იაცეკ ჩაპუტოვიჩი: საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში

საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში. გელით და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ გზაზე დახმარება აღმოგიჩინოთ, - განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

ეს განცხადება ჩაპუტოვიჩმა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან ვარშავის აჯანყების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური ვიდეო ჩანაწერით მიმართა.


მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ღონისძიების სწორედ ლეხ კაჩინსკის სახელობის ვარშავის აჯანყების მუზეუმში გამართვის სიმბოლურ დატვირთვას.


„არ არსებობს უკეთესი ადგილი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მიუხედავად ძალის უპირატესობისა, არ იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩაერთო“, - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.


მინისტრმა თავის მიმართვაში გაიხსენა 10 წლის წინ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქს, თბილისს უახლოვდებოდნენ.


„მაშინ პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გადაწყვიტა შეეკრიბა რეგიონის 4 ლიდერი და ყოყმანის გარეშე, ორგანიზება გაუკეთა თბილისში ჩაფრენას. პრეზიდენტ კაჩინსკის, ყველაზე უკეთ ესმოდა რუსული აგრესიიდან მომდინარე საფრთხე, მან იცოდა, რომ აუცილებელი იყო დაუყოვნებელი და ცალსახა წინააღმდეგობა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის მიმართ“. მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი აღნიშნავს, რომ „ათი წლის შემდეგ, პრეზიდენტი კაჩინსკის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში წარმოთქმული სიტყვები კვლავ აქტუალური რჩება:


„დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა ჩემი ქვეყანის, პოლონეთის ჯერიც დადგეს“.


ვარშავის აჯანყების მუზეუმში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს წერილით მიმართა ასევე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესია საქართველოზე იყო ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში შემაშფოთებელი უფსკრული გააჩინა“.


პრეზიდენტის თქმით, იმ ტრაგიკულ მოვლენების მნიშვნელობას სათანადო შეფასება მისცა აწგარდაცვლილმა პოლონეთის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის, ლიტვის, ესტონეთისა პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერთან ერთად და რაც ამავე დროს, გახდა „პოლონურ-ქართული მეგობრობის შესანიშნავი და შთამბეჭდავი ისტორიის ნაწილი“.


„საქართველოს ეროვნული პოეტი შოთა რუსთაველი წერდა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ - ეს მნიშვნელოვანი შეგონება და ფასდაუდებელი რჩევაა. გამოვხატავ რწმენას, რომ გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესა და აგვისტოს სამწუხარო მოვლენების წლისთავს, გვექნება არაერთი შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთესად ურთიერთშეცნობისთვის, ჩვენ ხალხებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.


ლავროვი ირწმუნება, რომ კიევი და ნატო ქერჩის სრუტეში პროვოკაციას ამზადებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წარმომადგენლებთან ერთად რჩის სრუტის გავლით „გემების შეჭრის მორიგ პროვოკაციას გეგმავს“.

ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვთარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში, მენტალური ან განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, განვითარების ცენტრი გაიხსნა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ დატოვა. 

ეკა ბესელია ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ხვალ 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

თამარ ხულორდავა: კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა, რადგან ეს არ იყო შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული.

 

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა.

სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საქართველოსა და ესვატინის სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 ესვატინის (ყოფილი სვაზილედი) სამეფოს დედაქალაქში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოს და ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის არ ყოფნის მიზეზები განმარტა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა პროცესი დასრულების ეტაპზეა, ვერ ხედავს საჭიროებას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწროს.

ზუგდიდში სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე იმ ადგილას, სადაც ახლა ყინულის სახლია და სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, აქციის მონაწილეებმა ყინულის სასახლე მწვანე ლენტით შემოღობეს.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: დავემორჩილოთ რეგლამენტს, გავიგე, რომ კონსტიტუციის დამორჩილება არ გვინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელონ და პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ:

კაზინო "ინტურისტის" ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას "მეტრო" აუნაზღაურებს

კაზინო "ინტურისტის" ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს.

ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

ალბანეთის მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ალბანეთის, დედაქალაქ ტირანაში პარლამენტის შენობასთან ათასობით ალბანელია შეკრებილი. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს.

სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

სასამართლომ კუპრავას გირაო პატიმრობით შეუცვალა.

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვას არეულობა მოჰყვა - ათობით ადამიანია დაშავებული

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვის აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა.

ლევან დავითაშვილი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია: მორალურ კოდექსს არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა მიცვალებულთან გამოთხოვება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ქ. ჰიუსტონს ეწვია

19-20 თებერვალს, ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ  ქ. ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.