ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად - 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება.


მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა.


არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.


"ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს და, ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ბოლო პერიოდში რეგიონის ფინანსურ ბაზრებზე მაღალია მერყეობა, რომლის ფონზე გაზრდილია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივ შერბილებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.


ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ აპრილში წლიურად 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ ოთხ თვეში კი 5.5 პროცენტი იყო. წინასწარი მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ პროგნოზირებულზე უფრო მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამ დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, 2017 წლის მსგავსად, 2018 წელსაც მოსალოდნელია შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დააჩქარებს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებას მის პოტენციურ დონესთან.


ეკონომიკის გაჯანსაღების კვალდაკვალ, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მიმდინარე წლის ხუთ თვეში საგრძნობლად დაჩქარდა და, წინასწარი მონაცემებით, 23 პროცენტი შეადგინა, რაც ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურებაზე მიუთითებს. მეორე მხრივ, საგარეო სექტორში პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება. წლის დასაწყისიდან მაღალი ტემპებით იზრდება საქონლის ექსპორტი (28 პროცენტი) და ტურისტული შემოსავლები (25 პროცენტი), ასევე ნარჩუნდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (21 პროცენტი).


ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირება.


საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად",-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 25 ივლისს გაიმართება.


თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლომ მთავარი მოწმე დაკითხა

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე მთავარი მოწმის დაკითხვა სასამართლოში ექვსი საათი გაგრძელდა.

სახლი, სადაც თბილისიდან გატაცებულ ახალგაზრდას მალავდნენ - შსს კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ქეთევან ციხელაშვილი - IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის

IPRM-ის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია ელემენტარული სტაბილურობისათვის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ

მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია (GOPAC) მზად არის საქართველოს წარმატებული მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარესთან აკააშ მაჰარაჯისთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ხვალ, 19 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსთნ (EUGBC) და ორგანიზაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილი - უნდა მოვახერხოთ, გავაძლიეროთ ქართული ენა ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპაციის შედეგად ჩვენგან მოწყვეტილია

კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

ციხეში მირზა სუბელიანის ცემის ფაქტს პენიტენციური სამსახური უარყოფს

გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ციხეში მირზა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს და განცხადებას ავრცელებს. 

შსს-მ ბიზნესმენის შვილის გატაცების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.

ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობა სკოლებში – „სკოლა-ბანკის“ მაგალითი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, მაგიდის დისკუსია გაიმართა.

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

წყალტუბოში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ამ წუთებში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაღლაკში სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

პროკურორი: პროკურატურა მალხაზ კობაურს მხოლოდ ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება

მთავარი პროკურატურა მალხაზ კობაურს  ამ ეტაპზე მხოლოდ  ბავშვის და მამის მკვლელობას ედავება, ლორა სმიტის ნაწილში კი ბრალი დაზუსტებული არ არის.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების დ.ა-ს და გ.დ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე.

მამუკა მდინარაძე: ,,აქციის გაუქმებით დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს"

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ოპონენტების მიერ დაანონსებული აქციის გაუქმებას.

პუტინის აგრესიული მესიჯები ვალდიას ფორუმიდან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს „აგრესორი დაესხა თავს, რუსეთები როგორც წამებულები სამოთხეში მოხვდებით, ისინი კი მონანიებასაც კი, ვერ მოასწრებენ“.

ქუთაისში ძაღლმა მოხუცი კაცი დაკბინა

შემთხვევა ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ ბულვარში მოხდა.

ზაალ ანჯაფარიძე: რა ვქნათ, ვერ ქაჩავს ამის იქით ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და პოლიტტექნოლოგებიც მას არგებენ თავიანთ პროდუქტს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ფეისბუკსტატუსს აქვეყნებს:

ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.

ექსკლუზიური შეთავაზება მთელი ოჯახისთვის ტელევიზიაზე, ინტერნეტზე და მობილურ მომსახურებაზე - „სილქ +“

„სილქ +" სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული პაკეტია, რომელიც მოიცავს მომხმარებელზე მორგებულ ყველა ტიპის კომბინაციას, როგორც თბილისის, ისე რეგიონის აბონენტებისთვის.

გიორგი ქობულია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.