„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს.

ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ჩინეთის სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ფონდის (PPP FUND) საბჭოს თავმჯდომარეს ჭოუ ჩენგიუეს შეხვდა.

PPP ფონდი ჩინეთის სახელმწიფოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე  ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა პირველად PPP ფონდის საქმიანობის ისტორიაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინვესტიცია სწორედ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში განახორციელოს. საქმიან შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.  

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის სტრუქტურაში არსებული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელთან ჭანგ იანთან გამართეს შეხვედრა. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენის დირექტორმა გიორგი დანელიამ და ფონდის შვილობილი, „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კვერნაძემ ასოციაციის მენეჯმენტს ფონდის მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა დეტალურად განიხილეს პოტენციური საინვესტიციო პროექტები და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სტუმრად იმყოფებოდა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმსხვილესი ტელეარხის „CCTV 7“-ის ეთრში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაუწყებლობს. არხის მიწვევით, დავით საგანელიძემ „CCTV 7“-ის პირდაპირ ეთერში 2-მილიარდიან აუდიტორიას საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვეტიციო, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. ასევე, ტელეკომპანიის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მოიწვია და სპეციალური გადაცემის მომზადება შესთავაზა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ქართულ მეღვინეობას გაუწევს პოპულარიცაზიას.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაცია „China Transinfo”-ს მენეჯმენტს შეხვდა. კორპორაცია ჩინეთის ყველა სახის შიდა სატრანსპორტო საშუალებას უწევს ზედამხედველობას და უზრუნველჰყოფს მათ უსაფრთხოებას. აგრეთვე, ფლობს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უდიდეს მონაცემთა ბაზას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპანიას ლოგისტიკური მიმართულებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის საქმიანი შეხვედრები ქალაქ შენჭენისა და გუანჭოუში.


ხარაგაულში მოსახლეობა ამბულატორიის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოსახლეობამ ამბულატორიისათვის განკუთვნილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა.

ზუგდიდის სოფელში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

კობი-გუდაურის გზაზე სატვირთოების მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.

კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.