მაია ცქიტიშვილის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამეგრელოში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია აჭარაში ჩავა, სადაც კოკისპირული წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასზე მეტი შეტყობინება შევიდა.
აჭარასა და სამეგრელოში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა