შვედეთმა სამხრეთ კორეა 1-0 დაამარცხა და მექსიკასთან ერთად 3 ქულით ჯგუფის ლიდერია.
64 -ე წუთზე, 1:0 ანდრეას გრანკვისტიმ, ვიდეოგამეორების შემდეგ დანიშნული პენალტი გამოიყენა და საკუთარ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
დღეს G ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდება.
19:00 საათზე ბელგიის ნაკრები პანამას შეხვდება, ხოლო 22:00 საათზე ინგლისის ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდება.