ტალინში შეხვედრა თემაზე "ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის" იმართება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ტალინში იმართება მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: ჯანდაცვის სისტემა კეთილდღეობისა და სოლიდარობისთვის.

ღონისძიება ასევე ეძღვნება ტალინის ქარტიის ხელმოწერის ათი წლის იუბილეს.


საქართველოს სახელით შეხვედრაში მონაწილეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი იღებს.


ამირან გამყრელიძემ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სიტემაზე საუბრისას, ყურადღება მიაპყრო ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და აუდიტორიას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები გააცნო.


სხდომაზე განიხილეს ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პროექტები, რის ყველაზე ნათელ დადასტურებად საქართველოში მიმდინარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიიჩნევა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეს ორგანო წლების განმავლობაში უწევს ჩვენს ქვეყანას.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ესტონეთის ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


ღონისძიება დღეს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება.


მამუკა ბახტაძე დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე - საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება მხოლოდ არჩევნების გზით

საქართველოში პროტესტის გამოხატვა გარანტირებულია, რაც არის ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარი, - ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის კითხვას სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

კანის კინოფესტივალზე შარშანდელი პრემიერის შემდეგ, "მზის გოგონების" ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

24 მაისს, 12:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) სპეციალური კომისიის წინაშე ევა ჰუსონის ფილმის "მზის გოგონები" ჩვენება გაიმართება.

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია.

თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა.

იმერეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შსს-ს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს
დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

"არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ე.წ ლიდერებისთვის"

"თუ ვინმე უკანონობაშია შემჩნეული, მას არავინ და ვერავინ დაიცავს, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „რეაქციაში“ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

შეზღუდვები გზებზე - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატის პროცესი საქართველოში სააკაშვილმა შეაფერხა"

პოლიტიკის დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატი პროცესი საქართელოში მიხეილ სააკაშვილმა შეაფერხა.


"ნაცმოძრაობამ" პოლიტიკური სენდვიჩი შემოგვთავაზა იპსოს-უკრაინა-რუსეთის, NDI-სა და CRRC-ს კვლევების სახით"

პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილი NDI-სა და CRRC-ის კვლეების შედეგზე "ნაციონალური მოძრაობის" რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

 

აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა

ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა.

დონალდ ტრამპმა მამუკა ბახტაძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მისალოცი წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: ექვსი წელია აჯანჯღარებენ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს და ახლა ყალბი და ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას

„ბიძინა ივანიშვილი იმის გარანტიაა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარასდროს მოახერხებს, დემოკრატიულ პრინციპებს უღალატოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი, ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა

ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი

მთელი საქართველოს მასშტაბით ავტომფლობელებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ხელმისაწვდომია როგორც სტაციონარულ ხაზებზე, ასევე მობილური ხაზების მეშვეობით, - განაცხადეს სსიპ აკრედიტაციის ცენტრში.

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის გოგოს პატიმრობა შეუფარდეს

აღაიანში 7 თვის ბიჭუნას მკვლელობაში ბრალდებულ დედას გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

არჩილ თალაკვაძე: „ეს არ არის „ჩეთემ ჰაუზის“ ოფიციალური პოზიცია და არც მათი ანგარიში არ არის

„ეს არის ერთი კონკრეტული მკვლევარის და მათ წრეებთან დაახლოებული ექსპერტის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ერთი ადამიანის კვლევა უფროა“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ლონდა თოლორაია სტუდენტის სექსუალური შევიწროებაზე - მას შემდეგ რაც ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, დადგება ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების საკითხი

სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.

თოლორაია 7 თვის ბავშვის საქმეზე: ძალიან ფაქიზი თემაა, სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის  ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქმე, რომელიც 7 თვის ბავშვის გაგუდვას ეხება, უწყების მხრიდან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

24 მაისს "ოქროს ტალღის" ნომინანტების სამეულები დასახელდება

„ოქროს ტალღა 2019“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს მეექვსედ ატარებს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 11 ივნისს გაიმართება.

26 მაისი ახალციხეში - სტუმრებს დაცული ტერიტორიების გაცნობის და ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

26 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებში დამარცხებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შედეგების აღიარების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.