6 ივნისს ის თბილისიდან გროზნოში სამუშაოდ ორ დაღესტნელ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა.

კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, ვისაუბროთ არა ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, არამედ მისთვის მეტი დინამიზმის მიცემაზე

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის შეფასებით, აუცილებელია საუბარი არა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე.

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ლარის კურსი

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.12 თეთრი შეადგინა.

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძე: უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს. ბახტაძის თქმით, მთავრობა სექტემბრამდე ამ ინიციატივით პარლამენტს მიმართავს:

მამუკა ბახტაძე: თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის

პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შსს-ში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

მამუკა ბახტაძე: თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა თაღლითობა იყო, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!

მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადასარიცხად ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები.

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე გადის

პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეფასებით, სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა მცირე მეწარმეობის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე გადის:

კვიპროსზე ოთხი ქართველი ქალი დააკავეს

კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პაფოსში ოთხი ქართველი ქალი დააკავეს.