მამუკა ბახტაძე: როდესაც კაცობრიობა ცდილობს, ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს მავთულხლართები

21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

,,რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს ობიექტურადდ და სამართლიანად დაალაგებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, მშვიდობიანი გზით ევროპული ყაიდის, ძლიერი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა იქნება.


“დღეს 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიდევ ერთი აგრესიული აქტი განახორციელა საქართველოს, ჩვენი სახხელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და დღეს აქ გამოფენილ სურათებზეც ჩანს, რამხელა ტკივილი და უსამართლობა მოიტანა ამ ყველაფერმა. დაიღუპა 170 ქართველი ჯარისკაცი და 200-მდე ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ მივიღეთ დამატებით ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც იძულებული იყო, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და ფაქტობრივად - ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა საქართველოში. ეს არის ძალიან მძიმე გამოწვევა. ეს არის უსამართლობის ნათელი მაგალითი, რასაც დაემატა კიდევ უფრო აგრესიული მცდელობები, რომ მასმედიაში ეს ყველაფერი ძალიან სუბიექტურად გაშუქებულიყო. კარგად მახსოვს, როგორ აგრესიულად მუშაობდა იმ პერიოდში ოკუპანტის პროპაგანდისტული მანქანა და ცდილობდა, მსოფლიო თანამეგობრობისთვს ეჩვენებინა, რომ ეს ყველაფერი თითქოს ინიცირებული იყო ქართული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ მაშინ გვჭირდებოდა რიტორიკის და ამ პროპაგანდის გარღვევა და ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მსოფლიო თანამეგობრობისთვის იმ რეალური სახის ჩვენება, რასაც საოკუპაციო ძალა ჩვენს ტერიტორიებზე ახორციელებდა. მართლაც, შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა საგმირო საქმე ჩაიდინეს. მათ შეძლეს, ფირზე აღებეჭდათ, რას წარმოადგენდა რეალურად საოკუპაციო ძალა, რა აგრესიისა და არაადამიანური მოპყრობის მაგალითი გახლდათ ეს ყველაფერი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, თითოეული ამ ადამიანის ქმედება იმ მომენტში გმირობის მაგალითს წარმოადგენს და გმირობის ტოლფასია. თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი ამისთვის. მინდა, ქედი მოვიხარო იმ 3 ჟურნალისტის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ძალიან დიდი გმირობა ჩაიდინეს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან. ამასთან ერთად, 11-მა ჟურნალისტმა მიიღო ძალიან მძიმე ტრავმა და მინდა, მათაც ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირები არიან. მათ შეძლეს, ფირზე აღებეჭდათ და ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, მსოფლიო თანამეგობრობისთვის აგრესიული საოკუპაციო ძალის რეალური სახე დაენახებინათ. დღესაც, 10 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან დიდი გამოწვევა და ტკივილია. ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ე.წ. მავთულხლართების რეჟიმში. 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, დრო ყველაფერს ობიექტურად და სამართლიანად დაალაგებს. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის ნამდვილი ევროპული ყაიდის, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი პოტენციალისა და ნიჭის რეალიზებას. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სწორედ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ერთად ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი ევროპული სახელმწიფო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შედეგების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა ჟურნალისტს, ფოტოგრაფსა და ოპერატორს, რომლებმაც ომის დღეებში, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მსოფლიო თანამეგობრობისთვის ობიექტური რეალობის მიწოდება შეძლეს.


რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

 

 

ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.

ავსტრალიურ მედია საშუალებებში საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ავსტრალიურ მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ინფორმაციებში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.

კახა კალაძე: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლება და განათლების რეფორმაა

"თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში",- ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები

„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი - პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში" განაცხადა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობა მიიღო 

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ პარტნიორები გახდნენ

დღეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ფონდი "ქართუ": განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" განულებული ვალების პროგრამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანის შერჩევა საქართველოს მთავრობის გონივრული ნაბიჯია!

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სოფიო ქაცარავს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ულოცავს.

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი კანადელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ახალდანიშნულ ელჩს ჯამალ ქოქარს და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიულ და ევროპულ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორს, დევიდ სპრულს უმასპინძლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორი შუქრუთის მოვლენებზე: წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციის, ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას

ჩვენ წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი კონფრონტაციისა და დაპირისპირების, ამიტომ ველოდებით, რომ ყველაფერი დაუბრუნდეს გონივრულობას, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. 

რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში

„თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

თბილისში არჩილ ბეთანელის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, ასპინძის ქუჩის შესახვევს პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის არჩილ ბეთანელის სახელი მიენიჭა.

რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

„უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას თურქული პრესა გამოეხმაურა

თურქულმა პრესამ 2020 წლის 20 თებერვალს  საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ფაქტი ფართოდ გააშუქა.

ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.

საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმას ბრიტანული მედია ეხმაურება 

2019 წლის ოქტომბერში „გრუ“-ს მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევას ფართოდ ეხმაურებიან ბრიტანული მედია-საშუალებებიც. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ხოშტარიას რუსული ჰიმნის გამპროტესტებელი 20 ივნისის ვიდეოს აქვეყნებს

ნათია კონცელიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში რუსული ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ვიდეოს აქვეყნებს.