კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში - გამჭვირვალობის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.

კვლევაში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.



ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია:  მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით და  რომელთა გამოსწორებაც არ მოხერხდა სასამართლო სისტემაში და მის გარეთ არსებული წინააღმდეგობის გამო.


"არსებული კანონმდებლობა, მათ შორის, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს და მათ კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობა ზრდის სისტემაში კორუფციის რისკებს და ძალთა კონცენტრაციას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში ახდენს, რის შედეგადაც გადაწყვეტილებების მიღება დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი.



მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი წესი ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და ქრონიზმის რისკებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია გაუმართლებლად  ფართო დისკრეცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, რის შედეგადაც მოსამართლეები დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებოდნენ.  შედეგად  თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით გადაინიშნა, ლევან მურუსიძე, ხოლო უვადოდ დაინიშნენ: მანუჩარ კაპანაძე (სულხან მოლაშვილის საქმე), გიორგი გოგინაშვილი (სერგო თეთრაძის საქმე) და სხვა ისეთი მოსამართლეები, რომელთა მიერ წარსულში განხილული საქმეები არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ რეპუტაციაზე მიუთითებდა.



სასამართლოში არსებობენ გავლენიანი მოსამართლეები, რომლებიც ძირითადად საბჭოში ერთიანდებიან და აქვთ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის სხვადასხვა ბერკეტი.


მათ შორის: მოსამართლეთა დისციპლინირების, დანიშვნის/გათავისუფლების, დაწინაურების, დანამატების განსაზღვრისა და სასამართლოს თავმჯომარეების დანიშვნის მექანიზმები, რაც ხშირად, მოსამართლეთა ამ გავლენიანი ჯგუფის მიერ, შერჩევითად გამოიყენება. აღნიშნული ბერკეტები ქმნის მოსამართლეებზე არასათანადო ზემოქმედების საფრთხეებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის კორუფციის რისკებს. სასამართლოში ასეთ გავლენიან მოსამართლებად მიიჩნევიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ლევან თევზაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, შოთა გეწაძე, დავით მამისეიშვილი.



მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გავლენიანი მოსამართლეების მიერ სისტემაში განსხვავებული აზრის დევნა. ამის მაგალითია, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის” წევრების სისტემიდან თანდათანობით განდევნა. თავდაპირველად ასოციაცია 50-მდე მოქმედ მოსამართლეს აერთიანებდა, დღეის მდგომარეობით, მასში, არცერთი მოქმედი მოსამართლე წევრი აღარ ირიცხება - მოსამართლეების ნაწილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ  თანამდებობაზე აღარ გადაინიშნა, ხოლო ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ასოციაცია. განსხვავებული აზრის მიუღებლობის მაგალითია ასევე მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებები.



სასამართლოსადმი უნდობლობას ასევე აძლიერებს ისიც, რომ წლების განმავლობაში სასამართლოებისა და კოლეგია/პალატების თავმჯდომარეების პოზიციები უკავია მოსამართლეთა ერთი და იგივე მცირე ჯგუფს, რომლებიც დანარჩენი მოსამართლეების უფროსებად აღიქმებიან. ეს მოსამართლეები გავლენიან მოსამართლეებად მიიჩნევიან სისტემაში.


არ არსებობს სასამართლოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი სისტემა.
საგამოძიებო ორგანოებმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება სასამართლოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, ხოლო სასამართლო სისტემასთან და მის მოხელეებთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს.
მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებამოსილებებს. კანონით გარანტირებული უნდა იყოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური და ფუნქციონალური დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, საბჭოს არ უნდა ჰქონდეს სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის უფლებამოსილება- თავმჯდომარეები  თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.
სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვას ის უფლებამოსილებები, რომლებიც მათ საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობას აძლევთ. მათ შორის, თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვათ უფლებამოსილება, ერთპიროვნულად განსაზღვრონ ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობა სასამართლო კოლეგიებში, რაც საქმეთა განაწილების მოქმედი წესის მიზნების საპირისპიროდ, საქმეთა განაწილებაში არასათანადო ჩარევის სერიოზულ რისკებს შეიცავს.
უნდა გაძლიერდეს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის  არსებული ფართო და ბუნდოვანი საფუძვლები უნდა დაკონკრეტდეს და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.


იმედს ვიტოვებთ, რომ კვლევის შედეგად გაკეთებული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისიწნებული იქნება საბჭოს წევრების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია:


საგამოძიებო ორგანოებმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინონ ეფექტიანი რეაგირება სასამართლოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, ხოლო სასამართლო სისტემასთან და მის მოხელეებთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს.



მიღებულ იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებამოსილებებს.


კანონით გარანტირებული უნდა იყოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური და ფუნქციონალური დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, საბჭოს არ უნდა ჰქონდეს სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის უფლებამოსილება- თავმჯდომარეები  თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.



სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვას ის უფლებამოსილებები, რომლებიც მათ საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობას აძლევთ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. 


"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

სს "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,  17/09/2019-ში 01:00 საათიდან 17/09/2019 04:00 საათამდე  გაითიშება სს "საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული ქსელი. 

საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზრბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.
 

იოჰანეს ჰანი: "მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის"

საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში  განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, 19,280 ღერი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 
ზესტაფონში დედა და ორი შვილი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

უბედური შენთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა გოგონა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა.

"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019" გაიხსნა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

 
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა.

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს შეხვედრა გაიმართება

თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას 2019 წლის 17 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მასპინძლობს.

განათლების მინისტრი: „ევროპული ხარისხი განათლების სფეროში - ეს ჩვენი სტრატეგიაა“

განათლების რეფორმის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და ახლო მომავალში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.

ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

დღეს,საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, Microsoft-ის ხელოვნურ ინტელექტზე ქართული ენის შესახებ.

ფულადი გზავნილების მოცულობა ევროკავშირიდან 24.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ით $146.4 მლნ-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლარი მცირედით გაუფასურდა

16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9607 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.01 თეთრი შეადგინა.
  

კახა კალაძე: "როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილება მიიღო

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება.