43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ფარგლებში გადამზადდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა.

საბრძოლო მომზადების ცენტრისა (CTC)  და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, 43-ე ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს.


13-კვირიანი ინტენსიური წვრთნების შედეგად ამაღლდა ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი, მომზადების პერიოდში შემუშავებული ტაქტიკური სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით გაუმჯობესდა მართვისა და კონტროლის პროცედურები. წვრთნებში ჩართვამდე კი, სრულად აღიჭურვა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინდივიდუალური და კოლექტიური შეიარაღებით.


დღეს საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) 43-ე ბატალიონის მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველი როტაციის წარმატებით დასრულება აღინიშნა. 43-ე ბატალიონის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირად შემადგენლობას, ასევე აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს წვრთნების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მ.შ., პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიულოცეს.


„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით დავიწყეთ ახალი ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის არის მიმართული. 43-ე ბატალიონს  დიდი პატივი გქონდათ დაგეწყოთ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კურსი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 13 კვირის განმავლობაში თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, დისციპლინის მაღალი ხარისხით და თანამშრომლობის საუკეთესო ფორმით, რომელიც ამერიკელ და ქართველ ინსტრუქტორებთან ჩამოგიყალიბდათ, მიაღწიეთ განსაკუთრებულ წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, კიდევ უფრო აამაღლებს მის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტ დაცულობას. ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას კი, ვხედავთ სწორედ იმ გზაზე, რასაც ნატოში ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჰქვია“,  - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიება CTC ცენტრის ქართველ და ამერიკელ ინსტრუქტორთა, ასევე 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. 


უპრეცედენტო პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში 43-ე ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი იყო საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) - 53-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი. მენტორებმა ქვედანაყოფზე დაკვირვება და საბოლოო შეფასება სპეციალური ფორმით საბრძოლო ძალის ელემენტების 6 მიმართულებით განახორციელა: სახმელეთო მანევრი, საცეცხლე საშუალებების გამოყენება, სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება, ძალთა დაცვა, მართვა და კონტროლი, შენარჩუნების ოპერაციები.


43-ე ბატალიონმა CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით,  GDRP-ის ფარგლებში მიღებული საბრძოლო გამოცდილების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა  (homestation training plan) უკვე შეიმუშავა. დღეიდან, ქვედანაყოფი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას. ქვედანაყოფის მზადყოფნის დონეს კი, პერიოდულად  მონიტორინგს გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მზადყოფნის სამმართველო გაუწევს.  


13-კვირიანი მომზადების ფარგლებში 43-ე ბატალიონმა საბრძოლო მომზადების სრული ციკლი მაქსიმალურად მიახლოებული ბრძოლის პირობებში ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში  გაიარა.


საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია  საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.


 


ტყიბულში საავტომობილო გზიდან მანქანა გადავარდა

ტყიბული-ამბროლაურის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე, ავტომობილი გზიდან გადავარდა.

ანა რეხვიაშვილი: ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისგან პასუხს ელოდება

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა და მათგან პასუხს ელოდება.

სკანდალური ამონარიდი ოქრუაშვილის ჩვენებიდან, „რუსთავი 2“–ის წილებთან დაკავშირებით

„პირველისთვის“ სანდო წყაროსგან ხელმისაწვდომი გახდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 2014 წლის 1–ლი აპრილის ჩვენება, რომელშიც ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის წილების გასხვისებაზე საუბრობს.

 

ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ქუთაისში, პატრულის თანამშრომლებმა სუიციდის ფაქტი აღკვეთეს

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე კაცმა თვითმკვლელობა სცადა. ის ქალაქის გასასვლელში არსებული ხიდიდან, წყალში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ფაქტი საპატრულო ეკიპაჟმა დააფიქსირა.

პატრიარქი: ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს

ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე მესამე სექტორსა და ოპოზიციაზე: ეს ხალხი იტყუებოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ მცდარია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გურამ ნიკოლაშვილი: სალიამ არხის მიმართ უნდა შეინარჩუნოს ცივი და ფლეგმატური დამოკიდებულება

“გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არა მხოლოდ ხალხის დამოძღვრა, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

VIDEO- ომალოში დაშავებული ამერიკელები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა

ამერიკის მოქალაქეები, რომელიც გუშინ მაშველებმა გადაარჩინეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა.

გურამ ნიკოლაშვილი: არასამთავრობო სექტორი „რუსთავი 2-ის“ დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცა

„ეს განაჩენი არის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი დავა „რუსთავი 2-ის“ მფლობელებს შორის

„სტრასბურგმა თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში - „ევროპული გაკვეთილი საქართველოს“.

შესრულდება თუ არა ჟურნალისტების მოთხოვნები - როგორ დასრულდა პაატა სალიას შეხვედრა ,,რუსთავი2"-ის თანამშრომლებთან

მე არ მინდა ამ ადამიანებს მესამე პირების საშუალებით ველაპარაკო,- ასე უპასუხა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, შეიქმნება თუ არა საზოგადოებრივი საბჭო.

ზუგდიდელმა მომღერალმა აშშ-ში ფესტივალზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზუგდიდელმა მომღერალმა თამუნა ლილუაშვილმა ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახალციხეში სომხურ ეკლესიაში შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს

ახალციხეში, რაბათის უბანში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძრიდან, გასაყიდი ეკლესიური ნივთები და შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს.

არჩილ თალაკვაძემ მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მერილენდის შტატში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობით დაასრულა.

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოდესაში მონაწილეობა მიიღეს ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში "Sea Breeze 2019".

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებმაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

რატომ არ შემოუშვეს იულია სუსლიაკი საქართველოში - შსს-ს განმარტება

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, სამართალდამცველებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს და აზერბაიჯანში გააბრუნეს. ამის შესახებ „პირველს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

წყალდიდობა თურქეთში - არის მსხვერპლი

თურქეთში წყალდიდობის შედეგად ერთი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები თიანეთში,  სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.