ექიმი, რომელიც მზად არის, გვამური დონორი გახდეს...


მიხეილ ღონღაძე: გარდაცვალების შემთხვევაში, ჩემი სხეულის ორგანოები საჭიროებისამებრ გამოიყენეთ!

ორგანოთა ტრანსპლანტაციამ მედიცინაში გადატრიალება მოახდინა და სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს სიცოცხლის შანსი მისცა.


მსოფლიოს მასშტაბით, ტრანსპლანტაცია ხდება როგორც ცოცხალი დონორებისგან, ისე გვამური დონაციის გამოყენებით. საქართველოში, 2000 წელს ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, გარდაცვლილის ორგანოების გამოყენება გადასანერგად დასაშვებია, თუმცა, გვამური დონაციით ოპერაცია ჯერ არ ჩატარებულა. ამის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის ნეგატიური წინასწარგანწყობაა. რამდენად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ამ საკითხის განვითარების გარდაუვალი აუცილებლობა, რას ნიშნავს, გახდე დონორი, რამდენად მზად არის ქართული მედიცინა გვამური დონაციისთვის? ამ საინტერესო თემის ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს, მედიცინის დოქტორთან, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემოდიალეზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ღონღაძესთან, რომელიც ტრანსპლანტოლოგიაში წარმატებული ოპერაციების ავტორია.


მიხეილ ღონღაძემ პრაქტიკული მედიცინა ევროპაში დაიწყო: საფრანგეთში, ნანტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე, დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო კლინიკაში და მოსკოვში, შუმაკოვის სახელობის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრში, სადაც ტრანსპლანტაციის ასეულობით ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. 


მნიშვნელოვანი დეტალი: მიხეილ ღონღაძე გახლავთ საუკუნის ექიმის, საქართველოში ტრანსპლანტაციის ფუძემდებლის, ელგუჯა ღონღაძის შვილი, რომელმაც 1995 წელს საქართველოში პირველად, ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია ჩაატარა. 2014 წელს, კლინიკის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, ჰემოდიალეზისა და ტრანსპლანტაციის დეპარტამენტს (რომელსაც მიხეილ ღონღაძე ხელმძღვანელობს), ბატონი ელგუჯას სახელი ეწოდა.



- ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა იყოთ მსოფლიოში ცნობილი ტრანსპლანტოლოგის, ელგუჯა ღონღაძის შვილი. აღარ გკითხავთ, რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა, თუმცა საინტერესოა, პირველად როდის დადექით საოპერაციო მაგიდასთან?
- სხვათა შორის, სკოლიდანვე მქონდა ინტერესი და 12-13 წლის ასაკიდან საკმაოდ ხშირად ვესწრებოდი ოპერაციებს, რადგან სულ მაინტერესებდა, როგორ კეთდებოდა ოპერაციები. თავიდან რამდენიმეჯერ ცუდადაც გავხდი (იღიმის). ანალოგიური მოხდა ჩემი შვილის შემთხვევაშიც, 15 წლის იყო, როცა საოპერაციოში შევიყვანე თუმცა, მან უფრო ყოჩაღად გაუძლო ყველაფერს. საქართველოში პირველ ტრანსპლანტაციის ოპერაციას დავესწარი, ეს იყო 1995 წელს უროლოგიის ცენტრში, იმ დროს უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავი. 1997 წელს უკვე შეიქმნა ეს დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელიც დაარსების დღიდან მამაჩემი იყო.



- მოდით, მკითხველს ავუხსნათ, რა არის გვამური დონაცია?
- თავდაპირველად მოგიყვებით, როდის დაიწყო საქართველოში ტრანსპლანტაცია: ჩვენს ქვეყანაში, პირველად, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ბატონი რაული მანაგაძის და ვალერი შუმაკოვის ხელმძღვანელობით, ოთხი გვამური გადანერგვა 1977 წელს გაკეთდა. სამწუხაროდ, იმ დროს, არ არსებობდა იმუნიტეტის დამთრგუნავი პრეპარატები, ვინაიდან ორგანიზმი ყველა გადანერგილ ორგანოს აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს და იწყებს მის მოცილებას, რასაც შემდგომი გართულებები მოჰყვება. მოსკოვში ვალერი შუმაკოვის სახელობის ძალიან დიდი ტრანსპლანტაციის ინსტიტუტია, სადაც მეც მიმუშავია, იქ ფაქტობრივად, ყველაფერი კეთდება, გულის გადანერგვის ჩათვლით. შემდეგ უკვე 1995 წელს, თბილისში, ფრანგი კოლეგების დახმარებით, ჩატარდა პირველი ნათესაური ტრანსპლანტაცია. აქვე განვმარტავ, რით განსხვავდება ნათესაური და გვამური ტრანსპლანტაცია ერთმანეთისგან: პირველი ნიშნავს, როცა ოჯახის წევრები ნებაყოფლობით აძლევენ პაციენტს ორგანოს, საუბარია თირკმელზე, ღვიძლის წილზე და ა.შ. ხოლო გვამური დონაცია ნიშნავს, ადამიანის არაბიოლოგიურ გარდაცვალებას _ როცა დადგინდება ტვინის სიკვდილი და მოხდება ამის კონსტატაცია, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი განხილულ იქნას, როგორც პოტენციური დონორი. გვამური დონაციით ჩვენ შეიძლება გადავარჩინოთ 6 ადამიანის სიცოცხლე, ხდება გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, ნაწლავის, თვალის რქოვანას გამოყენება.



- სპეციალისტთა რა ჯგუფი ადგენს, ადამიანის ტვინის სიკვდილს, რომლის შემდეგაც შესაძლებელია გვამური დონაცია?
- ამას სჭირდება ეთიკური კომისია, სადაც შედიან სხვადასხვა ჯგუფის ექიმები და არაექიმებიც - ამ შემთხვევაში, იურისტები. პირველ რიგში, სხვადასხვა გამოკვლევებით, ექიმები ადასტურებენ ადამიანის ტვინის უცილობლივ სიკვდილს, ასეთ დროს პაციენტი აპარატზეა შეერთებული, თუმცა გული ცოცხალია. ამის შემდგომ კი, უკვე დგება დონაციის საკითხი, ამას ჰქვია გვამური დონაცია.



- საქართველოში, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ასეთ პაციენტს აპარატიდან არ რთავენ. როგორ შეიძლება ეს მენტალობა შემოვაბრუნოთ და ხალხი დავარწმუნოთ, რომ გვამური დონაციით, შეიძლება სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა?
- ჩვენთან სასწაულების  სჯერათ, არადა, როცა ტვინის სიკვდილი დაფიქსირდება, იქ ვერანაირი სასწაული ვეღარ მოხდება. თუ `სასწაული~ მაინც მოხდება, მაშინ გამოდის, დიაგნოზი არ იყო სწორად დასმული _ გამორიცხულია, ტვინის რეალური სიკვდილის შემთხვევაში, რაიმე სახის აღდგენა და რეინკარნაცია. ასეთ დროს, ადამიანი გარდაცვლილად ითვლება, იმის მიუხედავად, რომ გული მუშაობს და ორგანიზმი აგრძელებს ფუნქციონირებას. უხეშად რომ ვთქვათ, როცა პაციენტის ორგანოები ვეღარ გაუძლებს აპარატზე ყოფნას, ამ შემთხვევაში უკვე ბიოლოგიური, ანუ ორგანიზმის სრული სიკვდილი ფიქსირდება. ასეთ დროს დონაცია უკვე აღარ შეიძლება.



- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გვამური დონაციის წინააღმდეგი არ არის, ამ საკითხზე აზრი ეკლესიაში და მრევლში ორად არის გაყოფილი...
- ამ საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია დადებითია. სასულიერო პირებთან საჭიროა მუშაობა, მათ კარგად უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რაზეა აქ საუბარი. ჩემი ღრმა რწმენით, ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება, მის სულს უკვე ორგანოები აღარ სჭირდება, ამ ორგანოებით კი, შეიძლება კიდევ რამდენიმე ადამიანი გადავარჩინოთ. რაც შეეხება ხალხს _ მე ვფიქრობ, საქმე გვაქვს მენტალობის პრობლემასთან და ექიმების მიმართ უნდობლობასთან. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი და კლიშე, რომელიც დასანგრევია. ვფიქრობ, გვჭირდება აქტიური პროპაგანდა, რომ ეს დარგი ავაღორძინოთ ქვეყანაში. როგორც იცით, უცხოეთში წასვლა და ტრანსპლანტაციის გაკეთება ძალიან ძვირია და თუ ჩვენ აქ ავაღორძინებთ აღნიშნულ დარგს, ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ უკვე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში მოხდება ამ ყველაფრის უფასოდ ჩატარება. საქართველოში ამჟამად მხოლოდ თირკმლის ტრანსპლანტაცია ფინანსდება სრულად.



- იქნებ მკითხველს ავუხსნათ, გვამური დონაციის უპირატესობა რა არის?
- ოჯახის წევრისთვის გვამური დონაცია ყოველთვის არის დამზოგავი, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვაზე, მაგრამ ამის გარდა, არსებობს კიდევ ე.წ. კენტი ორგანოები - მაგალითად, გული, რომელიც ადამიანს აქვს ერთი და მისი გაყოფა, უბრალოდ, გამორიცხულია. სწორედ კენტი ორგანოების შემთხვევაში, გვამური დონაცია არის უდიდესი გამოსავალი, იგივე კარდიომიოპათიების დროს და ისეთი პათოლოგიების შემთხვევაში, რომელიც, ფაქტობრივად, შეუქცევადი პროცესია. გვამური დონაცია, გვაძლევს შანსს, რომ დავიწყოთ უკვე კენტი ორგანოების გადანერგვაც, რაც ჯერჯერობით ჩვენთან საერთოდ არ ჩატარებულა.



- არის საქართველო მზად იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური ოპერაციები გაკეთდეს? არსებობს ჩვენთან სპეციალისტთა გუნდი, რომელიც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას აიღებს და ამ რთულ ოპერაციას წარმატებით დაასრულებს?
- ვინაიდან ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს ასეთი მიმართულებები, უცხოეთის მაგალითზე გეტყვით: იქ არსებობს საერთო ბაზა, სადაც არის მომლოდინეთა სია _ ასეთი სია საქართველოშიც არის. სიაში შედიან ის პაციენტები, ვინც ელოდება ორგანოს და დონორის გამოჩენის შემთხვევაში, კარდიოლოგების, უროლოგების, ქირურგების ბრიგადა ყველა თავის ორგანოს `იღებს მომლოდინე პაციენტის გადასარჩენად. ვფიქრობ, ჩვენთან თავიდან უფრო ადვილი იქნება თირკმლის და ღვიძლის გვამური დონაციის დაწყება, რადგან ეს თემები უკვე საქართველოსთვის გავლილი ეტაპია და ასე თუ ისე, ამ მიმართულებებით ბევრი გამოცდილებაა დაგროვილი. თუ ეს დარგი დაინერგა, შემდეგ უკვე სხვა მიმართულებების კუთხით მუშაობის დაწყებას მხოლოდ და მხოლოდ მონდომება და კარგი ორგანიზებაღა უნდა. ამას სჭირდება სხვადასხვა მიმართულება - ლაბორატორია, კვალიფიციური კადრები და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მართალია, საქართველოში ლაბორატორია გვაქვს, მაგრამ აქ არის ოპერატიულობაზე საუბარი, ვინაიდან ის ანალიზები, რომელიც ჩვენ გადანერგვისთვის გვჭირდება, არის ასეთი ტიპის - შეთავსებადია თუ არა დონორის ორგანო მომლოდინეთა სიაში მყოფი პაციენტის ორგანიზმთან? ამას სჭირდება სწრაფი მუშაობა და ესეც მოგვარებადია. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ხალხში არსებული მენტალური კლიშე და უნდობლობა ვერ გადავლახეთ - საუბრით ყველა საუბრობს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველა თავს იკავებს. ამ კუთხით პროპაგანდაა საჭირო, როგორც გითხარით, და პროპაგანდის სლოგანად ეს მიმაჩნია - იღუპება ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია გადაარჩინოს 5-6 ადამიანის სიცოცხლე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დონაცია დასაშვებია 60-65 წლამდე, რადგან ამ ასაკის შემდგომ იწყება ორგანოების ცვეთა.



- ფაქტობრივად, თქვენ თავად შექმენით აღნიშნული სლოგანის პრეცედენტი _ სიცოცხლის დაზღვევის ბარათში გიწერიათ, რომ თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, იქნებით სხვა ადამიანების დონორი.
- საქართველოში მე ვარ ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, იმ 40 ადამიანიდან, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, ჩემი სხეულის ორგანოები საჭიროებისამებრ გამოიყენონ.



- მაგალითად, ღვიძლის გადანერგვის დროს, რამდენ ხანს ცოცხლობს პაციენტი, რამდენად უმჯობესდება მისი ჯანმრთელობა და ნათესაურ დონაციას, ანუ ღვიძლის წილობრივ გადანერგვას გვამური დონაცია რით სჯობს?
- აგიხსნით, არის ღვიძლის ორი სახის გადანერგვა - წილობრივი და მთლიანი გადანერგვა. საქართველოში კეთდება მხოლოდ და მხოლოდ წილობრივი გადანერგვა, ნათესაური დონაცია და მივესალმები, რომ ნათესაური დონაციის საკითხი ჩვენს ქვეყანაში დაიძრა, მაგრამ ამასთან ერთად, საჭიროა გვამური დონაცია, რომ მოხდეს მთლიანი ღვიძლის გადანერგვა. ასეთ დროს, ჩვენ აღარ დაგვჭირდება დონორების ტრავმირება, ყველა ოპერაცია არის დიდი რისკის მატარებელი და ამ მეთოდით რისკებს ავიცილებთ თავიდან. გვამური დონაცია თავიდან აგვარიდებს შემდგომში ძალიან ბევრ საშიშ გართულებას. ვისაც სჭირდება კენტი ორგანოს გადანერგვა, მათთვის ეს იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნათესავი დონორი არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნათესავთა წრე ფართოა.



- ვინ ადგენს ნათესაურ კავშირს?
- ნათესაობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს ის კლინიკა, სადაც კეთდება აღნიშნული ტრანსპლანტაცია, შემდგომ კი დოკუმენტაცია წარედგინება სამინისტროში არსებულ ტრანსპლანტოლოგთა საბჭოს. რაც შეეხება მეგობრების დონორობას: საქმე შედის სასამართლოში და სასამართლო განიხილავს, ნამდვილად პაციენტის მეგობარია თუ არა პოტენციური დონორი და შეუძლია თუ არა მას, მისცეს თირკმელი თავის მეგობარს? ანუ აქ ექიმი არ წყვეტს, პაციენტი და პოტენციური დონორი მეგობრები არიან თუ არა, ამას წყვეტს სასამართლო და ის ამბობს - კის, ან არას.



- საქართველოში როდის ჩაატარეთ პირველად ტრანსპლანტაცია და რა ორგანოზე?
- ეს იყო თირკმლის ტრანსპლანტაცია 2013 წელს. საერთო ჯამში, 300-ზე მეტი ამ და მსგავსი ტიპის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან, მინიმუმ, 150 ოპერაციის დროს მთავარი ოპერატორი გახლდით. მოვიდა უკვე ის დრო, როცა საქართველოდან არ უნდა მიდიოდნენ უცხოეთში პაციენტები და პირიქით, აქეთ უნდა ჩამოდიოდნენ და ყველაფრის პარალელურად, ჩვენ უნდა შევძლოთ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაც. აღნიშნული მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სფეროა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის ფაქტობრივად, შეუფასებელი სიკეთე იქნება.


 



ნინო სიხარულიძე


 


თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

უცხოელი სპეციალისტები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში გაეცნენ

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან.

"სოლიდარიბა მაღაროელებს" ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ

ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მაღაროელებს და ამბობენ რომ 21-ე საუკუნეში ამ პირობებში და ამ ხელფასით ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ, აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას შს სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.

დაზიანებული ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები - ბათუმში ძლიერი ქარია

ბათუმში ამ წუთებში ძლიერი ქარია, რის გამოც ქუჩებში გადაადგილება სახიფათოა.

სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის
ბრალდებით, 3 პირი დააკავა.

შსს-მ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავეს.


მარიამ ქვირივშვილი ICCA-ს პრეზიდენტს შეხვდა

ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის IMEX 2019 ფარგლებში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

გენადი არველაძე საქართველოში მალაიზიის ელჩს შეხვდა

24 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოში მალაიზიის ელჩს რაჯარეზას შეხვდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ცხრა კანდიდატს სურს

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ცხრა კანდიდატს სურს. მათ შორის ვინ დაიკავებს მაუწყებლის დირექტორის პოსტს 10 დღეში გახდება ცნობილი.

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული გ.ჭ. დამნაშავედ ცნო.

ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.