თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

 

 

განცხადების მიხედვით, ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ., აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ. , საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ. , ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ..


ამავე განცხადების მიხედვით, ანწუხელიძის სახელობის სერჟანტა აკადემიას დაცვით არა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი უწრუნველყოფს, არამედ სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული.


"საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული. შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. 


რაც შეეხება ინციდენტს სიტყვიერი შელაპარაკება სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში 1 აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.


საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; - დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები; - საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი; - გამოიკითხა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი",-ნათქვამია განცხადებაში.


1 აგვისტოს მომხდარ ინციდენთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


 


 


 


ირაკლი კობახიძე: აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

"აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტი", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

"ჩადით რუსეთში და ყველაზე ბობოლა რუსებს ჰკითხეთ ვინ არის ლევან ვასაძე?"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თეთრი სამოსითა და ჯვრით ხელში ვერის ბაღში შეკრებილ იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარების მოწინააღნდეგეები არიან.

ლევან ვასაძემ შს მინისტრს მიღებული გადაწყვეტილებითვის მადლობა გადაუხადა - ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას

ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმსათან დაკავშირებით რომ პრაიდი არ ჩატარდება ბრძული უწოდა.

რუსთავში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო. 

"ის რასაც ლევან ვასაძე ამბობს და რაც ითქვა ვერის ბაღში, არის სახელმწიფოს წიანააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება"

"რაც არ უნდა პატრიოტიზმის დროშა ააფრიალო და გულისამაჩუყებლად ისაუბრო კანონის გარეშე ქმედებები არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ამისშესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

 

ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება

ვერის ბაღში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ჩაჩუა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა.

ნათია თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის  ვიზიტისა და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ი და საქართველო ერთად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი

საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი, როგორც ლოგისტიკისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილს დაკითხვაზე იბარებენ (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ ვერის ბაღში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რაც კანონსაწინააღმდეგოა (ვიდეო)

ვერის ბაღში მეორე დღეა, სახალხო ლეგიონის შესაქმნელად მოხალისეებს ელოდებიან.

საპატრიარქო: LGBT ჯგუფების ლიდერები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს 

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ. 

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

გიორგი თაბაგარი: შსს-ს პოზიცია უცვლელია - ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი განცხადება და მითუმეტეს ქმედება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქცია შეაფასა.

მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას მაია ცქიტიშვილი ჭორს უწოდებს

ვიცე-პრემიერი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია. 

შსს-ს გადაწყვეტილებით პრაიდი არ ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყების პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი.