შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორი: სისტემური მიდგომით ყველა მძღოლი ვინც წესებს დაარღვევს, მყისიერად დაჯარიმდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე სატელევიზიო ეთერში სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზე და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.

 „შინაგან საქმეთა სამინისტროში იდენტიფიცირებას ახდენს ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელის, მარკის და სანომრე ნიშნის. შესაბამისად ყველა ის სანომრე ნიშანი, რომელიც იდენთიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ კერძო პირების. სისტემური  მიდგომა, გახლავთ ის რომ ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მძღოლს ჰქონდეს ვალიდური მობილურის ნომერი მითითებული მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რათა დარღვევისას მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება. სხვა შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ფოსტის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ მისამართზე აგზავნის კონკრეტულ ვიდეო ჯარიმას.იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არ იბარებს ვიდეო ჯარიმას, ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხდება საჯაროდ გამოქვეყნება ამ ჯარიმის. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და თითოეულ მძღოლს დამატებით კიდევ 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად. თუ არ იხდის, ჯარიმის ოდენობის ორმაგი რაოდენობის საურავი ედებათ და ამიტომ საჭიროა ვალიდური მობილური ტელეფონის ნომერი ჰქონდეთ მითითებული.ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი 6 თვეა არსებობს, სისტემა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე იქნა დანერგილი არის საკმაოდ ეფექტური, გვაქვს მზარდი ტენდენცია აღსრულების ნაწილში. ყველაზე მთავარი ჩვენთვის რაც არის, გვინდა მაქსიმალურად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმირებული.ყველა მოქალაქეს და მძღოლს სამოქალაქო ვალდებულება უნდა ჰქონდეს, იმის რომ აუცილებლად გადაამოწმოს ამ ტიპის ინფორმაცია. შინაგანი მოწოდება უნდა ჰქონდეს, რომ არ დაარღვიოს საგზაო უსაფრთხოების წესები და თავიდან აირიდოს კონკრეტული ფოტო-ვიდეო ჯარიმა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავის მხრივ აუცილებლად გააგრძელებს, ინტენსიურ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით რათა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების დონე ქვეყნის მასშტაბით,“-განაცხადა გიორგი არსოშვილმა.


დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.


ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.


ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს თბილი ამინდი იქნება შენარჩუნებული.

ცოლისძმის მკვლელობაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 6 სექტემბერს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ფ.კ-ს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერი ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და ქვეყნის რეგიონულ როლზე ესაუბრა.

სოფიო ქაცარავა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციასთან.

"მთავარი მიზანია მივიღოთ წყლის შესახებ ისეთი კანონი, რომელიც იქნება ეფექტური აღსრულების კუთხით"

"მთავარი მიზანი ყველას ერთი გვაქვს - მივიღოთ წყლის შესახებ ისეთი კანონი, რომელიც იქნება ეფექტური აღსრულების კუთხით და მასში ყველას ინტერესი იქნება რაციონალურად გათვალისწინებული", - ამის შესახებ კახა კუჭავამ განაცხადა.

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულს გირაო შეეფარდა

ზუგდიდში, ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაკავებულ ზაზა ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ზუგდიდის საკრებულოში მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ხმაურია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადება ცნობად მიიღეს.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების lll სემინარი გაიმართება

19 სექტემბერს 14:00 სთ-ზე სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მესამე სემინარი გაიმართება.

სოფო კილაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ლამბერტო ზანიერს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე უმცირესობის საკითხებში ეუთო-სუმაღლეს კომისარს, ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილების გზით ცდილობს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას”

პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლოფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ლამბერტო ზანიერის შეხვედრა ცესკოში

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს  ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი 19 სექტემბერს, 14:00 საათზე გერგეთი ქ. №3-ში პრესკონფერენციას გამართავს.

რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას”

„ნაციონალური მოძრაობა სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

"კონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ"

"ონსტიტუციური ცვლილებებით საკმაოდ თამამი და გაბედული გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, რომ პროკურატურა იყოს სრულიად დამოუკიდებელი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

ნინო წილოსანი: „აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა საპენსიო რეფორმის შესახებ“

ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით, ჩოხატაურში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „საპენსიო რეფორმა“.

ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, რასმუს ვანდალს შეხვდა  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წამყვან მკვლევარს, რასმუს ვანდალს შეხვდა.

CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გამოცდილების გაზიარების მიზნით ბულგარელ კოლეგას უმასპინძლა

სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აჭარის პროკურატურას ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის  ვარნას სამხარეო პროკურორის მოადგილე სვეტლანა დანევა სტუმრობდა.

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალმა ელჩმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი ჰუბერტ კნირში, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვა განათლების სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება.