მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ურუგვაიმ ერთი ბურთის გატანა მოახერხა და ეგვიპტის ნაკრების დამარცხება შეძლო.
გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე ხიმენესმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი სათადარიგო სკამიდან გულშემატკივრობდა თანაგუნდელებს.
ეგვიპტე შემდეგ თამაშ რუსეთთან 19 ივნისს გამართავს, ურუგვაი კი საუდის არაბეთს 20 ივნისს დაუპირისპირდება.