ჰელსინკის კომისიაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე მოსმენა გაიმართა

აშშ-ის კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში მოსმენა გაიმართა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“. 

კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, „Heritage Foundation”-ის მკვლევარი ლუკ კოფი, „U.S. Atlantic Council”-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.


დავით ბაქრაძემ მოსმენის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.


საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკასა დაკონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საერთაშორისოთანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.


„როცა ვსაუბრობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აშშ-ს, როგორც საქართელოს სტრატეგიულ პარტნიორს და ჟენევის მოლაპარაკებების თანამონაწილეს განსაკითრებული ფუნქცია ენიჭება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართელო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ ქმედებებს, რასაც აშშ ახორციელებს საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მხარდაჭერა თვალსაჩინოა. საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესის, მთვრობის და ადმინსტრაციის მხრიდან. საქართველოს აშშ-ს ორმხრივი ურთოერთობები არასოდეს ყოფილა ესეთი მჭიდრო და ეს პროცესი დადებითად ვითარდება არსებული ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ გვჯერა, რომ რთული და დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ შევძლებთ საქართველოში უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ამ მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია ყველა არსებულ საერთაშორისო და აშშ-რუსეთის ფორმატებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმა. სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით, აშშ-ს მტკიცე პოზიცია და მკაფიო გზავნილი, რესეთის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტოიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევასთან მიმართებით",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.


2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზეროგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. 


მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ,რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავებისმიმართულებით. 


აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.


 


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.