პრეზიდენტი: მოვუწოდებ მმართველ პარტიას, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს

პრემიერ-მინისტრების შერჩევის ეს მასკარადი უნდა დასრულდეს და მოვუწოდებ მმართველ პარტიას, პრემიერად პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში მე-15 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპულ გზა“ დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


„მიმაჩნია, რომ ეს, რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი უნდა დამთავრდეს, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები.


თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და ისეთი პრემიერ-მინისტრის არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები: რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა.


მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით ვერთიანდებით და ვმსჯელობთ.


შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აი ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც ჩვენ არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემეირმინისტრებს და მე მოუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერმინისტრად ის ადამიანი, რომელიც პარტიის ლიდერია, რომელთანაც მე სხვათა შორის მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით. ბიძინა ივანიშვილთან მე ვმუშაობდი როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ აი ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას", - განაცხადა პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" წელს, პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.


მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.


გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო


პრეზიდენტი: გიორგი კვირიკაშვილთან მუშაობა ყველაზე კომფორტული იყო


ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.

მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი

ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ხიდთან მოხდა.

ვარკეთილში გაზგამათბობლის გამონაბოლქვით ორი ადამიანი გაიგუდა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კახა ბექაური : უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.

 

პენსიონერებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ მარტამდე გადაიწია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, 2005 წელს გაცემული "აფხაზური“ პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია.

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთის, ვარდაკის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

უკრაინის პრეზიდენტად კენჭს შოუმენი იყრის

პარტია „ხალხის მსახურებმა“ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე შოუმენის ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურა წამოაყენა.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ე.წ. ,,ღორის გრიპით" 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

იტალიაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 იანვარს, 17:00 საათზე, პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გერმანიამ თავშესაფრის 8 ათასი მაძიებელი გააძევა

გერმანიის მთავრობამ 2018 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა გააძევა.

მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  10-ვე  კანდიდატი პარლამენტს მათი კანდიდატურების მოხსნას სთხოვს.

კახა ბექაური: „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

ლარის კურსი

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.