ლევან იზორიას თქმით, ტოტალური თავდაცვა თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში საზოგადოების ჩართულობას მოიცავს

„წელს ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას“.

 

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინიტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.  


ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, სამხედრო  კომპონენტთან ერთად, საზოგადოების მეტ ჩართულობას მოიცავს. 


„ჩვენ განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების მნიშვნელობას, რაც ჩვენი სტრატეგიის   ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია. ის მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ სხვა კომპონენტებსაც, როგორიც არის საზოგადოების მეტი ჩართულობა, სამოქალაქო თავდაცვის მეტი კომპონენტი. ჩვენ წელს, პარლამენტის ძალიან პრინციპული მხარდაჭერით, ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც სკოლებში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გულისხმობს.  ვგეგმავთ შემოვიღოთ  არჩევითი საგანი, რომლის საშუალებითაც  მოზარდებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა დაეუფლონ ცოდნას პრაქტიკულ უნარებს სამოქალაქო და სამხედრო თავდაცვის ამოცანებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსათან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.


კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს ლევან იზორიამ თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაზეც გააკეთა აქცენტი, რომელიც  საქართველოს ისტორიაში პირველად მუშავდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად. მან პროექტის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის კომიტეტის ყველა წევრს მადლობა გადაუხადა.


 


 


თამარ ჩუგოშვილი : ოქრუაშვილის განცხადებები იმდენ კრიმინალურ ნიშანს შეიცავს, რომ ველოდები პროკურატურისგან პასუხებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა "რეაქციაში" ირაკლი ოქრუაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძე ბორის ჯონსონს პრემიერ მინისტის პოსტის დაკავებას ულოცავს

მამუკა ბახტაძე ბორის ჯონსონს "კონსერვატიული პარტიის" ახალ ლიდერად არჩევას და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.

IDFI-მ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული კორუფციული რისკების შესახებ კველევა გამოაქვეყნა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI-მ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში არსებული კორუფციული რისკების შესახებ კვლევა გაასაჯაროვა.

კონკურსის “მისია 2019” -ის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კონკურსში „მისია 2019“ გამარჯვებული გახდა პროექტი სახელწოდებით „მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად“.

ბექა დავითულიანი: „რა ზრახვა ჰქონდათ 90-იანებში, როდესაც რაგბის კავშირს აძლევდნენ ამ მიწას, გარდა დეკლარირებულისა, არ ვიცი"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

არჩილ თალაკვაძე უკრაინას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პანლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს.

ბათუმში ავტომობილი გაქურდეს

ბათუმში ნაშუადღევს ავტომანქანა გაქურდეს. შემთხვევა ლადო ასათიანის ქუჩაზე მოხდა. 

თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება განხორციელდა.

რევაზ სოხაძე: „ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც განაშენიანდება, მზიურს ტერიტორია არ არის“

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ განმარტება გააკეთა ილია ჭავჭავაძის გამზირთან, მზიურის სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ.

ბექა დავითულიანმა თბილისის მერიასა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობის შესახებ განმარტება გააკეთა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობის შესახებ განმარტება გააკეთა.

ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მუშებმა, პირველ მატარებელს გზა გადაუკეტეს

ექვსსაათიანი გაფიცვის შემდეგ, 60-მდე მუშამ ბაქო-თბილის-ყარსის გადაკეტილი რკინიგზა გაათავისუფლა.

დედა-შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 24 ივლისს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

თალაკვაძე: ადვოკატთა ასოციაცია ბევრს აკეთებს, რომ მართლმსაჯულება სრულფასოვნად განხორციელდეს

„თითოეული თქვენგანი ბევრს აკეთებს, რომ მართლმსაჯულება სრულფასოვნად განხორციელდეს, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იყოს დაცული",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

დავით დვალი: ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და ოქრუაშვილმა მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ ტელევიზია დავთმეთ

ოქრუაშვილი პირდაპირ აღიარებს, რომ უმაღლესი რანგის ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი ტელევიზიის წართმევასა და მითვისებაში მონაწილეობდა,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

გიორგი ჩაკვეტაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მთავარი ამოცანა დესტრუქცია და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაა“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, სიტყვით გამოსვლისას, ივნისში განვითარებულ მოვლენებსა და ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ საარჩევნო სისტემას შეეხო.

პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს.

თამარ მახარობლიძე: თუ აღმოჩნდა, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გაარკვიოს, ხომ არ არის თაღლითობის ნიშნები

„თუ აღმოჩნდა, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გაარკვიოს, ხომ არ არის თაღლითობის ნიშნები“, - ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ მიკისკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ირაკლი ზარქუა: „ჩვენ ორიენტირებული ვართ სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და შენარჩუნებაზე, ამიტომ გავაგრძელებთ ადგილმონაცვლეობაზე მუშაობას“

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საკრებულოს სხდომაზე ადგილმონაცვლეობის საკითხს გამოეხმაურა, რომელიც „ვისოლ ჯგუფს“ ეხება. 

არჩილ თალაკვაძე: ინვესტიცია ხელშესახებად არის გაზრდილი და პარლამენტი მზად არის მომავალბიუჯეტში ასევე საკმარისი რესურსები გაითვალისწინოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების 6 თვის ანგარიშს გაეცნო.