რა მდგომარეობაა სტიქიის შემდეგ აჭარაში

ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის სანაპირო ზოლში არსებულ მუნიციპალიტეტებში წყალდიდობები მოხდა და მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

განსაკუთრებით უხვი ნალექი ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტებში მოვიდა, რამაც რამდენიმე უბნის დატბორვა გამოიწვია.


დილიდან სტიქიასთან ბრძოლის შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მობილური ჯგუფები პატრულირებას ახორციელებს.


გახსნილია მახინჯაურის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელზეც გადაადგილება დატბორვის გამო მცირე ხნით შეზღუდული იყო.


ყველა მუნიციპალიტეტის მერი უშუალოდაა ჩართული ტერიტორიების გაცნობისა და დაზარალებული ოჯახების დახმარების საქმეში. მიმდინარეობს სტიქიით დაზარალებულთა მონაცემების შეგროვება-დამუშავება. 


ბათუმში უხვი ნალექის შედეგად  ძირითადად დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაცია მიმდინარე პროცესშია.  


ხორციელდება სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, კონკრეტული ქუჩის მონაკვეთებში ასევე განხორციელდა ამოტუმბვითი სამუშაოები.


ყველაზე მეტი პრობლემა ძლიერმა წვიმებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუქმნა. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ შტაბის წევრებთან ერთად დატბორილი მოსახლეობა მოინახულა და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. ამ დროისათვის ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოქაჩვა მიმდინარეობს. დამეწყრილია სასოფლო გზები ჩაქვისთავისა და გორგაძეების მიმართულებით. ქობულეთის მერიაში  ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე მოქმედებს:  599 79 18 91.  


სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლთან მეწყერული პროცესები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მსგავსად, განვითარდა ხელვაჩაურშიც.


სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილია ტექნიკა. სოფელ მახინჯაურში მდინარის ადიდების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა;


მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასების გაწმენდით სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მუდმივმოქმედ რეჟიმსი განაახორციელებს. ცხელი ხაზი მოქმედებს ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (ტელ: 0 800 – 10-01-06;  25-93 -17; 595 00 46 35; 577 74 00 01. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.


სტაბილური ვითარებაა ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. შუქი არ მიეწოდება ქობულეთის რამდენიმე სოფელს. წყალი და ბუნებრივი აირის მიწოდება რეგიონის მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს.


 


ხარაგაულში მოსახლეობა ამბულატორიის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოსახლეობამ ამბულატორიისათვის განკუთვნილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა.

ზუგდიდის სოფელში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

კობი-გუდაურის გზაზე სატვირთოების მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.

კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.