გრიგორი კარასინის თქმით, ქართული მხარის გადაწყვეტილებები სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობებს აუარესებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, "ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ მივყავართ“.

ამის შესახებ კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრაზე განაცხადა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე "განიხილებოდა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ინციდენტებზე რეაგირების საკითხები. თბილისის მიერ დეკლარირებული გადაწყვეტილებები, „კეთილი ზრახვებისა“ და “უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯების“ მიუხედავად, ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ მივყავართ. ამის მაგალითია გაეროში შეტანილი მორიგი რეზოლუცია დევნილებთან და გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, ასევე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სია”,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.


სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის ფორმატში პროგრესის მიღწევის მზაობას, რომლის მთავარ მიზანს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.


21 მარტს საქართველოს პარლამენტმა ე.წ."ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" დაამტკიცა.


26 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სიაში 33 ადამიანია შეყვანილი. პრემიერის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.


ამასთან, როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სია აუცილებლად გაფართოვდება.


30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.


22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

გიგა ოთხოზორიას საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მმაუკა ბახტაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება

ჩვენ გავაკეთეთ სია, მასში არის 33 ადამიანი და ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება.

ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.