სირიის ოპოზიციამ ასადის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით დაგმო

სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარებასთან დაკავშირებით მკაცრად დაგმო.

ამის შესახებ ნასრ ალ-ჰარირიმ 28 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.


გამოსვლაში ნასრ ალ-ჰარირიმ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.


„რამდენიმე დღის წინ, სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე და „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, რომ ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „აღიარებას”, - განაცხადა ნასრ ალ-ჰარირიმ.


„უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტი“ აერთიანებს სირიის ოპოზიციურ ძალებს.


კომიტეტი ჩართულია გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.


29 მაისს გახდა ცნობილი, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.


ამავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.


რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს. მოგვიანებით კი საქართველოს ეს რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

სოხუმის მტკიცებით, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ცხინვალის მტკიცებით, სირიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

სირიის არაბთა რესპუბლიკამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

 

 

ლეონიდ სლუცკის თქმით, საქართველოს საბოლოოდ მსოფლიო იზოლაცია ემუქრება

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მიესალმება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.