52524 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 52524 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.


რეფინანსირების განაკვეთი დარჩა უცვლელი 7.25%-ზე და მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ.


"დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2204 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.


1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2695-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 2183.8  მილიონიდან 2204 მილიონ ლარამდე.


52524 ხელშეკრულებიდან 18227 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 296,5 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 16.5% შეადგინა.


რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 19243 სესხია მიბმული, საშუალოდ 12%-ში. მთლიანი პორტფელი კი 777,3 მილიონი ლარია.


12,091 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1070,53 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 414,3 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 656,3 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12%-ში.


ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 717 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12,819 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.9%-ში გაასესხეს.


ასევე გაცემულია 2245 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 46,9 მილიონი ლარია.


ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 21.74%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.


წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1008,60 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.1%-დან 13.1%-მდე გაიზარდა. “საზოგადოება და ბანკების“ აზრით მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია სასესხო პორტფელის ზრდის ტენდენციის შემცირება, რაც მიღებულ რეგულაციებთანაა დაკავშირებული. მიმდინარე კვარტალში, წინა წლებისგან განსხვავებით, გაცვლითი კურსის მკვეთრი გამყარება არ შეიმჩნევა, რაც ინფლაციის შემცირებას არ გამოიწვევს. რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებასთან ერთად ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე შემცირდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე, რაც ლარის რესურსს მეტად ხელმისაწვდომს გახდის. არსებული პირობების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი არ არის",-ნათქვამია საზოგადოება და ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


"მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს არა მხოლოდ სიმცირეს არამედ მოქნილობას, ოპერატიულობას და ეფექტიანობას"

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნიკოლოზ გაგუას თქმით, სამთავრობო სექტორის მოცულობა, არ უნდა აღემატებოდეს 3,9%-ს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში.

 

ყველანაირი ბარიერი უნდა გაიხსნას იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სიკეთეებზე - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისიის შექმნაზე

ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას: ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“.

კახა კალაძემ „აქსისს“ წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავის წვლილს შეიტანს.

მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს  

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის  შეფასებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს.

მამუკა ბახტაძე - შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, შარშან საქართველოში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კერძო სექტორში კი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდის ტენდენცია აღინიშნა.

მამუკა ბახტაძე: რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია „ატალოსი“, რომელსაც ფლობდა დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის მომგებიანობით შემთხვევით არ ინტერესდება.

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტად იყრის კენჭს

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობას გეგმავს.

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ავიაკომპანია „სერვისეარისა“ და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს.

პანკისის ხეობის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, მეორე კვირაა ეძებენ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, უკვე მეორე კვირაა ეძებენ.

6 ივნისს ის თბილისიდან გროზნოში სამუშაოდ ორ დაღესტნელ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა.

კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, ვისაუბროთ არა ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, არამედ მისთვის მეტი დინამიზმის მიცემაზე

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის შეფასებით, აუცილებელია საუბარი არა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე.

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ლარის კურსი

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.12 თეთრი შეადგინა.

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძე: უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს. ბახტაძის თქმით, მთავრობა სექტემბრამდე ამ ინიციატივით პარლამენტს მიმართავს:

მამუკა ბახტაძე: თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის

პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შსს-ში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

მამუკა ბახტაძე: თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა თაღლითობა იყო, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!

მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადასარიცხად ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები.

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე გადის

პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეფასებით, სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა მცირე მეწარმეობის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე გადის: