თავდაცვის მინისტრმა ნორიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

 

 

 

„სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს - თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება“,-განაცხადა იზორიამ.


თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებას სამხედრო პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით -სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა.


„რაც შეეხება ფაქტებს, სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის მიღმა ხდება, აქ ყველაზე კომპეტენტური, ბუნებრივია, სამოქალაქო პოლიციაა პროკურატურის ჩართულობით“,-აღნიშნა იზორიამ.  


ლევან იზორიას თქმით,  სამხედრო პოლიციამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და ჰქონდა მყისიერი რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. სამხედრო პოლიციამ დაადგინა ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო პოლიციას სამედიცინო პერსონალისგან შეტყობინება უკვე ჰქონდა მიღებული. ეს შეტყობინება კი, ეფუძნებოდა სამხედრო მოსამსახურეების პირველად ინფორმაციას, რომ სერგო ჯიმშერაშვილი  შეუძლოდ გახდა და დაზიანებები დაცემის დროს მიიღო.  


აღნიშნული პირველადი ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეები მალავდნენ დანაშაულს. სწორედ ამ საფუძვლით, ოთხი პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო ერთი პიროვნება - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით არის ბრალდებული. ეს უკვე იმ გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომელიც სამოქალაქო პოლიციამ განახორციელა. ასე რომ, ის ბრალდება, თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა - არასწორია. ამას კანონი უკრძალავს და ის ქმედებებში შეზღუდულია“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.  


მისი თქმით, "სამხედრო პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო მოსამსახურე სუფრასთან შეუძლოდ გახდა, წაიქცა და დაზიანებები მიიღო. სწორედ იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეებისგან  დანაშაული იმალებოდა, ისინი ახლა პასუხისმგებაში არიან მიცემული. აქედან გამომდინარე, ცალსახად ვამბობ, რომ პირველადი ინფორმაციით, სწორედ ასეთი შეტყობინება შევიდა სამოქალაქო პოლიციაში. შემდგომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მართალია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თუმცა, იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც ექსპერტიზისგან მიიღო, ის გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დღეს, სწორედ ერთ-ერთი პირი მიცემულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პასუხისმგებაში.


 


ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არა მხოლოდ მინისტრს, არამედ მთლიანად შეიარაღებულ ძალებს ეხება - რომ უდისციპლინობას აქვს ადგილი, მეთაურებისგან უპასუხისმგებლო ქმედებებს აქვს ადგილი. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი ძალიან დაკვირვებული ანალიზის საგანი უნდა იყოს, მით უფრო, როდესაც შეიარაღებულ ძალებს ვეხებით".      


 


ქუთაისის შემოვლითი გზის ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. 

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული კ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა.

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში და ქობულეთში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

პოლიციამ ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი - 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

წითელ ხიდზე და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი", არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

20 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ  „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

გალელი გოგოს ცხოვრება – ერთი საერთო ისტორია

ქართულ ენასა და ლიტერატურას ართმევდნენ, მაგრამ უფრო გაძლიერებულად სწავლობდა. მიხვდა, ცრუ ისტორიას ასწავლიდნენ და ნამდვილი ისწავლა. სამშობლოს სიყვარულს უკრძალავდნენ და უფრო შეუყვარდა.

მაშველებმა ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელს ბრალი წარუდგინა

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

„რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი თამბაქოს ქართულ წარმოებას იმპორტიორების სასარგებლოდ უთხრიან ძირს

„თბილისის თამბაქოს“ მიმართვა საქართველოს მთავრობას.

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 16 ივლისს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის აღწერა მოხდება

თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

საქართველოს მეცნიერები ციტირების ინდექსით პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერები არიან

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცნიერების, მკვლევართა პუბლიკაციებს ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

ახალი ნაბიჯი სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ - განათლების სამინისტრო EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ემზადება

„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება",-ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. 

თბილისს 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები დაემატება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის საკითხები განიხილა.

პრემიერი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.

თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების მოწყობას წელსაც გეგმავს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა.

დედაქალაქის მერია თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს.

მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს

კიდევ ერთი საკითხი, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ითვალისწინებს, ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.