აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მას პროკურატურაში ბრალი წაუყენეს

ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც სულეიმანოვმა  ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა, მას ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თავად სულეიმანოვი ცემას კატეგორიულად უარყოფს და მომხდარში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.


შეგახსენებთ, პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.


„2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე“,-აცხადებენ გამოძიებაში.


 


23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

შიდა ქართლის ტყეში გაჩენილ ხანძარს 2 ვეტმფრენი, 10 სახანძრო და 170 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი  ქვეყნებისა  და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვაკეში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N8-ში და ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N5 და N6 კორპუსებთან მდებარე სკვერი რეაბილიტირდა.

ფეისბუკმომხმარებელი მიხეილ სააკაშვილს: რომელ სანდოობაზეა საუბარი?..

„რომელ სანდოობაზეა საუბარი?..“ - ფეისბუკმომხმარებელი ავთანდილ კემულარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. 

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - POSTV ანალიტიკა

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია პასუხობს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა  

რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინეტერესბული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინანდადებები გაიხსნა.

23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10  საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ქეთევან ციხელაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებებია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს მკაფიო მხარდაჭერად აფასებს.

"ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის ანგარიშს პასუხობს

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. 

დაურ კოვე: საუბარი, რომ აიბღა რუსეთის შემადგენლობაშია, დეზინფორმაციაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ აიბღა დღეს რუსეთის შემადგენლობაშია - დეზინფორმაციაა.

ქიბარ ხალვაშსს იმედი აქვს, ჟურნალისტები აზრს შეიცვლიან და არხს დაუბრუნდებიან

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.

ლარი მცირედით გამყარდა

22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
 

ქიბარ ხალვაში : ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად

"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის  ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს

ნუკრი ქანთარია: ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს

„ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და ზაზა თ. დააკავეს.

გორში ტყეს ცეცხლი უკიდია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელს საყავრეს ტყეში ხანძარია.

ლაურა ღაჭავას 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა.