დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

დავით ზალკალიანმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.


მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად არის მიმართული. მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართვლოსა და გერმანიას შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ურთიერთობების გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.


„სამაგალითო პარტნიორობა, რომელიც ჩვენს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოიცავს მრავალ სფეროს, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, თავდაცვა, პოლიცია, განათლება და კულტურა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მრავალმხრივ ფორმატები და ამჟამინდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში ერთობლივი წვლილი შეგვაქვს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


მინისტრის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული რეფორმების კუთხით ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში აღიარებული ლიდერია და ის წარმოადგენს ჰაბს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.


„გერმანია მიეკუთვნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


ლავროვი ირწმუნება, რომ კიევი და ნატო ქერჩის სრუტეში პროვოკაციას ამზადებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წარმომადგენლებთან ერთად რჩის სრუტის გავლით „გემების შეჭრის მორიგ პროვოკაციას გეგმავს“.

ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვთარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში, მენტალური ან განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, განვითარების ცენტრი გაიხსნა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ დატოვა. 

ეკა ბესელია ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ხვალ 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

თამარ ხულორდავა: კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა, რადგან ეს არ იყო შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული.

 

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა.

სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საქართველოსა და ესვატინის სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 ესვატინის (ყოფილი სვაზილედი) სამეფოს დედაქალაქში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოს და ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის არ ყოფნის მიზეზები განმარტა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა პროცესი დასრულების ეტაპზეა, ვერ ხედავს საჭიროებას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწროს.

ზუგდიდში სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე იმ ადგილას, სადაც ახლა ყინულის სახლია და სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, აქციის მონაწილეებმა ყინულის სასახლე მწვანე ლენტით შემოღობეს.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: დავემორჩილოთ რეგლამენტს, გავიგე, რომ კონსტიტუციის დამორჩილება არ გვინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელონ და პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ:

კაზინო "ინტურისტის" ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას "მეტრო" აუნაზღაურებს

კაზინო "ინტურისტის" ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს.

ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

ალბანეთის მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ალბანეთის, დედაქალაქ ტირანაში პარლამენტის შენობასთან ათასობით ალბანელია შეკრებილი. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს.

სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

სასამართლომ კუპრავას გირაო პატიმრობით შეუცვალა.

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვას არეულობა მოჰყვა - ათობით ადამიანია დაშავებული

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვის აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა.

ლევან დავითაშვილი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია: მორალურ კოდექსს არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა მიცვალებულთან გამოთხოვება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ქ. ჰიუსტონს ეწვია

19-20 თებერვალს, ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ  ქ. ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.